You are here
შსს-მ ორ დღეში 69 პირი დააკავა კრიმინალი მთავარი ყველა სიახლე 

შსს-მ ორ დღეში 69 პირი დააკავა

მიმდინარე წლის 22-23 დეკემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, საპოლიციო კონტროლი და ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები განხორციელდა. ღონისძიებების შედეგად სულ დაკავებულია 69 პირი, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 32, აქედან ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებისთვის 6, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის – 12. ასევე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩლებლობის ფაქტზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 37 პირი. გარდა ამისა, სხვადასხვა დანაშაულისათვის 4 ძებნილი პირია დაკავებული. ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და 50 ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის ნებაყოფლობით ჩაბარებულია 16. ასევე, ამოღებულია 33 ხელყუმბარა, 12 კაფსულ-დეტონატორი და 2278 ცალი ვაზნა. საპოლიციო კონტროლი, რიგ…

Read More
თრიალეთის ქუჩაზე დაჭრილი პოლიციელი იპოვეს კრიმინალი მთავარი საზოგადოება ყველა სიახლე 

თრიალეთის ქუჩაზე დაჭრილი პოლიციელი იპოვეს

დაცვის პოლიციის ტერიტორიაზე შსს-ს თანამშრომელი დაჭრილი იპოვეს. თვითმხილველების თქმით, შემთხვევა თრიალეთის ქუჩაზე მოხდა. ინფორმაციას  ipn-ი ავრცელებს პოლიციის თანამშრომელი დაჭრილი ავტოსადგომზე ნახეს. მას ცივი იარაღით ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. პოლიციის თანამშრომლის დაჭრის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა საქმე თვითდაზიანებას ეხებოდეს.     ნანახია: 87

Read More
უსახლკარო კაცმა პარიზის აეროპორტში 300 000 ევრო მოიპარა კრიმინალი მთავარი უცხოეთი ყველა სიახლე 

უსახლკარო კაცმა პარიზის აეროპორტში 300 000 ევრო მოიპარა

უსახლკარო კაცმა პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდან 300 000 ევრო მოიპარა. ამის შესახებ Parisien-ი წერს. გამოცემის ცნობით, სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა, რომ კაცი ჯერ ნაგვის ყუთში იქექებოდოდა კომპანია Loomis-ის ოფისთან. შემდეგ კი მან შენიშნა, რომ ოფისის კარი ღია იყო დატოვებული, შიგნით შევიდა და რამდენიმე წუთში 2 დიდი კონვერტით გამოვიდა, რომლებიც ფულით იყო სავსე. კაცმა შენობიდან გასვლა და მიმალვა თავისუფლად მოახერხა. პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.     ნანახია: 82

Read More
საპატრიარქო არასრულწლოვნების მკვლელობის ფაქტებს ეხმაურება კრიმინალი მთავარი რელიგია ყველა სიახლე 

საპატრიარქო არასრულწლოვნების მკვლელობის ფაქტებს ეხმაურება

საქართველოს საპატრიარქო სამი არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტს სპეციალური განცხადებით ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა მოზარდებთან შემეცნებითი საუბრების რეგულარულად ჩატარება და მათი ჩართვა სხვადასხვა წრეებში. “ვფიქრობთ, აუცილებელია სკოლაში შემეცნებითი საუბრების რეგულარულად ჩატარება, სხვადასხვა წრეებში მოზარდების გაერთიანება, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის უფრო მეტად ხელშეწყობისთვის სპორტული აღზრდის გაკვეთილების საათების გაზრდა. აუცილებელია შეურაცხმყოფელი და უხამსი გამოთქმების, ძალადობის შემცველი გადაცემებისა და ფილმების საერთაშორისოდ მიღებულ სტანდარტებში მოქცევა და დღეს არსებული განუკითხავი მდგომარეობის შეცვლა. აუცილებელია ქუჩაში უკონტროლოდ მყოფი მოზარდების პრობლემის მოგვარება და სხვა“, – ნათქვამია განცხადებაში. 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა….

