Home » Author Archives: GMTV (page 4)

Author Archives: GMTV

სოფელ შავღელეში მგელმა მსხვილფეხა პირუტყვი დაგლიჯა

ნანახია: 13 ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში მგელმა მსხვილფეხა პირუტყვი დაგლიჯა. საქონლის მეპატრონე ნუგზარ ჭაღალიძის თქმით, შემთხვევა მის სახლთან ახლოს მაშინ მოხდა, როცა საქონელი საბალახოდ გაუშვა. ჭაღალიძე განმარტავს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მტაცებელმა ცხოველმა რამდენიმე ათეული მსხვილფეხა პირუტყვი დაგლიჯა. ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. საკრებულოს დეპუტატის, აკაკი ხურცილავას განცხადებით, შექმნილია მონადირეთა ჯგუფი და ხელისუფლება პრობლემის მოსაგვარებლად ყველა ღონეს მიმართავს.  

Read More »

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი რამდენიმე დღით პერევის გადასასვლელს კეტავს

ნანახია: 24 ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი რამდენიმე დღით პერევის გადასასვლელს კეტავს. ამის შესახებ ნათქვამია ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაში. ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, პერევის გამშვები პუნქტი 18 სექტემბრის 20:00 საათიდან 22 სექტემბრის 06:00 საათამდე დაიკეტება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ცხინვალში ე.წ. რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უკავშირებენ. ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. რესპუბლიკის დღეს 20 სექტემბერს აღნიშნავენ.

Read More »

მეტროსადგურ სამგორში მატარებლის ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა

ნანახია: 94 როგორც საინფორფაციო სააგენტო “ჯიემტივის” ერთ-ერთმა თვითმხილველმა შეატყობინა, მეტროსადგურ “სამგორში” მატარებლის ერთ-ერთ ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა. რის შემდეგაც დაუყონებლივ მოხდა მგზავრების ევაკუაცია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.  

Read More »

სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა

ნანახია: 48 საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „როგორც პრეზიდენტი, მე ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე. მერე ვნახოთ როგორ იქნება, წესები როგორი იქნება და როგორ იქნება შეწყალება, ამის მიხედვით განისაზღვრება. იყო ბევრი სპეკულაცია სხვადასხვა ადამიანის ჩარევაზე, მათ შორის ჩემს საპარლამენტო მდივანზე, მაგრამ ეს არ არის მისი კომპეტენცია და არ შეიძლება, ის ჩარეული ყოფილიყო. მე ...

Read More »

“დროა “შეწყალების”არჩეული პრაქტიკაც გადაიხედოს..”

ნანახია: 66 თამთა მეგრელიშვილი სამართლის დოქტორი მსოფლიო ისტორიული რაკურსი – ჩემი მხრიდან დანაშაულად აღქმული “შეწყალება” მსოფლიო გამოცდილებით შეწყალების უფლება წარმოადგენდა აღმასრულებელი ხელისუფლის აბსოლუტურ და ექსკლუზიურ პრეროგატივას, რომელიც სხვადასხვა ეპოქაში განსხვავებული მიზნებით და დანიშნულებით გამოიყენებოდა. ქალაქ ათენში პირს შეიწყალებდნენ თუ მის შეწყალებას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერდა 6000 ათენელი მოქალაქე. რომის იმპერიაში- შეწყალება გამოიყენებოდა პოლიტიკური მიზნებისთვის ისინი სამართალდამრღვევ ჯარისკაცებს სჯიდნენ შერჩევითად (და ...

