ევროპის ჩემპიონატზე ეთერ თუთბერიძის ქალიშვილი მე-10 ადგილზეა
ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე წყვილთა შორის საქართველოს სახელით რიტმულ ცეკვებში ეთერ თუთბერიძის ქალიშვილი დიანა დევისისა და მისი მეწყვილე გლებ სმოლკინის წყვილი გამოდის. მათ მოკლე პროგრამა 73.82 ქულით დაასრულეს და თავისუფალი პროგრამით გამოსვლის უფლება მოიპოვეს.
73.82 ქულა დევისი-სმოლკინის წყვილს მოკლე პროგრამაში მე-10 ადგილის დასაკავებლად ეყო. პირველზე არიან იტალიელები გიგნარი და ფაბრი, მათ 84.23 ქულა მიიღეს.