Home » კრიმინალი (page 2)

კრიმინალი

სისხლიანი გარჩევა ძიუდოს სამყაროში – დაჭრილია ვეტერანი ძიუდოისტი

ნანახია: 711 ძიუდოისტებს შორის დაპირისპირება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. 31 მაისს, გვიან ღამით, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მომთხოვნ სპორტსმენებს ცეცხლი გაუხსნეს ფედერაციის თანამშრომლებმა. ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი და სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს. მათ შორის ლომერ ჟორჟოლიანი, რომელიც წლების განმავლობაში ფედერაციაში მაღალ თანამდებობას იკავებდა, ამჟამად კი საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი და დავით ქევხიშვილის მხარდამჭერია. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის ...

Read More »

ახმეტაში სპორტული სკოლის დირექტორს სცემეს

ნანახია: 756 ახმეტის ჭიდაობის სპორტული სკოლის დირექტორს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მამუკა აბრამიშვილი მკურნალობის კურსს ამ დრომდე რაიონულ საავადმყოფოში გადის. ერთ-ერთი ვერსიით ძალადობის ეს შემთხვევა ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება. ინფორმაციას  1tv ავრცელებს. როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს. ძიუდოს ფედერაციაში შიდა დაპირისპირება რამდენიმე კვირაა გრძელდება. სპორტსმენების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატიდან ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დაბრუნდნენ. ...

Read More »

მოკლულის დედა – ვეფხია ბაქრაძემ თავგზა ამიბნია და დავწერე, რომ შეეწყალებინათ

ნანახია: 1 086 ბარნოვის ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდა ქალის დედა ნათია გობაძე ადასტურებს, რომ ვეფხია ბაქრაძის შეწყალება ითხოვა, თუმცა ამბობს, რომ მეუღლემ თავგზა აუბნია და იძულებული გახდა, ეს გაეკეთებინა. ამასთან, მოკლულის დედა პირველ არხთან საუბრისას აცხადებს, რომ ბაქრაძემ ის სამსახურში მიმავალი გზიდან დაშინებით წაიყვანა, მოწმეებიც დაახვედრა და დაქორწინება აიძულა. ნათია გობაძე უარყოფს ყოფილი მეუღლის მოსანახულებლად ციხეში ვიზიტებს და მისთვის ფულის ჩარიცხვის ფაქტებს. „მხოლოდ ...

Read More »

ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია (ვიდეო)

ნანახია: 754 შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მკვლელობაში ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და პოლიცია მას ამ დრომდე ეძებდა. თბილისში, 13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი დაახლოებით 18:30 საათზე იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

Read More »

გერმანიაში საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს

ნანახია: 672 გერმანიის ქალაქ დრეზდენში საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს, კიდევ 7-ის ძებნა გრძელდება. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Die Welt ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველები საქართველოს 15 მოქალაქის დაკავების ოპერაცია მას შემდეგ დაიწყეს, რაც ისინი ტრამვაის ერთ-ერთ გაჩერებაზე მგზავრებს უხეშად ექცეოდნენ და 63 წლის მამაკაცი ცემეს. სპეცოპერაციის ჩატარების დროს შვიდი გერმანელი სამართალდამცველი დაშავდა.  

Read More »

გორის მერის მოადგილის სახლი გაქურდეს

ნანახია: 666 გორის მერის მოადგილის ოჯახი გაქურდეს. გორის მერის მოადგილის, ეკატერინე სუხიშვილის ოჯახის საკუთრებაში არსებული ტერიტორიიდან ტრაქტორი მოიპარეს.შემთხვევა სავარაუდოდ წუხელ გვიან ღამით, კომბინატის დასახლებაში მოხდა. საქმეზე შსს-მ გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.  

Read More »

ვინ არიან მადრიდში დაკავებული ქართველები?

ნანახია: 786 ქართველი და ესპანელი სამართალდამცველების ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად მადრიდში დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრია დაკავებული. ამის შესახებ დღეს შშს-ში გაამრთულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. “პრაიმტაიმისთვის” დანაშაულებრივი ჯგუფის წარმომადგენლების ვინაობა გახდა ცნობილი. ისინი ბექა, მალხაზ და ოთარ ბოლქვაძეები, ასევე ლევან ჯოხაძე არიან. ბექა ბოლქვაძის გარდა, სამივე წარსულში სხვადასხვა ბრალდებითაა ნასამართლევი. მალხაზ და ოთარ ბოლქვაძეები ძმები არიან, ბექა მათი ბიძაშვილია. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ...

Read More »

ლანჩხუთში, სამმა პირმა 45 წლის ქალი აწამა

ნანახია: 710 ლანჩხუთის რაიონის სოფელ ქვიანში ბოროტმოქმედებმა 45 წლის ქალი აწამეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დანებით შეიარაღებული სამი პირი თავს დაესხა სახლში მარტო მყოფ ქალს. დაზარალებულის ინფორმაციით, ბოროტმოქმედები მას რამდენიმე საათის განმავლობაში უსწორდებოდნენ და ოქროსა და ძვირფასეულობას სთხოვდნენ. ბოლოს კი სასტიკად ნაცემი, წებოვანი ლენტით სკამზე დააბეს და წავიდნენ. დაბმული ქალი თანასოფლელებმა მხოლოდ მეორე დღეს იპოვეს. დაზარალებული ამბობს, რომ ინფორმაციის გასაჯაროების ...

Read More »

შსს-მ ორ დღეში 69 პირი დააკავა

ნანახია: 725 მიმდინარე წლის 22-23 დეკემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, საპოლიციო კონტროლი და ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები განხორციელდა. ღონისძიებების შედეგად სულ დაკავებულია 69 პირი, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 32, აქედან ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებისთვის 6, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის – 12. ასევე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩლებლობის ფაქტზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 37 პირი. გარდა ამისა, სხვადასხვა ...

Read More »

თრიალეთის ქუჩაზე დაჭრილი პოლიციელი იპოვეს

ნანახია: 687 დაცვის პოლიციის ტერიტორიაზე შსს-ს თანამშრომელი დაჭრილი იპოვეს. თვითმხილველების თქმით, შემთხვევა თრიალეთის ქუჩაზე მოხდა. ინფორმაციას  ipn-ი ავრცელებს პოლიციის თანამშრომელი დაჭრილი ავტოსადგომზე ნახეს. მას ცივი იარაღით ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. პოლიციის ...

Read More »