Home » Author Archives: GMTV (page 1808)

Author Archives: GMTV

23 ივნისს კიწმარიშვილის ოჯახი საპასუხო ბრიფინგს გამართავს

ნანახია: 1 097 ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი არ ეთანხმება პროკურატურის დასკვნას. 23 ივნისს,  კიწმარიშვილის ოჯახი საპასუხო ბრიფინგს გამართავს, სადაც მათი თქმით, ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლეობის შესახებ, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები გაბათილდება. შეგახსენებთ, რომ პროკურატურის დასკვნით კიწმარიშვილმა თავი მოიკლა. ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის არ მიუყვანია და არავის არ მოუკლავს მან თავი მოიკლა, რადგან კონკრეტული გარემოებების არსებობის მხედველობაში მიღებით შეუძლებელია მკვლელობა იყოს ჩადენილი რომელიმე ...

Read More »

სამუშია: ე.წ. კაბელების საქმეზე პროკურატურა სასჯელის გამკაცრებას ითხოვს!

ნანახია: 1 058    ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატი ლევან სამუშია ამბობს, რომ პროკურატურას სურს დაფაროს კავშირი მოსამართლე ბუგიანიშვილთან და ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს მსჯავრდებულებზე, რის გამოც პროკურატურა მსჯავრდებულებისთვი სასჯელის ზომის გაზრდას ითხოვს და ამ მოთხოვნით ბრალდების მხარემ უკვე მიმართა სააპელაციო სასამართლოს. -“სასაცილო ფაქტია,მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გადახედვა სასჯელის ნაწილში და ითხოვს სასჯელის გამკაცრებას. ...

Read More »

მარიამ რამინაშვილი: მოვუწოდებთ მინისტრს უმოკლეს პერიოდში გამოაცხადოს საატეტასტო გამოცდების შედეგები!

ნანახია: 1 250 2016 წლის 12 კლასელების საატეტასტო გამოცდების შედეგები ისევ უცნობია!    ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენი მე–12 კლასელი ჩაიჭრა ჯამურად 2016 წლის საატესტატო გამოცდებზე უცნობია. EDU.ARIS.GE-ს არაერთი მცდელობის მიუხედავად, სხვადასხვა მიზეზით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. ჩაჭრილთა შესახებ ნაწილობრივი ინფორმაცია კი ასეთია: ქართულში 37 900-ზე მეტიდან 900 ჩაიჭრა; ისტორიაში 42 ათასამდე მოსწავლიდან 2000 ჩაიჭრა; უცხო ენაში 43 000–მდე მოსწავლიდან დაახლოებით 6 500 ჩაიჭრა; მათემატიკაში 42 700-ზე მეტი ...

Read More »

პროკურატურა: კიწმარიშვილმა თავი მოიკლა, გამოძიება შეწყდა

ნანახია: 1 003 საქართველოს მთავარ პროკურატურაში  სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. გაცნობებთ რომ, საქართველოს პროკურატურამ დაასრულა გამოძიება ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით. საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება გაგაცნოთ გამოძიების შედეგები. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქმის მსვლელობის დროს მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე შეიქმნა ვიდეომასალა, რომელშიც დეტალურად არის გადმოცემული ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ამსახველი ფაქტები. აღნიშნული მასალა ბრიფინგის დასრულებისთანავე გამოქვეყნდება ...

Read More »

,,თავისუფალი დემოკრატები“ ვაცხადებთ, რომ ადგილი აქვს ფინანსური რესურსების არამიზნობრივ ხარჯვას!

ნანახია: 1 079 ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“-ს კვლევის შედეგებს სპეციალური ბრიინგი მიუძღვნა ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ცაგარეიშვილმა. -„27 მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურების ხარჯები კანონით განსაზღვრულ ოდენობაზე მეტია. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 156-ე მუხლი მე-3 ქვეპუნქტის თანახმად, გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების 25 პროცენტს. ,,თავისუფალი დემოკრატები“ ვეყრდნობით რა ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“-ს კვლევას, რომელმაც ...

