You are here
შავი შაბათი – 20 იანვარი აზერბაიჯანში სახალხო გლოვის დღეა მთავარი უცხოეთი 

შავი შაბათი – 20 იანვარი აზერბაიჯანში სახალხო გლოვის დღეა

აზერბაიჯანში 20 იანვარი სახალხო გლოვის დღედაა გამოცხადებული. 20 იანვარი აზერბაიჯანში ცნობილი როგორც შავი შაბათი ან იანვრის ხოცვა . 1990 წლის 20 იანვარს საბჭოთა არმმიის მიერ აზერბაიჯანში მშვიდობიან მომიტინგეთა დარბევა მოხდა, რის შედეგადაც 130 ადამიანი დაიღუპა. აზერბაიჯანში შავ იანვარს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დაბადების თარიღად მიიჩნევენ. ნანახია: 42

Read More
“სწორად შერჩეული მენიუა, ბავშვები ეჩვევიან ჯანსაღი კვების წესს და აღარ იყრება ამდენი საკვები” მთავარი საზოგადოება 

“სწორად შერჩეული მენიუა, ბავშვები ეჩვევიან ჯანსაღი კვების წესს და აღარ იყრება ამდენი საკვები”

ბაგა-ბაღების კვების რაციონში შესულ ცვლილებებს თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს: – 2017 წლის ოქტომბერში ახალი ტექნიკური რეგლამენტი იქნა მიღებული საქართველოს მთავრობის მიერ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, გაეროს ბავშვთა ფონდის და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად და დღეს ბაგა-ბაღებში არის გაუმჯობესებული კვების რაციონი, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ ბავშვებში ადრეული ასაკიდანვე მოხდეს პრევენცია სხვადასხვა დაავადებისა და აღსაზრდელებმა მიიღონ დაბალანსებული საკვები. ამას დაბეჯითებით გეუბნებით, რადგან მე თვითონ გახლდით ჩართული ამ პროცესში. რაც შეეხება იმას, რომ რაციონში თევზი შესაძლოა ბავშვებს არ მოეწონოთ, მაგალითისთვის გეტყვით, რომ ორი ფილა უიაფესი…

Read More
იან კელის ვიდეო-მიმართვა „რატომ მიყვარს თბილისი“ მთავარი პოლიტიკა 

იან კელის ვიდეო-მიმართვა „რატომ მიყვარს თბილისი“

აშშ-ს საელჩო ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს საქარტველოში ამერიკის ელჩის იან კელის ვიდეო-მიმართვას სახელწოდებით „რატომ მიყვარს თბილისი“. ელჩი ამბობს, რომ თბილისი მისი მეორე სახლია. ნანახია: 94

Read More
მადრიდში ათასობით შინაური ცხოველი დალოცეს (ვიდეო) ეს საინტერესოა მთავარი 

მადრიდში ათასობით შინაური ცხოველი დალოცეს (ვიდეო)

მადრიდში ათასობით შინაური ცხოველი დალოცეს. ცხოველები მღვდლებმა წმინდა ანტონიოს ხსენების დღეს დალოცეს, რომელიც შინაური ცხოველების მფარველად ითვლება. ნანახია: 26

Read More
პრეზიდენტი: მათ მაგალითზე მინდა გაიზარდოს მომავალი თაობა საქართველოსი, მადლობა მათ! მთავარი პოლიტიკა 

პრეზიდენტი: მათ მაგალითზე მინდა გაიზარდოს მომავალი თაობა საქართველოსი, მადლობა მათ!

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობის, გმირობის და თავდადებისთვის ვახტანგ გორგასლის I, II, III ხარისხის ორდენებითა და მედლებით, სიკვდილის შემდეგ, დააჯილდოვა აფხაზეთის ომში მონაწილე მებრძოლები. სამშობლოსათვის თავდადებული მებრძოლების ოჯახებისათვის სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის ცერემონია ვეტერანთა დეპარტამენტში გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ის დამსახურება და თავდადება, რომელიც ქართველმა მებრძოლებმა გამოიჩინეს სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. “წლების მერე მინდა მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც გმირულად შესწირა თავი ჩვენი სამშობლოს ერთიანობას და მთლიანობას. საქართველოს დამოუკიდებლობის საწყისი პერიოდი იყო უაღრესად მძიმე, იმიტომ, რომ პირველივე დღეებიდან ჩვენ მოგვიხდა ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის…

Read More
კობახიძე უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა მთავარი პოლიტიკა 

კობახიძე უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში ქვეყნის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრით დაასრულა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოსა და უკრაინას განსაკუთრებული ისტორიული და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს, რასაც ქვეყნებს შორის მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა ეფუძნება. საუბარი შეეხო ქვეყნების  წინაშე არსებულ საერთო გამოწვევებსა და მათთან გასამკლავებლად, კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ყურადღება საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობისა და სხვადასხვა მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გამახვილდა. ასევე, ხაზი გაესვა  ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვან პოტენციალს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში…

Read More
სიცოცხლისათვის საშიში დაავადება – ექიმი გვირჩევს-ეს უნდა იცოდეთ! მედიცინა მთავარი 

სიცოცხლისათვის საშიში დაავადება – ექიმი გვირჩევს-ეს უნდა იცოდეთ!

ექიმის რჩევები მოამზადა მაია ცომაიამ მთელს მსოფლიოში საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები (ოსტეოპოროზი, ოსტეოქონდროზი, მალთაშუა დისკის თიაქარი,ოსტეოართრითი და სხვა) სტატისტიკური მონაცემებით  ყველაზე  გავრცელებულია. ცნობილია,  რომ კავკასიელ ქალებში ოსტეოპოროზი განსაკუთრებით არის გავრცელებული. ოსტეოპოროზთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა მისი ნაადრევი დიაგნოსტიკა გვესაუბრება ექიმი- რევმატოლოგი, პროფესორი თამარ ჩილინგარიშვილი ქ-ნო თამარ, დღეს ვისაუბროთ  ოსტეოპოროზზე, შემდეგში კი მკითხველს მივცეთ რჩევები მკურნალობის იმ მეთოდებზე, რომელიც დანერგილია და შედეგიანია თანამედროვე  მსოფლიო მედიცინაში, ისეთი გავრცელებული დაავადების დროს, როგორიცაა ოსტექონდროზი, ართრითი, მალთაშუა დისკის თიაქარი და სხვა … –ოსტეოპოროზი  მიეკუთვნება სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებებს, რომელიც  გავრცელების სიხშირით, ინვალიდიზაციით და ლეტალობით ხასიათდება და ამიტომ მასთან…

Read More
სასწაული მდინარე იორდანეზე, რომელიც ყოველ ნათლისღებას ხდება (ვიდეო) მთავარი რელიგია უცხოეთი ყველა სიახლე 

სასწაული მდინარე იორდანეზე, რომელიც ყოველ ნათლისღებას ხდება (ვიდეო)

მდინარე იორდანე მსოფლიოს უწმიდეს მდინარედ ითვლება. ნათლისღების დღეს მდინარე აღმა მიედინება – ეს ხდება წელიწადში ერთხელ, ყოველ ნათლისღების დღესასწაულზე. ნათლისღება – ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის. მდინარე იორდანე მსოფლიოს უწმიდეს მდინარედ ითვლება. ნათლისღების დღეს მდინარე აღმა მიედინება – ეს ხდება წელიწადში ერთხელ, ყოველ ნათლისღების დღესასწაულზე. 19იანვარს უფლის ნათლისღების დღეს, იერუსალიმის პატრიარქი მდინარე იორდანეს აკურთხებს და მასში სამგზის შთაფლავს ჯვარს,ჯვრის მესამედ შთაფვლისას, მდინარე იორდანე ჩერდება და რამდენიმე წუთის განმავლობაში წყალი საპირისპირო…

Read More
გვარამია როგორც ჩანს იურისტადაც აღარ ვარგა – ჩერგოლეიშვილი მთავარი პოლიტიკა საზოგადოება ყველა სიახლე 

გვარამია როგორც ჩანს იურისტადაც აღარ ვარგა – ჩერგოლეიშვილი

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს: ეს, როგორც ჩანს, იურისტადაც აღარ ვარგა. სტრასბურგში რუსთავი ორის მიერ გავრცელებული სიყალბეები როგორ უნდა გამოიყენოს ვინმემ როცა სასამართლოს დროებითი ზომის საფუძველი სწორედ ისაა, რომ არხის შინაარსში არ უნდა ჩაერიოს არავინ, რა სისულელეებსაც არ უნდა ყვებოდნენ მის ეთერში – რა იურიდიულ ნონსენსს ყვება, – ასე პასუხობს, “ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი “რუსთავი 2”-ის გენერალურ დორექტორს. “ძალიან ვინც გძულს, რომ ემსგავსები ამის ნათელი დასტურია გვარამიას განცხადება. ქოცების ბრალდებას იმეორებს თუთიყუშივით – ევროპარლამენტში წერილებს რომ წერთ, ქვეყნის ინტერესებს აზიანებთო. რაც შეეხება “ქვეყნის მთავარი გურმანის” განცხადების “ტექსტურას” – კი,…

Read More
მარტვილში საყოველთაო ნათლობა გაიმართა მთავარი რელიგია საზოგადოება ყველა სიახლე 

მარტვილში საყოველთაო ნათლობა გაიმართა

მარტვილში საყოველთაო ნათლობა გაიმართა. ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ მდინარე ტეხურში ასამდე ჩვილი მონათლა. ნათლობის ცერემონიის დაწყებამდე წირვა-ლოცვა მეუფე პეტრემ ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში აღავლინა. ნათლობისა და განწმენდის ცერემონიალს სამეგრელო ზემო-სვანეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული მრევლი დაესწრო. ჩვილთა საყოველთაო ნათლობა პირველად 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა და მისი მიზანი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. 21 იანვარს, სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე კიდევ 708 ბავშვს მონათლავს.   ნანახია: 26

Read More