Home » მთავარი » სრული ჩაკეტვა არ განიხილება, მაგრამ შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება

სრული ჩაკეტვა არ განიხილება, მაგრამ შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება

ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები დაწესებულია და ეს შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რაც შეეხება ლოკდაუნს, მისი თქმით, სრული ჩაკეტვა არ განიხილება.

„განიხილება სერიოზული შემზღუდველი ღონისძიებები, რომლის ნაწილი დაწესებულია, ნაწილი კი, კიდევ უფრო გამკაცრდება, მაგრამ მარტო შეზღუდვების დაწესება არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ამ დაწესებული შეზღუდვების აღსრულება. ერთ-ერთი მთავარი შემზღუდველი ღონისძიებაა ყველგან პირბადის ტარება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...