You are here
ნოსტრადამუსი: 2018 წელი სავსე იქნება უბედურებით ეს საინტერესოა მთავარი უცხოეთი ყველა სიახლე 

ნოსტრადამუსი: 2018 წელი სავსე იქნება უბედურებით

ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველების მიხედვით, 2018 წელი იქნება საშინელი წელი. 2018 წელი სავსე იქნება უბედურებით, ეკონომიკის ვარდნით და მოსალოდნელია მესამე მსოფლიო ომი! 1.მესამე მსოფლიო ომი-ეს ყველაზე შემაძრწუნებელი წინასწარმეტყველებაა. ნოსტრადამუსი წერს”დიდი ომი დაიწყება საფრანგეთსა და დანარჩენ ევროპას შორის, ეს იქნება გრძელი და საშინელი ომი ყველასთვის. ბოლოს სიმშვიდე დაისადგურებს, მაგრამ ცოტა თუ იგრძნობს ამას”. ომი დაიწყება მსოფლიოს ორ უდიდეს ძალას შორის”… ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ნაწინასწარმეტყველებია ჩინეთის, რუსეთის, ჩრდილოეთ კორეის გაერთიანება აშშ-ს წინააღმდეგ. 2.ვეზუვის უდიდესი ამოფრქვევა. “იტალიელი ვულკანი შეაზანზარებს დედამიწას ყოველ 5 წუთში, სულ მცირე 6000 ადამიანი დაიღუპება”. 3.საშინელი მიწისძვრა ნოსტრადამუსი წერს”მიწისძვრა განსაკუთრებით ეხება…

Read More
სამეგრელოს თავადის ასულის სალომე დადიანისა და აშილ მიურატის ქორწილი, რომელიც პარიზის წლის მოვლენად იქცა ეს საინტერესოა მთავარი ყველა სიახლე 

სამეგრელოს თავადის ასულის სალომე დადიანისა და აშილ მიურატის ქორწილი, რომელიც პარიზის წლის მოვლენად იქცა

“ვინ არის ეს სამეგრელოს თავადის ასული, რომელიც ახალგაზრდა მიურატს გაჰყვა ცოლად? შამილის ტყვედ წაყვანილი ქალის შვილი ხომ არ არის? მისი თავგადასავალი სადღაც წამიკითხავს” – უკითხავს პროსპერ მერიმეს ივან ტურგენევისთვის. ეს მშვენიერი ასული სალომე დადიანი იყო, რომელიც მე-19 საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ მესამის ოჯახის მიწვევით დედასთან – სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელ დედოფალ ეკატერინე ჭავჭავაძესთან და ძმებთან ერთად პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ პარიზის არისტოკრატიულ წრეში გაიცნო მომავალი მეუღლე, საფრანგეთის საიმპერატორო ოჯახის წევრი აშილ შარლ-ლუი ნაპოლეონ მიურატი, რომელსაც 1868 წლის 18 მაისს ცოლად გაჰყვა. სწორედ ამ საქორწინო ცერემონიის ამბავი, რომელიც პარიზის…

Read More
“ჭიშკარი გავაღებინე და…” – კახი კავსაძის გმირობა 1989 წლის 9 აპრილს ეს საინტერესოა მთავარი ყველა სიახლე 

“ჭიშკარი გავაღებინე და…” – კახი კავსაძის გმირობა 1989 წლის 9 აპრილს

ფეისბუქ-გვერდი ,,პოეზიის 5 წუთი” 1989 წლის 9 აპრილზე, მსახიობ კახი კავსაძის ნაამბობს აქვეყნებს. ,,1989 წლის 9აპრილის მოვლენების დროს, რუსთაველის თეატრი გასტროლებზე იყო ბულგარეთში. მე იმ სპექტაკლში არ ვმონაწილეობდი და ამიტომ თბილისში დავრჩი. იმ დროს თეატრის პარტკომი გახლდით და ამიტომ ყველაზე მაღალი ადმინისტრაციული პოსტი მე მეკავა. დაიწყო და აგორდა მიტინგების ტალღა, მთელი დღე ქუჩაში ვდგევარ ,თვალყურს ვადევნებ მოვლენების განვითარებას და ძალიან ვღელავ. როდესაც სიტუაცია ღამით ძალიან დაიძაბა, დაიწყო დარბევა.ვხედავ,ხალხი მორბის თეატრისკენ, მაშინვე ჭიშკარი გავაღებინე და ხალხის ეს უზარმაზარი ტალღა თეატრში შემოვუშვი. ზოგს თავი ქონდა გაჩეხილი, ზოგს ხელი ჰქონდა ნაღრძობი, მაგრამ საინტერესო…

Read More
თურქეთში უძველესი ბიბლია იპოვეს (ფოტო) ეს საინტერესოა მთავარი რელიგია უცხოეთი ყველა სიახლე 

თურქეთში უძველესი ბიბლია იპოვეს (ფოტო)

პოლიციამ მძღოლების რუტინული ინსპექტირების დროს აღმოაჩინა უძველესი ბიბლია, რომელიც ტყავზეა დაწერილი. ამის შესახებ  Daily Sabah-ი წერს. უძველესი ბიბლია სირიისა და ერაყის მოქალაქეების ჩხრეკისას იპოვეს. ისტორიული არტიფაქტის კონტრაბანდაში ეჭვმიტანილები ცდილობდნენ აქსარაის პროვინციიდან ბიბლიის გატანას, თუმცა დააკავეს.   ნანახია: 110

Read More
არსებობს თუ არა სინამდვილეში ადამიანი-ნიანგი ეს საინტერესოა მთავარი უცხოეთი ყველა სიახლე 

არსებობს თუ არა სინამდვილეში ადამიანი-ნიანგი

ეს ჭკვიანი, ბასრ-კბილებიანი ჰომინიდები ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთით Florida-ში, Louisiana-ში და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ New Jersey-ის ყველაზე დიდ ჭაობებში ბინადრობენ. თვითმხილველების თქმით, ნახევრად ადამიანი ნახევრად ნიანგი არის დაახლოებით 5სმ. სიგრძის, აქვს ბავშვის ტანი, ეს არსება ძუძუმწოვარი რეპტილიების გვარს მიეკუთვნება. მისი ტანი დაფარულია თხელი და პრიალა ქერცლით, ხოლო მისი კბილები არის ძალიან ბასრი. ყველაზე საშიში არის ის რომ მათ შეუძლიათ აზროვნება. 1973 წლის ზაფხულში New Jersey-ის Newton-Lafayette-ის რაიონში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის თქმით მათ ნახეს ნახევრად ადამიანი, ნახევრად ნიანგი. ადგილობრივმა ჟურნალისტმა დაწერა სტატია ადამიანი-ნიანგის შესახებ და ის შეადარა ადამიან-თევზს, ადგილობრივი ამერიკული ლეგენდებიდან. 1977 წელს…

Read More
შუახევში X-XI საუკუნის ქვევრი იპოვეს ეს საინტერესოა კულტურა მთავარი ყველა სიახლე 

შუახევში X-XI საუკუნის ქვევრი იპოვეს

შუახევში, სოფელ  ქიძინიძეებში  მიწაში ორი ქვევრი იპოვეს. თიხის ჭურჭელი, სახლთან ახლოს, მიწის ნაკვეთში, საგაზაფხულო სამუშაოების დროს შალვა გოგიტიძემ აღმოაჩინა. გოგიტიძე ამბობს, რომ ეზოში ღვინის ჭურჭელი ადრეც იპოვა. არქეოლოგი შოთა მამულაძე ამტკიცებენ, რომ ქვევრი, პირველადი დათვალიერებით, სავარაუდოდ, მეათე- მეთერთმეტე საუკუნეებით თარიღდება.   ნანახია: 84

Read More
17 ბუდისტური სიბრძნე, რომელიც ყველანაირი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ ეს საინტერესოა მთავარი ყველა სიახლე 

17 ბუდისტური სიბრძნე, რომელიც ყველანაირი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ

ბუდას მიმდევრები გვასწავლიან იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ყველაფრის მიღწევა. ცნობილი ლინგვისტი და მწერალი, პატრიკ ლაფკადიო იყო ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ბუდიზმით იყო შებყრობილი. 19 საუკუნის ბოლოს, მან შემოიარა მთელი იაპონია და შეიცნო ბუდა. მან შეადგინა ბუდიზმის ყველაზე ბრძნული გამონათქვამების სია, რომელიც ცხოვრებას გვასწავლის. ისინი ასევე გვასწავლიან უფრო მნიშვნელოვანსაც, თუ როგორ მივაღწიოთ გონების სიჯანსაღეს. გირჩევთ ყველაფრის გულმოდგინეთ წაკითხვას. ჯოჯოხეთი და სამოთხე კაცის გულშია. ჩვეულებრივი ადამიანი რომელიც ცოდნას იძენს შეუძლია გახდეს ბუდა (ანუ გასხივოსნდეს). ყველა ახირება ცოდვაა. ისწავლეთ გაშვება – იქ ინახება ბედნიერების გასაღები. მიზეზი და ეფექტი ბორბალივითაა. შეხვედრა მხოლოდ დაშორების დასაწყისია….