Read More
რუსთავში სკოლის მოსწავლეს ელექტროშოკის აპარატი აღმოაჩნდა კრიმინალი მთავარი საზოგადოება ყველა სიახლე 

რუსთავში სკოლის მოსწავლეს ელექტროშოკის აპარატი აღმოაჩნდა

რუსთავში, მე-18 სკოლაში მოზარდს ელექტროშოკის აპარატი აღმოაჩნდა. ამავე ინფორმაციით, მანდატურის სამსახურმა სკოლაში საპატრულო პოლიცია გამოიძახა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. თბილისის ზოგიერთ სკოლაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. შესაბამისი ინფორმაცია სკოლის მოსწავლეებმა დაადასტურეს. მათი განმარტებით, მანდატურის სამსახურმა მაღალი კლასების მოსწავლეების შემოწმება დაიწყო. კერძოდ, როგორც მოსწავლეები აცხადებენ, მანდატურები მე-8 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს სკოლაში შესვლისას ჩანთებს უმოწმებენ. „დილით რომ მივედით სკოლაში, გვთხოვეს ჩანთები გაგვეხსნა და ჩვენი ნივთები ამოგველაგებინა. ჩემი ყველა კლასელი ასე შეამოწმეს. ასევე, ამოწმებდნენ სხვა უფროსკლასელებსაც, მათ შორის, მე-10 და მე-11 კლასებს“, – განაცხადა ერთ-ერთმა მოსწავლემ. თავად განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „მანდატურის სამსახურის“ ადმინისტრაციული სამმართველოს…

Read More
23 წელი 10 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის კრიმინალი მთავარი საზოგადოება სამართალი ყველა სიახლე 

23 წელი 10 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის

უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა წინა ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 10 წლის მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულს 23-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ გაზეთი “ბათუმელები” წერს. გამოცემის ცნობით, საქმის განხილვა ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ დაიწყო, შემდეგ კი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განიხილა. საბოლოოდ, პედოფილიაში ბრალდებულმა უზენაესს სასამართლოს მიმართა იმ არგუმენტით, რომ მას მხოლოდ არასრუწლოვანი 10 წლის გოგო სდებდა ბრალს. მსჯავრდებული აცხადებდა, რომ ბავშვის ჩვენება არადამაჯერებელი და ურთიერთსაწინააღმდეგო იყო. განაჩენის მიხედვით, მოძალადე დაზარალებული 10 წლის გოგოს მეზობელი იყო. მსჯავრდებული მეზობელს იმ საღამოს ესტუმრა, როცა სამი მცირეწლოვანი ბავშვი მარტო იყო. კაცმა ბავშვებს მაღაზიაში გაყოლა სთხოვა სიგარეტის საყიდლად, რასაც…

Read More
ტერაქტის შედეგად ეგვიპტეში 235 ადამიანი დაიღუპა კრიმინალი მთავარი საზოგადოება უცხოეთი ყველა სიახლე 

ტერაქტის შედეგად ეგვიპტეში 235 ადამიანი დაიღუპა

ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე მდებარე მეჩეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა. დაშავებულია 109 ადამიანი. ამის შესახებ პროკურატურაზე დაყრდნობით გამოცემა Ahram Online-ი ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, ტერორისტები მეჩეთს ოთხი ავტომობილით მიადგნენ და ლოცვის დროს ადამიანებს სროლა დაუწყეს, შემდეგ კი ამას შენობაში აფეთქება მოჰყვა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერორისტებმა ესროლეს იმ ექიმებსაც, რომლებიც დაშავებულების დასახმარებლად მივიდნენ. პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.   ნანახია: 137

Read More
ადვოკატი: სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქეა კრიმინალი მთავარი სამართალი ყველა სიახლე 

ადვოკატი: სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქეა

სპეცოპერაციის დროს დაკავებულის ადვოკატმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი რუსეთის მოქალაქეა. ადვოკატმა დაკავებულის ვინაობა არ გაამხილა. ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სპეცოპერაციის დაწყებამდე დააკავეს. გავრცელებული ცნობით, დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ. სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს საღამოს დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.     ნანახია: 165

Read More
მორიგი ტერაქტი აშშ-ში, თავდამსხმელმა ცეცხლი სკოლაში გახსნა კრიმინალი მთავარი უცხოეთი ყველა სიახლე 

მორიგი ტერაქტი აშშ-ში, თავდამსხმელმა ცეცხლი სკოლაში გახსნა

დაუდგენელმა პირმა კალიფორნიის ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში ცეცხლი გახსნა. შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავევებულებიც. ამის შესახებ ამერიკული მედია  წერს. შემთხვევა ტეჰამას ოლქშია მოხდა. შერიფის განცხადებიით, ბოროტმოქმედინ ლიკვიდირებულია. დანაშაულის მოტივები უცნობია.     ნანახია: 169

Read More
თელავში, მშვიდობის ქუჩაზე 26 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს კრიმინალი მთავარი საზოგადოება ყველა სიახლე 

თელავში, მშვიდობის ქუჩაზე 26 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თელავში, მშვიდობის ქუჩაზე 26 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში დილით ოჯახის წევრებმა იპოვეს და პოლიციას შეატყობინეს.  გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი ჯერ უცნობია.  როგორც პირველ არხს შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.   ნანახია: 177

Read More