პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ვეტერანებს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ვეტერან სამხედროებსა და უსაფრთხოების სპეციალისტებს შეხვდა. როგორც ზურაბიშვილთან მოსულმა ვეტერანების ნაწილმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ახლა მთავარია ხელისუფლებაზე ზეწოლის პროცესი წარიმართოს დროულად, ეფექტურად და შედეგიანად.
„ვფიქრობთ, რომ საჭიროა ერთიანი ფორუმი სახალხო ლეგიტიმაციით. ძალიან მარტივი თემაა წინააღმდეგობის ფრონტი, სახალხო ფორუმის ფორმატით. რაც უფრო მეტი საზოგადოებრივი ჯგუფი გაერთიანდება, მით უფრო დიდი იქნება ლეგიტიმაცია და ჯანსაღი იქნება პოლიტიკური პროცესი“,- აცხადებს ნაწილი ვეტერანებისა.