Home » მთავარი » Apple iPhone-ზე კონცერტის დროს ფოტო და ვიდეო გადაღებას აკრძალავს

Apple iPhone-ზე კონცერტის დროს ფოტო და ვიდეო გადაღებას აკრძალავს

პორტალი 9to5mac ავრცელებს ინფორმაციას, რომ Apple მიიღო პატენტი ახალ ტექნოლოგიაზე, რომელიც ბლოკავს ტელეფონით ფოტო და ვიდეო-გადაღებას კონცერტის მიმდინარეობისას. გადაღების დაბლოკვა შესაძლებელია ინფრაწითელი სიგნალით. როგორც გამოცემა ამბობს, ასეთი სიგნალის წყარო დამონტაჟდება სცენაზე და საკონცერტო დარბაზში, რაც დაბლოკავს ფოტო-ვიდეო გადაღებას. ამ ტექნოლოგიის გამოყენებას აპირებენ კინოთეატრებშიც  და სხვა ადგილებშიც, სადაც გადაღება აკრძალულია.

აღნიშნულ ტექნოლოგიას ბევრი ფუნქცია აქვს. მაგალითად, ის შეიძლება გამოყენებული იქნას მუზეუმებში. „იკ-სხივი“ შესაძლებლობას იძლება ექსპონანტის შესახებ ინფორმაციის მიწოდების. ელექტრონული მოწყობილობა ავტომატურად გამოთვლის კოდს და ინფორმაცია ეკრანზე გამოვა.

ტექნოლოგია ბევრი რამით ჰგავს iBeacon სერვისს. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ტექნოლოგია დიდად გამოსადეგი იქნება კონცერტებზე და ფოტო-ვიდეო გადაღებით მაყურებლები არც ერთმანეთს შეუშლიან ხელს და არც კონცერტის მონაწილეებს.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ირაკლი პეტრიაშვილმა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ალბანეთში სპეციალური მიწვევით ...