Home » მთავარი » ეს არის ის სურათი, რომელიც ამბობს, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად

ეს არის ის სურათი, რომელიც ამბობს, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად

ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთო/ოდირის და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები არ არის ემოციური, როგორც ზოგიერთ ჩვენს ოპონენტს უნდა, რომ წარმოაჩინოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს განცხადებები სიტუაციის ზუსტ ანალიზს ემყარება.

„განცხადებები ემყარება იმას, რა ხდება საქართველოში, მართლაც რა შედეგები გვქონდა არჩევნებზე და რამდენად დიდი იყო გადახრის ამპლიტუდა იმ სტანდარტებთან, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოებს ახასიათებთ. ზუსტად გამოიკვეთა სურათი. ეს არის ის სურათი, რომელიც ამბობს, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და თუნდაც ის ამბავი, რომ ჩვენი ოპოზიცია უარს ამბობს გადათვლაზე, უარს ამბობს ვიდეოთვალის გახსნაზე, მეტყველებს იმაზე, რომ ამ განცხადებებს საფუძველი გააჩნია“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

Facebook Comments
x

Check Also

ნინო ლომჯარია – პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში არ ჯდება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალური ქსელით ეხმაურება ბათუმში, აქციაზე მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ...