Home » არჩევნები (page 2)

არჩევნები

სოფლის რწმუნებული არჩევნებზე “მწვანე დედამიწას” წარმოადგენს (ვიდეო)

ნანახია: 289 ახალი საქართველოს წევრი თეონა ჭალიძე ამბობს, რომ სოფელ ტყაიაში სოფლის რწმუნებული არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლად არის არჩევნებზე მიმაგრებული. რწმუნებულის, ედემი კეკუტიას  ბეიჯიდან ირკვევა, რომ ის “მწვანე დედამიწას” წარმოადგენს. გაერთიანებული ოპოზიციის წევრი თეონა ჭალიძე ამბობს, რომ რწმუნებულიც და მისი თანმხლები პირები აგრესიულობით გამოირჩევიან.

Read More »

გვარამია და ნარმანია კოკში (ვიდეო)

ნანახია: 602 ნიკა გვარამია და დავით ნარმანია კოკში არჩევნების დღეს.  

Read More »

ზესტაფონში „თავისუფალი საქართველოს“ კოორდინატორი დააკავეს

ნანახია: 277 ზესტაფონში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ კოორდინატორი დააკავეს. მერობის კანდიდატის გოგის წულაიას თქმით, 26-ე საარჩევნო უბანზე სპარტაკ კაპანაძე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით სამართალდამცველებმა საარჩევნო უბნის ტერიტორიიდან გაიყვანეს. წულაია ამბობს, რომ კოორდინატორმა შენიშვნა მისი მხარდამჭერი მაისურის ტარების გამო მიიღო, რაც კანონდარღვევაა. მერობის კანდიდატის ბრალდებებს უარყოფს კომისიის თავმჯდომარე. იზა ღიბრაძის თქმით, მაისურთან დაკავშირებით შენიშვნის მიღებისთანავე სპარტაკ კაპანაძემ ყვირილი დაიწყო, აგრესიული ქმედებებით გამოირჩეოდა, რის გამოც კომისიის თავმჯდომარემ ...

Read More »

ცესკო-ს საგანგებო განცხადება

ნანახია: 315 ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა დამკვირვებლებისა და წარმომადგენლების მიერ ამომრჩევლთა პირადობის მოწმობების შემოწმებისა და უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული კოორდინატორების მიერ ამომრჩევლების აქტივობის აღრიცხვასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. როგორც ანა მიქელაძემ განაცხადა, პირველ შემთხვევაში დაფიქსირდა დამკვირვებლებისა და წამომადგენლების მიერ ამომრჩევლების პირადობის მოწმობების შემოწმება, მათ შორის, პირადობის მოწმობების გამორთმევა და მონაცემების ჩანიშვნა. „აღსანიშანვია, რომ ამომრჩეველს არ აქვს ვალდებულება აჩვენოს ან გადასცეს ...

Read More »

„თავისუფლება ტკბილია“ – „გირჩი” მე-4 საარჩევნო უბანზე კანფეტებს არიგებს

ნანახია: 313 1tv.ge -ის ინფორმაციით, „გირჩის“ აქტივისტები მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე კანფეტებს არიგებენ. ტკბილეულზე პარტიის სიმბოლიკაა გამოსახული და წერია „თავისუფლება ტკბილია“. აქტივისტები ამბობენ, რომ უბანზე ეგზიტპოლებს ატარებენ. მთაწმინდის საარჩევნო ოლქში “გირჩიდან” ჰერმან საბო იყრის კენჭს.

Read More »

გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა პოლიცია გამოიძახეს

ნანახია: 327 დაძაბული ვითარება ზუგდიდში – გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა პოლიცია გამოიძახეს. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა ერთ-ერთ მანქანაში ამომრჩეველთა სამაგიდო სიები შენიშნეს და პოლიციას მისი ამოღება მოსთხოვეს. პოლიციის მოსვლის შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ანი წითლიძეს „ქართული ოცნების“ კოორდინატორმა ხელი ჰკრა. ანი წითლიძე პოლიციას მისი დაკავებისკენ მოუწოდებს.

Read More »

“მოვედი იმიტომ, რომ მივცე ხმა და მეგობარს დავუჭირო მხარი“

ნანახია: 343 ირაკლი ალასანია არჩევანის გასაკეთებლად თბილისში სპეციალურად ჩამოვიდა. მან მ ხმა მთაწმინდის მე-5 უბანზე  მისცა და მხარი შალვა შავგულიძეს დაუჭირა. “შალვა შავგულიძე არის ის ღირსეული კაცი, რომელმაც ყოველთვის იცოდა, როგორ უნდა დაუდგეს მეგობრებს გვერდში. ყოველთვის იყო იქ, სადაც სჭირდებოდა მეგობრებს, იღებდა ღირსეულ გადაწყვეტილებებს და მეც სპეციალურად ჩამოვედი დღეს თბილისში, რომ დავუდგე შალვას გვერდში. მას სჭირდება მხარდაჭერა. ამიტომ მოვედი აქ. ...

Read More »

აბასთუმანში ამომრჩევლებმა არჩევანი ცხრა კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ

ნანახია: 287 დღეს საქართველოში მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნებია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული. აბასთუმანში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობამ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩიოს. აბასთუმნის N2 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულმა ამომრჩევლებმა არჩევანი ცხრა კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ. არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო”. კანდიდატი არ წარუდგენია არც საინიციატივო ჯგუფებს. N38 ადიგენის საარჩევნო ...

Read More »

დაპირისპირება ჟურნალისტებსა და გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებლებს შორის კოკში

ნანახია: 655 დაპირისპირება მოხდა სოფელ კოკში ჟურნალისტებსა და გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებლებს შორის. ჟურნალისტის თქმით მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ იქ იყვნენ ქისტები და ცდილობდა გადამოწმებას. როგორც ჩვენი კორესპოდენტი ადგილიდან გვატყობინებს, “კვირას” ჟურნალისტები იქ მყოფებმა არ შეუშვეს სახლში, იმ მიზეზით რომ ის კერძო საკუთრებაა.

Read More »

5 ათასამდე ადამიანი შუალედურ არჩევნებზე დამკვირვებლად

ნანახია: 345 გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში შუალედურ არჩევნებზე დამკვირვებელთა უპრეცედენტო მობილიზაციას ახდენს. სადამკვირვებლო პროცესში ჩართული იქნება მხოლოდ ზუგდიდში 5 ათასამდე ადამიანი, მათ შორის პარტიის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები. გრიგოლ ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი –„ვნახეთ, რა მეთოდებით მოქმედებს ქართული ოცნება, შევისწავლეთ მათი მეთოდები, მოვემზადეთ და არავითარ შემთხვევაში აღარ გავაყალბებინებთ არჩევნებს და დავიცავთ ამომრჩევლის ყოველ ხმას. დიახ, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩამოგვყავს 1400 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, ...

Read More »