გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი ნახევრად დახურულ რეჟიმში გაიმართა
გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესის სხდომა ნახევრად დახურულ რეჟიმში გაიმართა და რამდენიმე საათი გაგრძელდა. დაიკითხნენ ბრალდების მხარის მოწმეები. შეკითხვებს „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე, ნატო ხაინდრავა პასუხობდა, რომელიც 2015 წელს „ქართუ ბანკის“ ყოფილი გენერალური დირექტორი იყო. სასამართლოში ჩვენებას მისცემენ ხაინდრავას იმჟამინდელი მოადგილე, დავით გალუაშვილი. თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გამოძიება დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავება. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებულიც.