Home » სამართალი » ირაკლი შოთაძის განცხადებით, 2020 წლის განმავლობაში სისხლის სამართლებრივი დევნა 15 625 პირის მიმართ დაიწყო

ირაკლი შოთაძის განცხადებით, 2020 წლის განმავლობაში სისხლის სამართლებრივი დევნა 15 625 პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, 2020 წლის განმავლობაში სისხლის სამართლებრივი დევნა 15 625 პირის მიმართ დაიწყო, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, შემცირებულია.

აღნიშნული ინფორმაცია შოთაძემ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გაავრცელა, სადაც მან 2020 წლის ანგარიში წარადგინა.

რაც შეეხება სრულწლოვანთა განრიდებას, მისივე ინფორმაციით, 2015-2020 წლებში განრიდება ძირითადად გამოყენებულ „იქნა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე, გაუფრთხილებელ, არაძალადობრივ დანაშაულთა ჩამდენ სრულწლოვნების მიმართ.

„2020 წლის განმავლობაში განრიდდა 984 პირი, საიდანაც 929 პირი (94.4%) განრიდდა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულზე, ხოლო 55 პირი მძიმე დანაშაულებებზე. „2019 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი შემცირებულია.“ – აცხადებს საქართველოს გენერალური პროკურორი.

 

Facebook Comments