Home » ინტერვიუ » 9 წლის თეკლა “სიკეთის დღის” დაარსებაზე ოცნებობს

9 წლის თეკლა “სიკეთის დღის” დაარსებაზე ოცნებობს

თამთა მეგრელიშვილი

კართან ვდგევარ და ვფიქრობ როგორ შემხვდება, აზრებს ვაწყობ და კარს მიღებს… სახლის სასაცილო ჩუსტებს ავაყოლე მზერა და ვუყრებ, იმ დღის შემდეგ რაც ერთმანეთი გავიცანით ცოტა შეცვლილა, გაზრდილა, მიღიმის და სახლში მიწვევს. ვსხდებით,ვცდილობ მეგობრული გარემო შევქმნა, არ არის მარტივი 9 წლის გოგოს ესაუბრო, თან ძალიან განსხვავებულ გოგოს…

– თეკლა, მოდი მეგობრულად ვისაუბროთ,მომიყევი შენზე.

მე ვარ თეკლა სესიტაშვილი, ვსწავლობ ქართველ იუნკერთა სახელობის 52-ე საჯარო სკოლაში, ვარ 9 წლის, ერთი ჩვეულებრივი ბავშვი ვარ,ძერწვა მიყვარს,კარგადაც ვსწავლობ,კიდევ ვმღერი, ვოცნებობ ნინო ქათამაძე გავიცნო და მასთან ერთად ვიმღერო – თან მორიდებულად ეღიმება და თვალს აპარებს პატარა დისკენ, ევასკენ, რომელიც სითბოსა და სიყვარულს აფრქვევს და კოცნის.

-თეკლა, მე გამოფენაზე გაგიცანი, სადაც შენი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, ვხედავ იმის შემდეგ უამრავი რამ შეგიქმნია…

15174595_1340600769324177_931216649_n

-ძერწვა ჰობია, ვძერწავდი ჩემთვის, უფროსები, ძირითადად უცნობები, ისეთ აღტაცებაში მოჰყავდა ჩემს ნამუშევრებს, თავადაც მიკვირდა, მერე გავიგე, რომ შეზრუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს დახმარება ესაჭიროებოდათ და არც მიფიქრია ისე დავთანხმდი, მივიტანე ჩემი ნამუშევრები, გაკეთდა გამოფენა-გაყიდვა ისე გაუხარდათ იქ ბავშვებს… ჩემი მეგობრები, კლასელები,ახლობელი ადამიანები ყველანი ერთად მივედით მათთან და ეს დღე არასოდეს დამავიწყდება, იმიტომ რომ მათ სხვანაირად ბედნიერი თვალები ჰქონდათ, საჩუქრებიც დავუტოვე და ვიცი, რომ ისინი დღესაც სიყვარულით მიხსენებენ.

მინდა რომ ყველას დავეხმარო, ვუშველო! მერე რა რომ ცხრა წლის ვარ! ბავშვებსაც შეგვიძლია სიკეთის კეთება და დახმარება! – ვუსმენდი როგორი წრფელი ემოციით მიყვებოდა მის სურვილებსა და ოცნებებზე და არ ვაწყვეტინებდი – მე რომ მსახობი გამოვალ,თან წარმატებული მსახიობი, ჩემს ხელფასს გაჭირვებულ ბავშვებს ჩავურიცხავ, ახლაც მინდა შეძლებული ოჯახის შვილები გავერთიანდეთ და გაჭირვებული ოჯახის შვილების დახმარება შევძლოთ, ხო კიდევ მინდა სხვა ბავშვებისთვისაც მოვაწყო გამოფენა…

15450904_1340590679325186_1700696716_n 15451087_1340590719325182_229695328_n

..უცებ ჩერდება,ფიქრობს და  ამბობს:

-იცი, სიკეთის დღე მინდა დავაარსო! თქვენ ხომ იურისტიც ხართ?-გადმოდის კითხვით -მე, დაბნეული ვპასუხობ:

-კი!კი!

-ხოდა დამეხმარეთ დავაარსოთ რა სიკეთის დღე! – მეღიმება, ვფიქრობ რაღა უნდა ვკითხო ამ პატარა ცხრა წლის გოგონას, რომელიც ბევრ ჩვენგანზე კარგად ხედავს და გრძნობს სხვების ტკივილს,ჩუმად,გაუხმაურებლად აწყობს გამოფენებს და უკვე არაერთ ბავშვს დაეხმარა!

15356977_1340590755991845_970951046_n 15451086_1340590822658505_1507580945_n

მასთან ინტერვიუს შემდეგ ვფიქრობ სიკეთის დღეზე,ცხრა წლის თეკლას გულიდან წამოსულ ინიციატივაზე ვისწავლოთ ერთმანეთის დახმარება – სიკეთის დღით! მემაყება თეკლა,ყველა მისი თანატოლი,მეგობარი და ვრწმუნდები, რომ ეს ბავშვები სამყაროში ბევრ რამეს შეცვლიან!

15424650_1340626402654947_1138967701_n

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

გირჩი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით

ზურა ჯაფარიძე “გირჩი” “შემოდგომაზე ხელისუფლების ცვლილებისთვის მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ...