Home » Author Archives: GMTV (page 10)

Author Archives: GMTV

იაპონიის მთავრობა მთელი შემადგენლობით გადადგა

ნანახია: 159 სააგენტო Киодо-ს ინფორმაციით 11 სექტემბრის დილას იაპონიის მთავრობა მთელი შემადგენლობით გადადგა. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინზო აბემ მისი კაბინეტის ყველა წევრისგან გადადგომის შესახებ განცხადება მიიღო, მიზეზი კი პრემიერის მიერ არჩევნებზე გამარჯვების შემდეგ მინისტრთა კაბინეტის დაგეგმილი ცვლილება გახდა. დღის მეორე ნახევარში უკვე მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობა გამოცხადდება.

Read More »

ტრაგიკული დღე, რომელმაც მსოფლიო შეცვალა!..

ნანახია: 122 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიიდან 15 წელი გავიდა. დღე, რომელიც არასდროს დაავიწყდება მსოფლიოს, დღე, რომელმაც სამყარო შეცვალა. ტერორისტების მიერ გატაცებული ოთხი სამგზავრო თვითმფრინავიდან პირველი – ბოინგ-767 ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის ცათამბჯენს 93-ე და 99-ე სართულებს შორის, ადგილობრივი დროით, 08:45 საათზე შეეჯახა. თვითმფრინავის ბორტზე 81 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის – 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 11 წევრი. თვითმფრინავი საკმაოდ ...

Read More »

ნათლობის მადლი, ნათლობა სინანულისა – “ნათლისმცემელი”

ნანახია: 96 1 სექტემბერი – იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე ახალი სტილით 11 სექტემბერს (ძვ. სტილით 29 აგვისტოს) აღინიშნება. ქრისტიანები ამ დღეს მარხულობენ. ტაძრებში კი წირვა-ლოცვა აღევლინება. უფალმა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან მიიღო ნათლობის მადლი, ნათლობა სინანულისა, ამიტომ ეწოდა მას “ნათლისმცემელი”. უდიდესი წინასწარმეტყველი, უფლის წინამორბედი, რომელმაც მაცხოვარს სამოღვაწეო ასპარეზი განუმზადა მოწამეობრივად აღესრულა. იოანე ნათლისმცემლის თემა აისახა ...

Read More »

რუსეთის დუმა იმედოვნებს, რომ საქართველო კომუნიკაციაში ჩაერთვება

ნანახია: 175 რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, რუსეთის დუმამ განიხილა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის მიმართვა „1920 წელს ქართველი ნაციონალისტების მიერ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ოსების გენოციდის აღიარებასთან“ დაკავშირებით და მიიღო გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“. რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე იმედს იტოვებს, რომ საქართველოს მხრიდანაც იქნება კომუნიკაცია ამ საკითხის განხილვისას.

Read More »

პირველი თოვლი გუდაურში

ნანახია: 106 გუდაურში თოვლი მოვიდა

Read More »

ადვოკატი რუსთავის მერის წინააღმდეგ – ბრიფინგი პროკურატურასთან

ნანახია: 712 ანონსი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე რუსთავის მერის წინააღმდეგ 11 სექტემბერს მთავარ პროკურორს მიმართავს. თემა – შესაძლო კორუფცის ნიშნები და გადაცდომები ბრიფინგი მთავარ პროკურატურასთან 11 სექტემბერს 11 საათზე. (ორთაჭალაში)

Read More »

ზაზა ფაჩულიამ მოთამაშის საკალათბურთო კარიერა დაასრულა

ნანახია: 1 391 კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის მიმართვა -საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია თავისი დაარსების დღიდან ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს ვეტერან კალათბურთელებზე ზრუნვას და მათ მიერ ეროვნულ ნაკრებსა თუ საზოგადოებრივ ასპარეზზე ქვეყნისა და კალათბურთის პოპულარიზაციისათვის გაწეული დიდი შრომის ღირსეულ დაფასებას. ფედერაციის სტრუქტურებში შექმნილია სპეციალური ვეტერანთა დახმარების ფონდი. ვეტერანი კალათბურთელები მათი სურვილიდან გამომდინარე იღებენ მონაწილეობას ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. ჩვენი საერთო მიზანია, მათ ...

Read More »

“დადგება დრო და საპატრიარქოს მიუვალი კედლები დაიმსხვრევა…”

ნანახია: 451 გიორგი ტიგინაშვილი თეოლოგი -ზოგადად, შიშის გრძნობა დაცემული ბუნების ნაყოფია და შეიძლება ითქვას, რომ სხვადასხვა დოზით ის ყველაშია, თუმცა რამდენადაც ძლიერია უფლისადმი მინდობა, იმდენად ნაკლებია სხვაგვარი შიში. ფსიქოლოგიური და სულიერი თვალსაზრისით, ეკლესიაში (იერარქია, სამღვდელო დასი, მრევლი) ვინც უფრო მართალი, სუფთა და უბიწოა, იმას ყველაზე ნაკლები შიში უნდა ჰქონდეს. მხილების ეშინია უზნეოს, მიქარულს, ორპირსა და უწმინდურს. მოცემულობის ლუსტრაცია არ აწყობთ ...

Read More »

ღარიბაშვილის პირველი სამუშაო დღე თავდაცვის სამინისტროში (ვიდეო)

ნანახია: 135 საქართველოს თავდაცვის ახალმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი სამუშაო დღე დილის 9 საათზე დაიწყო. მას უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა ლევან იზორიამ უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ გმირთა მემორიალთან დახვდნენ. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, მოქმედმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრებმა, ასევე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა გაცნობითი შეხვედრა გამართეს. ირაკლი ღარიბაშვილმა სამინისტროში განხორციელებული პროექტების შესახებ ...

Read More »

“გურიის მოამბის” რედაქტორს შვილების ლიკვიდაციით ემუქრებიან! – გამოძიება დაიწყო

ნანახია: 154 რეგიონალურ ყოველკვირეულ გაზეთ “გურიის მოამბეს” რედაქტორს, თეა იოსელიანს, სოციალური ქსელებით შვილების ლიკვიდაციას გამოძიებისათვის ჯერჯერობით დაუდგენელი პირი უკვე 10 დღეა ემუქრება. „მალე მოესწრები შენი შვილების სიკვდილს, მე დაგიხოცავ“-„გურიის მოამბის“ რედაქტორს, თეა იოსელიანს ამ შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინება ფეისბუკის საშუალებით გამოუგზავნეს.  მომხდართან დაკავშირებით შსს-ს თეა იოსელიანმა განცხადებით დღეს მიმართა. დღესვე, შსს გურიის დეპარტამენტში მოხვდა თეა იოსელიანის გამოკითხვა. როგორც შსს-დან გვაცნობეს, ...

Read More »