You are here
ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია საარჩევნო უბნების 32% არჩევნები მთავარი 

ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია საარჩევნო უბნების 32%

მთელი ღამის განმავლობაში, ლაივ რეჟიმში გვექნება განახლებული შედეგები და გექნებათ შესაძლებლობა, წინასწარი შედეგების შესახებ ეტაპობრივად მიიღოთ ინფორმაცია, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა. ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია საარჩევნო უბნების 32%. მათივე ცნობით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია სულ 289 საჩივარი. ნანახია: 120

Read More
ავღანეთიდან მიღებული ხმები დათვლილია არჩევნები მთავარი 

ავღანეთიდან მიღებული ხმები დათვლილია

ცესკოში უკვე დათვლილია ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროების ხმები. არსებული ინფორმაციით გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს და ავღანეთის 2 უბანი სალომე ზურაბიშვილმა წააგო.ინფორმაცია ამ წუთებში ცესკო-ში მყოფა კომისიის წევრებმა დაგვიდასტურეს. ნანახია: 165

Read More
„გარდაცვლილმა ბებომ უბანზე მისვლა დამასწრო“ არჩევნები მთავარი 

„გარდაცვლილმა ბებომ უბანზე მისვლა დამასწრო“

ამ წუთებში ქვემო ფონიჭალის 21-ე უბნიდან მოქალაქე დაგვიკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ სიაში მისი გარდაცვლილი ბებია აღმოაჩინა. -„გარდაცვლილმა ბებომ უბანზე მისვლა დამასწრო. რომ მცოდნოდა, უფრო ადრე მივიდოდი და ვნახავდი, ბოლო სიტყვა არ უთქვამს ისე წავიდა და იქნებ იქ ეთქვა…“-ამბობს მოქალაქე და გარდაცვლილ ბებიას ასახელებს. მისივე თქმით, ქვემო ფონიჭალაში 21-ე უბანზე სიაშია ქალბატონი ნათელა ღვალაძე, რომელიც წლებია ამერიკაშია. -ცესკომ ცვლილებები კი გააკეთა, ახალი ამომრჩევლები კი დაამატა, მაგრამ გარდაცვლილები სიიდან როგორც ვხედავთ არ ამოუღიათ“ – ამბობს მოქალაქე. ადგილობრივი მოქალაქის თქმით, უბანზე მობილიზებული არიან მანქანები, რომლებშიც სიებიანი ქალბატონები სხედან. აქვე უნდა ითქვას, რომ ასეთი…

Read More
პირველი საჩივარი ქუთაისში დაიწერა არჩევნები მთავარი 

პირველი საჩივარი ქუთაისში დაიწერა

პირველი ამომრჩეველის ხმა ქუთაისის N28 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა, სადაც ასევე დაიწერა,  პირველი საჩივარი დამკვირვებლების მხრიდან. საჩივრის დაწერის მიზეზად დამკვირვებლებმა და წარმომადგენლებმა, საარჩევნო კოდექსის 41-ე 42-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა დაასახელეს. ნანახია: 66

Read More
მთის სტატუსით ვაჭრობა დუშეთში მეორე ტურის წინ არჩევნები მთავარი 

მთის სტატუსით ვაჭრობა დუშეთში მეორე ტურის წინ

დუშეთის რაიონის მოსახლეობა ამბობს, რომ „ოცნების“ ყოფილი მაჟორიტარი, ირაკლი ტრიპოლსკი დუშელებს მთის სტატიუსის მინიჭებას ჰპირდება. საზოგადოების ნაწილი, რომელიც ამ სტატუსით არ სარგებლობს აღფრთოვანებული ხვდება  ინფორმაციას, თუმცა საინტერესოა როგორ მოხდება ეს პროცესი, რადგან „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ნუსხა 10 წლის განმავლობაში არ გადაიხედება. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სანდო წყაროზე დაყრდნობით მიიღეს ინფორმაცია, რომ ტრიპოლსკის სიტყვები მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებაა და კანონით ვერ შესრულდება. ცნობისთვის, ტრიპოლსკი ამჟამად შტაბის ხელმძღვანელია. ასეთივე ინფორმაცია სოციალურ ქსელში უკვე გაავრცელა დუშეთის ახალგაზრდულმა გაერთიანებამ. ოპოზიცია ვარაუდობს რომ მთის სტატუსის მინიჭების დაპირება მხოლოდ  წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის გულის მოსაგებად…

Read More
„ძველი და ახალი გვარდია დუშეთის შტაბში“ – მეჭიაური ივანიშვილის მოწოდებას ეხმიანება არჩევნები მთავარი 

„ძველი და ახალი გვარდია დუშეთის შტაბში“ – მეჭიაური ივანიშვილის მოწოდებას ეხმიანება

