Home » მთავარი » სამხედროებმა ამერიკული ხელის ტყვიამფრქვევის M-249 ექსპლუატაციის კურსი დაასრულეს

სამხედროებმა ამერიკული ხელის ტყვიამფრქვევის M-249 ექსპლუატაციის კურსი დაასრულეს

საქართველოს თავდაცვის ძალებში შეიარაღების მოდერნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აშშ-ის მხარდაჭერით, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ამერიკული წარმოების ნატოს 5,56 მმ კალიბრის M249 ტიპის ხელის ტყვიამფრქვევებით უკვე აღიჭურვა. საერთო საჯარისო ცენტრში ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა სპეციალური მომზადების ორკვირიანი კურსი გაიარეს, სადაც ამერიკელმა ინსტრუქტორებმა მათ ტყვიამფრქვევის სათანადოდ გამოყენების მიზნით თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარეს.

პრაქტიკული მეცადინეობების ფარგლებში, სწავლების მონაწილეები 100-დან 600 მეტრამდე დისტანციაზე სასწავლო სროლის სავარჯიშოებს კრწანისის პოლიგონზე ერთი კვირის განმავლობაში ასრულებდნენ. აღნიშნული ტიპის ტყვიამფრქვევი ქვედანაყოფის საცეცხლე ზემოქმედების შესაძლებლობებსა და ბრძოლის ველზე მოქმედების ეფექტურობას ზრდის.

საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ახალი ტიპის ტყვიამფრქვევებით დაკომპლექტება, შეიარაღებისა და აღჭურვილობის განახლებისა და მოდერნიზაციის პროცესის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც თავდაცვის ძალების შესაძლებლობებისა და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდას ემსახურება.

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...