Home » არჩევნები (page 5)

არჩევნები

ჩვენი სტუმარია შვედეთის სამეფოს სტოკჰოლმის № 50 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე-შედეგები ცნობილია

ნანახია: 1 038 შვედეთის სამეფოს სტოკჰოლმის № 50 საარჩევნო უბნის შედეგები ცნობილია. როგორც კომისიის თავმჯდომარე თემურ პოტასკაევი ამბობს, სიაში რეგისტრირებული 281 მოქალაქედან არჩევნებზე 56 მოქალაქე გამოცხადდა. ხმები კი ასე გადანაწილდა: ვაშაძე – 30 ხმა; 2. ზურაბიშვილი – 9ხმა; 3. ბაქრაძე – 6ხმა; 4. ჯაფარიძე – 4ხმა; 5. უსუფაშვილი – 3ხმა; 6. ნათელაშვილი – 2ხმა; 7. ანდრიაძე – 1ხმა 1 ბათილი ხმა ...

Read More »

მეორე ტური საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება

ნანახია: 578 საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თამარ ჟვანიას განმარტებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება. „საკანონმდებლო თვალსაზრისით, როდესაც საუბარია მეორე ტურზე, ამას აქვს თავისი ვადები. მაქსიმალური 20-დღიანი ვადაა შეჯამებისთვის და შემდგომში, შეჯამებიდან ორი კვირის ვადაში კვირა დღეს ტარდება მეორე ტური“,- განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ. ამ დროის მონაცემებით, 3705 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3678+11 უბანი, რაც საერთო რაოდენობის ...

Read More »

“მთავარია ქართველი ხალხის ყუთებში ჩასული ნება ადეკვატურად აისახოს ოქმებში“

ნანახია: 515 დავით უსუფაშვილის განცხადებით, მათაც აქვთ საარჩევნო უბნებიდან და ცესკოდან მიღებული მონაცემები და დასძენს, რომ რაც მოხდა ქართული ოცნების კრახია. -„მოხდა ზუსტად ის, რასაც ველოდი, ოცნებამ განიცადა კრახი, მაგრამ ეს კრახი არ უნდა იყოს ქვეყნის კრახი! „-განაცხადა უსუფაშვილმა. მისი თქმით ჯერ არ არის ჩამოყალიბებული თუ ვის დაუჭერს მეორე ტურში ხმას. მისი თქმით მნიშვნელოვანია თუ როგორ წარმოადგენენ მეორე ტურში გასული ...

Read More »

ავღანეთში ჩატარებულ არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა

ნანახია: 839 არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა – დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელი ნატალია ხოხიაშვილი ცესკოში იმყოფება და ავღანეთში, 2 საარჩევნო უბანზე ჩატარებული არჩევნების ხმების დათვლას ესწრება. ჩვენ მას დავუკავშირდით და შედეგები ვკითხეთ. მისი თქმით მაზარი შარიფის უბანზე ხმები ასე გადანაწილდა: მაზარი შარიფის უბანი სალომე ზურაბიშვილს  63, გრიგოლ ვაშაძეს 45 დავით ბაქრაძეს 8 ხმა . ბაგრამის საავიაციო ბაზაზე: სალომე ზურაბიშვილი 334 გრიგოლ ვაშაძე 216 ...

Read More »

მუხრანის ოთხივე უბანზე ხმები დათვლილია

ნანახია: 652 მუხრანის ოთხივე უბანზე ხმები დათვლილია, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ოთხივე უბანზე გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.

Read More »

ნათელაშვილი: ვაშაძის წინასაარჩევნო კამპანიას ვანო ჩხარტიშვილი აფინანსებდა!..

ნანახია: 555 შალვა ნათელაშვილმა მის ამომრჩეველს ხმების დაცვისკენ მოუწოდა. მისი თქმით არ შეიძლება „ორმა ერთი ფესვიდან გამოსულმა პარტიებმა ეგზიტპოლის შედეგები რეალობად აქციონ“ -„დავიცვათ ჩვენი ხმები, ეს სამივე ძალა მოსაცილებელია, ამისთვის დიდი ეროვნული თანხმობა და ბრძოლა გველოდება წინ. მე არ ვაპირებ ბრძოლა და ჩემი ხალხი მივატოვო. ივანიშვილი ყველაფერზე წავიდა, რომ მარიხუანა დათესოს“-განაცხადა ნათელაშვილმა. ნათელაშვილის თქმით, გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო კამპანიას ვანო ჩხარტიშვილი ...

Read More »

3 ეგზიტპოლი და 2 განსხვავებული შედეგი

ნანახია: 687 საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა. უბნებზე ხმების დათვლა მიმდინარეობს, საზოგადოება კი ეგზიტპოლების შედეგებს ეცნობა. ცნობილია 3 ეგზიტპოლის შედეგი. ქართული ოცნების დაკვეთით „ფქიროპროექტის“ ეგზიტპოლის შედეგში გაიმარჯვა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც 52% აქვს და შესაბამისად მეორე ტური არ იქნება. რუსთავი 2-ისა და ევროპული საქართველოს დაკვეთით შესრულებულ ეგზიტპოლში 50% ვერავინ გადალახა და მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე გადადიან.

Read More »

კანდიდატების საარჩევნო შტაბებში ეგზიტპოლების შედეგებს ელოდებიან

ნანახია: 582 საპრეზიდენტო არჩევნები სრულდება. კანდიდატების საარჩევნო შტაბებში ეგზიტპოლების შედეგებს ელოდებიან. გამოცხადებულია სრული მობილიზაცია და ყველა შტაბში იმყოფება.

Read More »

“მიუხედავად უთანასწორობისა, უამრავმა ადამიანმა გამოხატა ჩემდამი მხარდაჭერა”

ნანახია: 598 პრეზიდენტობის კანდიდატი თემურ შაშიაშვილი ამომრჩეველს მადლობას უხდის და არჩევნების დასრულებამდე სულ ცოტა ხნით ამბობს, რომ მიუხედავად ზეწოლისა, მისი ამომრჩეველი უბნებზე მრავლად მივიდა. -„ მიუხედავად იმისა, რომ არ გვქონია საარჩევნო შტაბები, არ გვყოლია კოორდინატორები და აგიტატორები, დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, უამრავმა ადამიანმა გამოხატა ჩემდამი მხარდაჭერა. თბილისიდან, აჭარიდან, ქუთაისდან და იმერეთის რეგიონებიდან, დუშეთიდა ქართლიდან კახეთიდან , გურიიდან და სამეგრელოდან, კახეთიდან, ...

Read More »

“მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩეველს, ნუ იქნებიან ოპონენტის მხარდამჭერებზე პასიურები”

ნანახია: 444 ირაკლი კობახიძემ დღეს კიდევ ერთი ბრიფინგი გამართა. -პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნები და ხმის მიცემის პროცესი წარიმართება მშვიდ გარემოში. არ ფიქსირდება რაიმე მნიშვნელოვანი ხარვეზები, თუ არ ჩავთვლით მთელ რიგ პროვოკაციებს, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მთელ რიგ სუბიექტებს, დაიცვან კანონმდებლობის ნორმები და თავი შეიკავონ პროვოკაციებისა და დესტრუქციული ქმედებებისგან. აქვე, გაცნობებთ რომ ჩვენს ხელთ არსებული ...

Read More »