Read More »

“რატომ ატყდა ციფრების ირგვლივ აჟიოტაჟი…”

ნანახია: 61 ამირან სალუქვაძე ანალიტიკოსი ეს ენ-დი-აი ისეთ დროს ჩაერთვება, აგვაჟიოტაჟებს ხოლმე… რამდენიმე ფრაზით გარკვეულ საკითხებს შევაფასებ. იქნებ ერთად გამოაცხადოთ ხოლმე ყველაფერი, ანუ პოლიტიკურ ნაწილთან ერთად?! ძალიან ცუდი პრაქტიკაა ორ ნაწილად გაყოფა. არ ჩავუღრმავდები. შარშან აპრილში ნატოს მომხრე იყო 65%, წლის ბოლოს (მე არ მახსოვს, თქვენ ამბობთ წინა კვლევასთან შედარებით 6%-ით იკლოო. ანუ გამოდის, რომ იყო) 77%. ახლა აცხადებთ 6%-ით ...

Read More »

“ქვეყანას ექნება ევროპული საშუალო განათლების მნიშვნელოვანი კერა…”

ნანახია: 40 ლევან ბოძაშვილი -2015 წლის ბოლოს, როდესაც კვირიკაშვილი პრემიერად დაინიშნა, რამდენიმე დღეში მოხდა ჩვენი შეხვედრა, რომელსაც დღევანდელი პრემიერიც ესწრებოდა. საუბარი ეხებოდა საქართველოში ბელგიაში არსებული ევროპის კოლეჯის ფილიალის გახსნას. ამ საუბარს წინ უძღოდა რამდენიმე თვიანი ჩემი პირდაპირი გაგებით სირბილი და წვალება ბრიუსელსა და ბრიუგეს შორის, რათა ერთის მხრივ ევროკომისია დამეთანხმებინა და მეორეს მხრივ კოლეჯის რექტორატი, რომლის პოლიტიკა იყო, რომ ევროკავშირის ...

Read More »

ვიკიპედია – ახალი ოსები — სოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, (ლაფანაანთკარის თემი)

ნანახია: 44 ვიკიპედია ახალ მონაცემებს აქვეყნებს: ახალი ოსები[2] — სოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, (ლაფანაანთკარის თემი). მდებარეობს მდინარე აბანოსხევის (არაგვის შენაკადი) მარჯვენა ნაპირას, ქართლის ქედის დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1040 მეტრზე, დუშეთიდან დაშორებულია 21 კილომეტრით. სოფელი ახალი ოსები ქვეყანა  საქართველო მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი თემი ლაფანაანთკარი კოორდინატები 42°01′37″ ჩ. გ. 44°48′36″ ა. გ. / 42.02694° ჩ. გ. 44.81000° ა. გ. ცენტრის სიმაღლე 1040 მ მოსახლეობა 4[1] კაცი (2014) ...

Read More »

უყარდათ არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც გვეცილებოდნენ მის ბებიობას…

ნანახია: 74 ყველასათვის საყვარელი მსახიობი, სესილია თაყაიშვილი დაიბადა 1906 წლის 17 სექტემბერს ბათუმში.  დიდია მისი ღვაწლი ქართულ კინემატოგრაფიაში, სადაც 1948 წლიდან მოღვაწეობდა. ამაყი და მიუკარებელი, მკაცრი, მაგრამ ყველასათვის სათნო, მანანასა და ზურიკელას ბებია, უყარდათ არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც გვეცილებოდნენ მის ბებიობას. ფრანგმა რეჟისორმა ჟან დაკანტმა როცა სესილია თაყაიშვილი ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონში” იხილა, თქვა: ,,ეს თქვენი კი არა ...

Read More »

პარლამენტი სუს-ის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე იმსჯელებს

ნანახია: 47 მას შემდეგ რაც ვახტანგ გომელაური პარლამენტმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა, ახლა საკანონმდებლო ორგანო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე იმსჯელებს. კანონით, სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, სამსახურის ახალი უფროსის კანდიდატურას პრემიერმინისტრი მთავრობას წარუდგენს უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში. თავის მხრივ, კანდიდატურას პარლამენტს მთავრობა წარუდგენს, პარლამენტი კი კანდიდატურას წარდგენიდან ორი კვირის ვადაში განიხილავს და დაამტკიცებს. ...

Read More »