Home » მთავარი » 93:21 – პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია

93:21 – პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია

პარლამენტმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.  პარლამენტის მიერ მიღებულ იმ კანონპროექტს, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა და ვეტო დაადო მხარი 93 დეპუტატმა დაუჭირა,  21 დეპუტატი კი წინააღმდეგ წავიდა.

პარლამენტის ამ გადაწყვეტილებით სსიპ-ი – ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში ჩამოყალიბდება. ფარულ მოსმენა-მიყურადების ექსკლუზიური უფლებამოსილება სწორედ აღნიშნულ სააგენტოს ექნება.

ცნობისთვის,  პრეზიდენტის პროექტს  22 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგ 86 წავიდა.

Facebook Comments
x

Check Also

მთავრობამ თავისი უარით თქვა, რომ 199 ევროიანი ბილეთი ურჩევნია

მთავრობის უარს მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებაზე, უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების უფასოდ შემოყვანასთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძე ეხმაურება ...