Home » მთავარი (page 4)

მთავარი

ქართველი მშვიდობისმყოფელების მორიგი როტაცია ავღანეთიდან დასრულდა

ნანახია: 86 ავღანეთში, ქაბულისა და ბაგრამის სამხედრო ბაზების შემდეგ როტაციის პროცესი მაზარ-ი-შარიფშიც დასრულდა. II ქვეითი ბრიგადის ნაკრებ ასეულს, მაიორ პაპუნა ხორავას მეთაურობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი კობა გრიგოლია და II ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ირაკლი ჭითანავა დახვდნენ. მათ მშვიდობისმყოფელებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადეს და საქართველოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს. ქართველი ჯარისკაცები გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ...

Read More »

დეზინფორმაციის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა

ნანახია: 113 გიორგი გახარიამ NDI-ის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელს და NDI-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა. მხარეებმა განიხილეს ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო და არჩევნებისთვის მზადების პროცესი. ყურადღება დაეთმო საარჩევნო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს, მათ შორის, ხაზი გაესვა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ...

Read More »

თავდაცვის მინისტრმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა

ნანახია: 83 საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, თავდაცვის ძალებში საუკეთესო  სამხედრო  მოსამსახურეების გამოვლენისა და დაჯილდოების   ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. ახალი ინიციატივა  ჯარისკაცებს კოჯორში,  გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში გააცნეს. ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალებში ჩამოყალიბებული შერჩევის საბჭოს მიერ გამოვლენილ 5 საუკეთესო სამხედროს სერტიფიკატები და ფულადი ჯილდოები  გადასცა. გამარჯვებულები საუკეთესო ოცეულის მეთაურის, საუკეთესო ათეულის მეთაურის,  საუკეთესო უმცროსი ოფიცრის,  საუკეთესო სერჟანტისა და საუკეთესო კაპრალის კატეგორიებში  ...

Read More »

გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

ნანახია: 132 რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. ჯერ უცნობია ვინ ჩაანაცვლებს მას ამ თანამდებობაზე.

Read More »

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალის დამძიმების საკითხს გამოვრიცხავ…”

ნანახია: 167 ვის წაუყენებს პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 109-ე მუხლით  ბრალს უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი. იქნება თუ არა მათ შორის არჩილ გაგნიძე, რომელიც “ტოიოტა ქამრის” მგზავრია, ამ საკითხზე მისი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე საუბრობს “დღის კურიერში” საუბრობს. “ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალის დამძიმების საკითხს გამოვრიცხავ. იმ პირების მიმართ, რომლებიც “ტოიოტა ქამრიში” ისხდნენ, არ არსებობს მტკიცებულებები, რომ მათ დანაშაული ჩაიდინეს. მე მესმის დაზარალებულების სულისკვეთება, მაგრამ ეგ ...

Read More »

აჭარას ჯანდაცვის  ახალი მინისტრი ჰყავს

ნანახია: 112 აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჯანდაცვის  მინისტრის პოსტზე ნინო ნიჟარაძე დანიშნა. თორნიკე რიჟვაძემ ნინო ნიჟარაძე გამორჩეულ პროფესიონალად და ეპიდემიოლოგად დაახასიათა. მისი თქმით, ნინო ნიჟარაძემ, რომელსაც მანამდე მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, განსაკუთრებით გამოიჩინა თავი კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით.

Read More »

მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილებები, რათა არც ერთი მოქალაქე რისკის ქვეშ არ დადგეს

ნანახია: 184 პრემიერ-მინისტრმა ონში, სტიქიის შედეგების ოპერატიულ და კოორდინირებულ რეჟიმში ლიკვიდაციისთვის შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ონში, რაჭაში სტიქიის შედეგების ოპერატიულ და კოორდინირებულ რეჟიმში ლიკვიდაციისთვის შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომა გამართა. მთავრობის მეთაური შტაბის წევრებს მას შემდეგ შეხვდა, რაც ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, რაჭაში, სტიქიით დაზარალებულ სოფლებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. პრემიერ-მინისტრი ...

Read More »

განაჩენთან დაკავშირებით 20 ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს

ნანახია: 202 გიორგი რურუას  სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენთან დაკავშირებით 20 ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს: „ბიძინა ივანიშვილს ჯერჯერობით არ აქვს ქართული და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებები შესრულებული. გიორგი რურუას გათავისუფლება და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების დაუშვებლობა, 8 მარტის შეთანხმების საკვანძო ნაწილია. გიორგი რურუას საქმე მხოლოდ ამ ადამიანის პერსონალურ ბედს არ ეხება, მიუხედავად იმისა რომ ნებისმიერი ერთი ადამიანის პოლიტიკური დაკვეთით ...

Read More »

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კადეტთა სამხედრო ლიცეუმში იმყოფებოდა

ნანახია: 86 ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს და თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა უმასპინძლა. პოლკოვნიკმა კობა გრიგოლიამ ამერიკელ სტუმრებს დასავლეთის სარდლობის საქმიანობის, მიმდინარე რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. სტუმრებმა სამხედრო ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ. ახლადდანიშნულმა სარდალმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პატრიორობასა ...

Read More »

ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც ამ ქვეყანას მოუტანა თავისუფალი არჩევნები

ნანახია: 324 საქართველოში არაერთხელ ჩავატარეთ დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები, ოქტომბერში კი კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს ვაჩვენებთ – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ექვსი კონგრესმენის სახელით გავრცელებული წერილის საპასუხოდ განაცხადა. ვიცე-პრემიერის თქმით, არც ქვეყნის შიგნით და არც მის ფარგლებს გარედან, ხელისუფლება არანაირ ზეწოლას არ გრძნობს. „როგორც ამ ხელისუფლების წარმომადგენელი დარწმუნებული ვარ,  იგივეს იტყვის ამ ხელისუფლების ნებისმიერი წევრი, აბსოლუტურად არავისგან, ...

Read More »