Home » მთავარი » ენმ მეორე ტურში მონაწილეობაზე ოფიციალურად ამბობს უარს

ენმ მეორე ტურში მონაწილეობაზე ოფიციალურად ამბობს უარს

“ენმ-ძალა ერთობაშია” ოფიციალურად ამბობს უარს მეორე ტურში მონაწილეობაზე და იმ 12 კანდიდატს კენჭისყრიდან ხსნის, ვინც მეორე ტურში გადავიდა. ამ ბოიკოტს აჭარიდან პლუს ორი კანდიდატი უერთდება.

განცხადება საგანგებო ბრიფინგზე მაჟორიტარობის ერთერთმა კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა გააკეთა.

-ჩვენ არ ვაპირებთ ივანიშვილის ამ ფარსში მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ “ოცნების” წარმომადგენლები დადიან კარდაკარ და მოსახლეობას ატყუებენ, თითქოს ჩვენ თანახმა ვართ, მონაწილეობა მივიღოთ მეორე ტურში, რაც სიცრუეა, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ლევან ხაბეიშვილმა და დავით კირკიტაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...