Home » ეს საინტერესოა » Apadana Ceramic თბილისში წარმომადგენლობას ხსნის

Apadana Ceramic თბილისში წარმომადგენლობას ხსნის

ფაიფურის ფილების მწარმოებელი მოწინავე ირანული კომპანია „Apadana Ceramic  საქართველოში  წარმომადგენლობას ხსნის.

 5 ნოემბერს, თბილისში, წერეთლის 117 ნომერში, 17 საათზე შედგება პრეზენტაცია და ოფიციალურად გაიხსნება მაღაზია APADANA CERAMIC, რომელიც სტუმრებს წარუდგენს უახლესი იტალიური ტექნოლოგებით დამზადებულ კედლის და იატაკის ფაიფურის ფილებს. აღსანიშნავია, რომ კომპანია უკვე 14 წელია ლიდერია ირანის ბაზარზე და ქართველ მომხმარებელს გააცნობს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას.

  „საქართველოში წარმომადგენლობის გახსნა განაპირობა ირანსა და საქართველოს შორის არსებულმა მეგობრულმა ურთიერთობებმა და უდიდესი წვლილი ამაში მიუძღვის  ლიბერალურ საგადასახადო კანონმდებლობას და საქართველოს  სახელმწიფოს მიდგომას ბიზნესისადმი. აგრეთვე იგეგმება გაფართოება, ინვესტიციების განხორციელება, Apadana-ს მინი ქარხნის გახსნა და საქართველოს მოქალაქეების დასაქმება“, განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ამირთეიმურ თეიმურმა.

 მაღაზია აგრეთვე სთავაზობს მომხმარებლებს ZAGROS DERAKHSHAN-ის მრავალფეროვან ფაიფურის ნაწარმს, ასევე ინტერიერის გასაფორმებლად ულამაზესი დიზაინის პროდუქტებს წარმოადგენენ გამორჩეული ირანული ბრენდები TOOS TILE, SHAYAN, GOLSAR FARS, ARAD PANEL.

 უნდა აღინიშნოს, რომ TOOS TILE-სი გლუვი და ტრანს ფილების ერთ-ერთი საუკეთესო მწარმოებელია. აწარმოებს 3 სახეობის ცეცხლგამძლე ფერად და სხვადასხვა დიზაინის პროდუქციას, რომელიც ნამდვილად გამოარჩევს ამ ბრენდს სხვა დანარჩენებისგან.

ბრენდ SHAYAN-ს სანიტარული  სარქველების წარმოებაში 30 წლის გამოცდილება აქვს. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მრავალწლიანი გამოცდილების გამოყენებით კომპანია  აწარმოებს მრავალფეროვანი, მაღალი ხარისხის და გრძელვადიანი მოხმარების პროდუქცია.

რაც შეეხება ბრენდ GOLSAR FARS, სანიტარული მოწყობილობების ერთ-ერთ საუკეთესო მწარმოებლად მოიაზრება და მომხმარებელს სთავაზობს 130 სხვადასხვა ხარისხის პროდუქციას.

ARAD PANEL-ი კი სთავაზობს ქართველ მომხმარებლებს სხვადასხვა დიზაინის და ფორმის კედლის და ჭერის პანელებს:  3D პანელი, წარმოსახვითი ცა, SP ხაზი, ხავერდოვანი 3D პანელი, ღრუბლოვანი პანელი, კომპოზიტური პანელი, Add to dictionary პანელი და ასე შემდეგ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

დღევანდელი საარსებო მინიმუმის გათვლა არარელევანტური და აცდენილია რეალურ ცხოვრებას!

დღევანდელი საარსებო მინიმუმის გათვლა არარელევანტური და აცდენილია რეალურ ცხოვრებას! თუ გვინდა ადამიანებმა ცხოვრების ხარისხი გაიუმჯობესონ, ...