Read More
აფრიკაში მოულოდნელად უზარმაზარი ნაპრალი გაჩნდა – კონტინენტი ორად იყოფა ეს საინტერესოა მთავარი უცხოეთი ყველა სიახლე 

აფრიკაში მოულოდნელად უზარმაზარი ნაპრალი გაჩნდა – კონტინენტი ორად იყოფა

სრულიად მოულოდნელად, კენიაში უზარმაზარი ნაპრალი გაჩნდა, რამაც ახალი დისკუსია წარმოშვა აფრიკის ორ ნაწილად გაყოფასთან დაკავშირებით. თავსხმა წვიმების კვალდაკვალ, კილომეტრის სიგრძის უფსკრული ზრდას განაგრძობს. ნაპრალის უცაბედი გამოჩენა დაკავშირებულია ამ რეგიონის ზონალურ სისუსტესთან და აფრიკის კონტინენტზე ამჟამად მიმდინარე რღვევასთან. წამყვანი ჰიპოთეზის მიხედვით, კონტინენტის რღვევა გამოწვეულია მიწისქვეშა სუპერცხელი ჭავლებით, რაც განაპირობებს აფრიკის ორად გახლეჩვას, კონტინენტის აღმოსავლეთ კიდის გასწვრივ. საბედნიეროდ, რღვევის პროცესს მილიონობით წელი დასჭირდება. დედამიწის ქერქი ამ ადგილას თანდათან გათხელდება, ჩაიძირება და ნელ-ნელა მის ადგილას ოკეანის წყლის ვიწრო ზოლი შემოვა. კონტინენტების ორად გაყოფა საკმაოდ ჩვეულებრივი ამბავია. მაგალითად, ამ გზით გაჩნდა ატლანტის ოკეანეც. დააკვირდით,…

Read More
საჰარის უდაბნოში საგანგაშო პროცესი ვითარდება ეს საინტერესოა მთავარი ყველა სიახლე 

საჰარის უდაბნოში საგანგაშო პროცესი ვითარდება

საჰარა – მსოფლიოს უდიდესი უდაბნო 1920 წლის შემდეგ ზომაში დაახლოებით 10 პროცენტით გაიზარდა. მეცნიერთა განცხადებით, ახალ რეგიონებში უდაბნოს გავრცელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კლიმატის ცვლილებაა. გარდა ამისა, ამინდის მახასიათებლების ცვალებადობასა და გლობალური ტემპერატურის ზრდაზე დაყრდნობით ნათელი ხდება, რომ მშრალი და არიდული ლანდშაფტის გავრცობა შესაძლოა, მხოლოდ საჰარით არ შემოფარგლება. ეს გახლავთ გამთბარი დედამიწის კიდევ ერთი გამოსაფხიზლებელი, გარდაუვალი შედეგი. „ჩვენ მიერ მიღებული შედეგები მხოლოდ საჰარას ეხება, მაგრამ სავარაუდოდ, იმავე შედეგს მივიღებდით მსოფლიოს სხვა უდაბნოთა შემთხვევაშიც“, — ამბობს კვლევის ავტორი მერილენდის უნივერსიტეტიდან, სამანტ ნიგამი. საჰარის უდაბნოს ჩრდილოეთ და სამხრეთ საზღვრებთან, ჯგუფმა მრავალი ცვალებადობა იპოვა….

Read More
ტყუილების მთელი 364 დღის მარაგი ამოვწუროთ… ეს საინტერესოა მთავარი 

ტყუილების მთელი 364 დღის მარაგი ამოვწუროთ…

გეშინიათ?  დღეს პირველი აპრილია, შესაბამისად, მოტყუებაც ადვილია. როგორც მარკ ტვენი ამბობდა, დღეს ის დღეა, როცა ყველას გვახსენდება – როგორები ვართ სინამდვილეში, დანარჩენი 364 დღის მანძილზეო 🙂 პირველ აპრილს ახლობლების, მეგობრების ან მთელი სამყაროს მოტყუების ტრადიცია ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული. მისი წარმოშობის ადგილი და დრო კი ხშირი კამათის მიუხედავად, ზუსტად მაინც არავინ იცის. ზოგადად, “სულელების დღე”, ბევრ ისტორიულ წყაროშია მოხსენიებული. სავარაუდოდ, თანამედროვე პირველ აპრილს საფუძვლად ძველი ტრადიციული ფესტივალები დაედო, რომელიც ძველებურ ახალ წელს, გაზაფხულის ბუნიობისას იმართებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი აპრილი დიდ ბრიტანეთში უძველესი დროიდან დღესასწაულად აღინიშნება, 18-ე საუკუნემდე ამ დღეს ოინების…

Read More