Read More »

პროკურატურა ლორთქიფანიძის პიჯაკის დაზიანებისთვის ბრალდებულების თავიდან დაპატიმრებას მოითხოვს

ნანახია: 1 220 ქუთაისში, პარლამენტთან მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს პიჯაკი დაუზიანდა, პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულების თავიდან დაპატიმრებას სთხოვს. რუსთავი 2-ის ხელთ არსებული დოკუმენტით, უწყება მოსამართლეს განცხადებით მიმართავს და ითხოვს სათანადოდ შეაფასოს წარდგენილი მტკიცებულებები და მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება ნიკოლოზ ნარსიას, მირიან დეისაძისა და კახაბერ გაბუნიას მიმართ. განცხადებაში ასევე წერია, რომ თითოეულ მათგანს განესაზღვროს კანონით გათვალისწინებული სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის ...

Read More »

მრავალ ლომისობას დაგასწროთ სიკეთითა და სიხარულით!

ნანახია: 1 323    გილოცავთ  ლომისობის დღესასწაულს. ღმერთმა  დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, მრავალ ლომისობას დაგასწროთ სიკეთითა და სიხარულით!   ლომისობა მოძრავი დღესასწაულია. აღინიშნება აღდგომიდან მე-7 კვირას არაგვისა და ქსნის ხეობაში. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორე – სოფელ მლეთაში. ამ დღეს მლეთაში მლოცველები იკრიბებიან. ტრადიციის თანახმად, “დეკანოზები” (იგივე ხევისბერები) გამოასვენებდნენ დროშას და “ფერხისას,” სიმღერით აიტანდნენ მთაზე, სადაც იმართებოდა ...

Read More »

„ოცნებას“ვურჩევ დააფასონ ის ადამიანები, რომლებიც უანგაროდ იბრძოდნენ 2012 წელს და შეხვდნენ ძველ „მეოცნებეებს”

ნანახია: 1 403 მსახიობი ნანა ხურითი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და პოსტს წერს: „რაგბის სტადიონი გორში!რომლის შესახებ ,თვით გორელებმაც არ იციან…      პ.ს.ახლა ჩამოვედი გორიდან“ ჩვენ თავად ნანა ხურითს დავუკავშირდით.   -ნანა,  სტატუსად დადევით გორში რაგბის სტადიონზე გადაღებული სურათები და წერთ, რომ ამ სტადიონის არსებობის შესახებ თავად გორელებმაც არ იციან. როგორ ფიქრობთ რა არის ეს, თავმდაბლობა (რადგან მთავრობას ევალება და არ ...

Read More »

ე.წ. კაბელების საქმე, დარღვეული დუმილი და ახალი გვარები …(ვიდეო)

ნანახია: 1 185     ე.წ. კაბელების სკანდალური საქმის სკანდალური გაგრძელება-შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა პოსტსკრიპტუმს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. გიორგი ბაჯელიძე, რომელიც  შინაგან საქმეთა სამინისტროს შესყიდვების სამსახურის უფროსად, 2013 წელს  ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობისას მუშაობდა, ე.წ. კლანურ მმართველობაზე და მინისტრ ღარიბაშვილის ნათესავებისთვის გადაცემულ მთელ ძალაუფლებაზე ყვება. ამბობს, რომ თავდაცვის  სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები ხელისუფლებამ პოლიტიკურ თამაშებს შესწირა. ბაჯელიძე იმ  გრიფით საიდუმლო ხელშეკრულების გასაჯაროვებას ითხოვს, რომელიც შს ყოფილმა ...

Read More »

როგორ „დავითრიოთ“ დევნილების ხმები?…

ნანახია: 1 198 მარინა ჩაჩუა დევნილი, პროგრესულ – დემოკრატიული მოძრაობის, დევნილთა ორგანიზაციის აფხაზეთის სექტორის კურატორი -ერთი ფრიად საინტერესო “სოლიდარული აზრი” მკვიდრდება, შეიძლება დამკვიდრდა კიდეც, ანუ ყველა პარტია თუ პოლიტიკური გაერთიანება, ერთეული გამონაკლისის გარდა იმეორებს – “დევნილები ურთულესი კატეგორიაა”, რას გულისხმობენ? როგორ დავითრიოთ მათი ხმები, რას დავპირდეთ, რით შევიტყუოთ და ამაზე ფიქრში ღამეებსაც ათევენ როგორც ეტყობათ, რადგან კარგად გამოძინებულის და “გაღვიძებულის” არაფერი ...

Read More »