თამაზ მეჭიაურმა დუშეთში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი შტაბი გახსნა. მისი თქმით დუშეთში „ძველი და ახალი გვარდია“ ერთად ეხმიანება ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას და სალომე ზურაბიშვილს უჭერენ მხარს. დუშეთის შტაბი საქმიანობას შეუდგა… Gepostet von Tamaz Mechiauri am Freitag, 16. November 2018 ნანახია: 364

Read More
რობიზონ ლაფანაშვილი – რატომ ვაძლევ ხმას გრიგოლ ვაშაძეს…(ვიდეო) არჩევნები მთავარი 

რობიზონ ლაფანაშვილი – რატომ ვაძლევ ხმას გრიგოლ ვაშაძეს…(ვიდეო)

რატომ ვაძლევ ხმას გრიგოლ ვაშაძეს სოფელი ჭოპორტი რობიზონ ლაფანაშვილი   ნანახია: 301

Read More
„28-ში დავანახოთ ოსებსაც და აფხაზებსაც, რომ მხარს ვუჭერთ შერიგებას და მავთულხლართების აღებას“ არჩევნები მთავარი 

„28-ში დავანახოთ ოსებსაც და აფხაზებსაც, რომ მხარს ვუჭერთ შერიგებას და მავთულხლართების აღებას“

ბიზნესმენი გოჩა ზასოხოვი აგარაში ქარელისა და აგარის მოსახლეობას შევხდა. მან იქ მყოფებს მთავრობის მხარდაჭერისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ აუცილებელია დიდი შერიგება. მან იქ შეკრებილ მოსახლეობას მოუწოდა არცევნების მეორე ტურში მხარი დაუირონ ხელისუფლების წარმომადგენელს. -სამარცხვინო მავთულხლართების იქით მყოფ ხალხსაც დავანახოთ, რომ ჩვენი თანაცხოვრება გარდაუვალია! -უნდა დამთავრდეს ამისტი, იმისტი და ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე, არ დავუშვათ 28-ში შეცდომა!.. -უარი ვუთხრათ სისხლიან რეჟიმს და წარსულში დაბრუნებას, 28-ში მხარი დავუჭიროთ მთავრობის მხარდაჭერილ კანდიდატს.   ნანახია: 11 793

Read More
სალომე ზურაბიშვილი დიასპორის წარმომადგენლებს მიმართავს არჩევნები მთავარი 

სალომე ზურაბიშვილი დიასპორის წარმომადგენლებს მიმართავს

საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დიასპორის წარმომადგენლებს სოციალური ქსელით მიმართავს.  პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში დიასპორის წარმომადგენლების ინტერესების დამცველი იქნება. „მოგმართავთ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, როგორც ემიგრაციაში დაბადებული და გაზრდილი ქართველი, როგორც სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქე და როგორც თქვენი მომავალი პრეზიდენტი. ვიქნები თქვენს გვერდით და პირველივე დღიდან თქვენი ინტერესების დამცველი საპრეზიდენტო რანგში, როგორც ვიყავი საპარლამენტო ტრიბუნიდან. თქვენ იცით, რომ ხუთი წლის წინ დავიწყეთ მე და სხვა ემიგრანტებმა ბრძოლა, რათა შეცვლილი ყოფილიყო კონსტიტუციაც და კანონმდებლობაც, რომელიც გვიკრძალავდა ორმაგ მოქალაქეობას. ეს ბრძოლა შედეგიანად დასრულდა. დღეს უკვე კონსტიტუცია შეცვლილია” – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. მისივე…

Read More
„არ შეშინდეთ! ერთად დგომით მშვიდობიანი ბრძოლა გამარჯვებისთვის!“ არჩევნები მთავარი 

„არ შეშინდეთ! ერთად დგომით მშვიდობიანი ბრძოლა გამარჯვებისთვის!“

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის შტაბის ხელმძღვანელი ზურაბ ოტიაშვილი კიდევ ერთხელ მადლობას უხდის გაერთიანებულ ოპოზიციას, მადლობას უხდის თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც მივიდა პირველ ტურში და თამამად დააფიქსირა არჩევანი. ზურაბ ოტიაშვილი ამბობს, რომ მას წლებია კონტაქტი აქვს ხალხთან და იცის მათი ჭირიც და ლხინიც, იცის მათი ფიქრები და დაწმუნებულია, რომ მეორე ტურში იმაზე მეტად აქტიურები იქნებიან, ვიდრე პირველში. ოტიაშვილი მხარდამჭერებს  საბოლოო გამარჯვებისკენ მოუწოდებს. ზურაბ ოტიაშვილი განსაკუთრებით დიდ მადლობას უხდის საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს და ამბობს, რომ ახლა ორმაგად აქვს მათი იმედი. -არ შეშინდეთ! თქვენ ვერავინ მოგიხსნით დახმარებას, ვერავინ გაბედავს…

Read More