Home » მთავარი (page 1637)

მთავარი

რომელი, ვისთან და როგორი ომისთვის მზადყოფნას უზრუნველყოფს დარაჯების და მტვირთავების ასეულები?

ნანახია: 1 113 თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანების მოწინააღმდეგებს პასუხობსდა ახლა უკვე თავად უსვამს მათ კითხვებს: “ყიჟინიდან-ყიჟინამდე დღეს და გუშინ ბევრი თბილი, კეთილი წერილი მივიღე. დღევანდელი ინტერნეტ სივრცე ამოუწურავ შესაძლებლობას ქმნის წაიკითხო, მოისმინო, გაიგო, გაბრაზდე, გაგიხარდეს… ყველას დიდი მადლობა ვინც გულშემატკივრის პოზიციიდან მწერდით, კრიტიკოსებსაც და მხარდამჭერებსაც. ხანდახან კრიტიკოსებს უფრო, ბევრ ახალს ვიგებ, დაფიქრების საშუალებას მაძლევთ. ...

Read More »

მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფცია

ნანახია: 1 030 კონფერენცია მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციასთან დაკავშირებით ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის განხილვის მიზნით სამდღიანი კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების მობილიზაციის და რეზერვის კონცეფციის განხილვაში მონაწილე ექსპერტები და სტუდენტები დაესწრნენ. კონფერენციის მონაწილეებს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით მიმართა. „ოთხი თვეა საჯარო ...

Read More »

GFK-ის გამოკითხვაში გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს

ნანახია: 1 181 რუსთავი2“-ის დაკვეთით ამერიკულ-გერმანულმა კომპანიამ GFK-მ სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა კითხვაზე- მომავალ კვირას რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას? შედეგები ასე გადანაწილდა. 12.6% მოქმედ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მიცემდა ხმას. 9.9 % ენმ-ს ლიდერს დავით ბაქრაძეს. 7.1 % უპირატესობას საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ამჟამად ოდესის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ანიჭებს . 5.4%-სთვის მისაღები პოლიტიკაში ახლად შემოსული პაატა ბურჭულაძეა. 5.0% თავისუფალი დემოკრატების ...

Read More »

„თქვენ მოასწარით და მძიმე დარტყმა მიაყენეთ საკუთარ იმიჯს და ავტორიტეტს!“

ნანახია: 1 129    პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი დავით ფერაძე ცენტრის სახელით განათლების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას ღია წერილით მიმართავს:     „ბატონო მინისტრო მოდად ქცეული ღია მიმართვების მიუხედავად, ამ ფორმით ურთიერთობა, ალბათ, კიდევ დიდხანს მოუწევს საზოგადოებას, რადგან,  ვხედავთ, თუ რაოდენ შორს ვართ ნამდვილი დემოკრატიისაგან, და რაოდენ დიდია უფსკრული ხალხსა და ბიუროკრატიას შორის. დროებითი ძალაუფლების „სავანეში“ გადაბარგებულები კომუნიკაციის უნარს იხშობენ. ვერ მოვერიეთ ამ ...

Read More »

კახა კალაძე: თინა ხიდაშელს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ უნდა მიეღო

ნანახია: 1 007 თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე თავდაცვის სამინისტრო საკუთარ უწყებაში სავალდებულო სამხედრო გაწვევას აუქმებს.    ვიცე–პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს უწყებაში წვევამდელების გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ უნდა მიეღო. “არის გარკვეული თემები, რომლებიც შეიძლება, მინისტრმა ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, მაგრამ არის თემები და მაგალითად, ასეთია სამხედრო გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება, რომლის ერთპიროვნულად გადაწყვეტაც არ უნდა ხდებოდეს. გუშინ, პრემიერმა და პრეზიდენტმა ...

Read More »

ჩვენი მორაგბეები გამარჯვებულები დაბრუნდნენ

ნანახია: 1 015 მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ოკეანეთის ტურნედან დაბრუნდა საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, რომელმაც გამარჯვებით დაასრულა ოკეანეთის ტურნე, სამშობლოში დაბრუნდა. ეროვნულ ნაკრებს თბილისის აროპორტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, რაგბი კავშირის თავმჯდომარე გოჩა სვანიძე, ოჯახის წევრები, გულშემატკივრები და ჟურნალისტები დახვდნენ. ოკეანეთის ტურნეს ეგიდით საქართველოს ნაკრებმა სამი შეხვედრა გამართა. 11 ივნისს „ბორჯღალოსნებმა” სამოასთან ფრედ19:19 ითამაშეს, 15 ივნისს კიტონგას 23:20 აჯობეს. ...

Read More »

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე სხდომათა დარბაზში დააპატიმრეს

ნანახია: 1 087 “ქართული ოცნების” ლიდერების უკანონო მოსმენების საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ. საქმე ეხება 2012 წლის არჩევნებამდე “ქართული ოცნების” ლიდერების საუბრების ფარული ჩანაწერების კომპიუტერული ვირუსის გზით მოპოვებასა და გამოქვეყნებას.თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა 24 ივნისს დასრულდა, რის შემდეგაც მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა სათათბიროდ გავიდა. 24 ივნისს გამართულ სხდომაზე ბრალდებულებმა, საბოლოო სიტყვა წარმოთქვეს. პროცესს სამივე ბრალდებული ესწრებოდა, თუმცა, როგორც ცნობილია, დანარჩენი ორი ბრალდებული – ...

Read More »

როდის იმსჯელებს პრზიდენტი ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების შეწყალებაზე?

ნანახია: 975 შეიწყალებს თუ არა ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულებს პრეზიდენტი? ამ საკითხზე გიორგი მარგველაშვილმა კომენტარი ”კავკასიის” ეთერში, გადაცემა ”ბარიერში” გააკეთა. -„არსებობს კითხვები სასამართლოსთან მიმართებაში, მაგრამ რა არის პასუხი ამ კითხვებზე?! ქართული სასამართლო საერთოდ გავაუქმოთ და პრეზიდენტმა გადაწყვიტოს ხოლმე ვის აქვს მისჯილი სამართლიანად და ვის არა?! თუ არსებობს სასამართლოსთან მიმართებაში კითხვები, პოლიტიკოსებმა უნდა შევეცადოთ და სისტემის რეფორმირებით, უკეთესი მოსამართლეების მეშვეობით ეს ...

Read More »

ხიდაშელი: სესიაშვილს მიაჩნია, რომ მონური შრომა 21 საუკუნეში ნორმალურია!

ნანახია: 1 001 თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით, პოპულისტური და ქვეყნისთვის საზიანო უწოდა. თინა ხიდაშელი სესიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ირაკლი სესიაშვილს მიაჩნია, რომ 21-ე საუკუნეში მონური შრომა ნორმალურია. –„სესიაშვილს აქვს ფილოსოფიური პრობლემა, ჩვენ გვაქვს ხედვების აბსოლუტური არათანხვედრა. მას მიაჩნია, რომ მონური შრომა 21 საუკუნეში ნორმალურია, მე მიმაჩნია, ...

Read More »

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალისტი სტანისლავ ბონდარენკო გახდა

ნანახია: 1 179 „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალისტი სტანისლავ ბონდარენკო    გახდა. მან  95 ათასზე მეტი სმს მიიღო. მისი მეწყვილე ნიკე კვაშილავა გახლდათ.

Read More »