Home » არჩევნები (page 4)

არჩევნები

რობიზონ ლაფანაშვილი – რატომ ვაძლევ ხმას გრიგოლ ვაშაძეს…(ვიდეო)

ნანახია: 776 რატომ ვაძლევ ხმას გრიგოლ ვაშაძეს სოფელი ჭოპორტი რობიზონ ლაფანაშვილი  

Read More »

„28-ში დავანახოთ ოსებსაც და აფხაზებსაც, რომ მხარს ვუჭერთ შერიგებას და მავთულხლართების აღებას“

ნანახია: 12 413 ბიზნესმენი გოჩა ზასოხოვი აგარაში ქარელისა და აგარის მოსახლეობას შევხდა. მან იქ მყოფებს მთავრობის მხარდაჭერისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ აუცილებელია დიდი შერიგება. მან იქ შეკრებილ მოსახლეობას მოუწოდა არცევნების მეორე ტურში მხარი დაუირონ ხელისუფლების წარმომადგენელს. -სამარცხვინო მავთულხლართების იქით მყოფ ხალხსაც დავანახოთ, რომ ჩვენი თანაცხოვრება გარდაუვალია! -უნდა დამთავრდეს ამისტი, იმისტი და ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე, არ დავუშვათ 28-ში შეცდომა!.. -უარი ვუთხრათ სისხლიან ...

Read More »

სალომე ზურაბიშვილი დიასპორის წარმომადგენლებს მიმართავს

ნანახია: 574 საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დიასპორის წარმომადგენლებს სოციალური ქსელით მიმართავს.  პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში დიასპორის წარმომადგენლების ინტერესების დამცველი იქნება. „მოგმართავთ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, როგორც ემიგრაციაში დაბადებული და გაზრდილი ქართველი, როგორც სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქე და როგორც თქვენი მომავალი პრეზიდენტი. ვიქნები თქვენს გვერდით და პირველივე დღიდან თქვენი ინტერესების დამცველი საპრეზიდენტო რანგში, როგორც ვიყავი საპარლამენტო ტრიბუნიდან. თქვენ იცით, რომ ...

Read More »

„არ შეშინდეთ! ერთად დგომით მშვიდობიანი ბრძოლა გამარჯვებისთვის!“

ნანახია: 551 გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის შტაბის ხელმძღვანელი ზურაბ ოტიაშვილი კიდევ ერთხელ მადლობას უხდის გაერთიანებულ ოპოზიციას, მადლობას უხდის თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც მივიდა პირველ ტურში და თამამად დააფიქსირა არჩევანი. ზურაბ ოტიაშვილი ამბობს, რომ მას წლებია კონტაქტი აქვს ხალხთან და იცის მათი ჭირიც და ლხინიც, იცის მათი ფიქრები და დაწმუნებულია, რომ მეორე ტურში იმაზე მეტად აქტიურები იქნებიან, ვიდრე ...

Read More »

“ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც გაძლიერებული და გაერთიანებული საქართველოს ხილვა სურს!”

ნანახია: 1 333 გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის შტაბის ხელმძღვანელი ზურაბ ოტიაშვილი მადლობას უხდის მხარდამჭერებს და მეორე ტურში საბოლოო გამარჯვებისკენ მოუწოდებს იმათაც, ვინ 28 ოქტომბერს საკუთარი არჩევანი არ დააფიქსირა.  ზურაბ ოტიაშვილი საჯარო მიმართვას ავრცელებს: -“მეგობრებო! არჩევნების შედეგებმა დაგვარწმუნა,რომ მთელი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებაა საჭირო ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსით აღჭურვილი,გაამაყებული და რეალობას მოწყვეტილი არაადეკვატური ხელისუფლების დასამარცხებლად. ჩვენი გაერთიანება მით უფრო ...

Read More »

“მადლობა, ერთგულებისთვის! ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე!..”

ნანახია: 848 გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის შტაბის ხელმძღვანელი ზურაბ ოტიაშვილი მადლობას უხდის გაერთიანებულ ოპოზიციას  და მეორე ტურში საბოლოო გამარჯვებისკენ მოუწოდებს. -„მივმართავ და მადლობას ვუხდი გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებს,რომლებმაც დიდი გონიერება და პასუხისმგებლობა გამოიჩინეს,რათა ხელი შეეწყოთ ამომრჩეველთა კონსოლიდაციისათვის საერთო კანდიდატის ირგვლივ.მათ არ მისცეს საშუალება“ქართულ  ოცნებას“,შედეგის მისაღწევად ნებისმიერი მეთოდი გამოეყენებინა. ამ ერთობით დღის წესრიგში დავაყენეთ და ...

Read More »

ზურაბ ოტიაშვილი: უდიდესი მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, ჩემს ხალხს…

ნანახია: 1 209 გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის შტაბის ხელმძღვანელი ზურაბ ოტიაშვილი მადლობას უხდის ყველა პოლიტიკური პარტიის წევრს და მათ მხარდამჭერებს, მოქალაქეებს პირველ ტურში აქტიურობისთვის და მეორე ტურში საბოლოო გამარჯვებისკენ მოუწოდებს. -“მინდა მივმართო და მადლობა გადავუხადო ყველა პოლიტიკური პარტიის წევრს და მათ მხარდამჭერებს,მოქალაქეებს,რომლებმაც ღირსეულად შეასრულეს თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი და 28 ოქტომბერს მოვიდნენ არჩევნებზე მათთვის სასურველი კანდიდატის ხმის მისაცემად. ...

Read More »

ვინ დაუჭერს მხარს და ვინ არ დაუდგება გვერდით კანდიდატებს მეორე ტურში…

ნანახია: 761 საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თამარ ჟვანიას განმარტებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება. იმის გათვალისწინებით, რომ მეორე ტურშ გასულ კანდიდატებს შორის მცირე პროცენტული სხვაობაა, მუშაობა ნამდვილად მოუწვთ აგიტაციის გასაწევად თუ რატომ უნდა დაუჭირონ მათ ამომრჩევლებმა მხარი. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ საზოგადოების მესიჯი მიღებულია და ბევრი რამ გადასახედია. კახა კალაძესთან ერთად ასეთი შეფასება გააკეთე პრემიერ-მინისტრმა ...

Read More »

არჩევნების პირველი ტურის ხმების 100% დათვლილია

ნანახია: 473 საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ხმების 100% დათვლილია. ინფორმაცია ცესკოს ვებ-გვერდზეა განთავსებული. 3 705 საარჩევნო უბნის მონაცემებით, გრიგოლ ვაშაძეს 37.74% აქვს, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 38.64%. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მონაცემების თანახმად, კანონის მიხედვით დაინიშნება მეორე ტური, რომელიც საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება. http://www.gmtv.ge/49482-2/

Read More »

უკვე დათვლილია საარჩევნო უბნების 99,57 პროცენტი – შედეგები

ნანახია: 646 ცესკოს მონაცემებით, ხუთ თვითმმართველ ქალაქში გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს. კერძოდ, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს უგებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, უკვე დათვლილია საარჩევნო უბნების 99,57 პროცენტი. რუსთავი, 84 უბნიდან დათვლილია 81 უბნის შედეგები –  გრიგოლ ვაშაძემ ხმების 47,15 პროცენტი მიიღო, რაც 21 775 ხმაა, სალომე ზურაბიშვილმა კი – 24,34 ...

Read More »