You are here
შიმშლობის მე-7 დღე და „ჯორჯიან მანგანეზის“ გამოხმაურება მთავარი რეგიონი 

შიმშლობის მე-7 დღე და „ჯორჯიან მანგანეზის“ გამოხმაურება

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება და მეშვიდე დღეა შიმშილობა არ წყდება. რამდენიმე მათგანმა გვიან ღამით პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სამართალდამცველების თხოვნით ნაკერები მოიხსნეს. დილიდან აქციას უამრავი ადამიანი შეუერთდა. გაფიცულებს სოლიდარობას ჭიათურის მცხოვრებლებიც უცხადებენ. „მაღაროელების გაფიცვით კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ყოველდღე მილიონი ლარით ზარალდება, ქვეყნისთვის კი ეს გახლავთ დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარის ექსპორტის შემცირება“, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსურმა დირექტორმა მერაბ ლომინაძემ განაცხადა. მისი თქმით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება მაღაროელების გაფიცვა, მით უფრო დიდ დარტყმას მიიღებს საქართველოს ეკონომიკა. -„წინასწარი…

Read More
მოქალაქის ხმა შესმენილია – ბრძოლამ პირველი შედეგი მოიტანა მთავარი რეგიონი 

მოქალაქის ხმა შესმენილია – ბრძოლამ პირველი შედეგი მოიტანა

როგორც გახსოვთ “სამოქალაქო მოძრაობის” სოფელ ზემო ალვანის წარმომადგენლმა  თამარ ჯამალაშვილმა რამდენიმე ხნის წინ, ჩვენს რუბრიკაში “მე, მოქალაქე…” სუფთა სასმელი წყლის მოთხოვნით აქცია დააანონსა. “მე, მოქალაქე…” – 21 მაისს მოუწევს ახმეტის ხელმძღვანელობას მოგვისმინოს!.. დღეს კი “სამოქალაქო მოძრაობის” წარმომადგენლები და ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები, სასმელად უვარგისი წყლის მიწოდებას აპროტესტებენ. 📣 “სამოქალაქო მოძრაობის” სოფელ ზემო ალვანის წარმომადგენლის თამარ ჯამალაშვილის ინიციატივით, “სამოქალაქო მოძრაობის” წარმომადგენლებმა ადგილობრივებთან ერთად მერიის წინ აქცია გამართეს. მათი თქმით, უკვე ათი წელია, სასმელ წყალს დაბინძურებული მდინარის წყალი ერევა. ერთი თვის წინ, მომხდარი სტიქიის შემდეგ კი, წყლით ინტოქსიკაციის რაოდენობა გაიზარდა. მოგვიანებით, საპროტესტო…

Read More
ოკუპირებულ აფხაზეთში  შესაძლოა სიტუაცია უმართავი გახდეს მთავარი რეგიონი 

ოკუპირებულ აფხაზეთში შესაძლოა სიტუაცია უმართავი გახდეს

ოკუპირებულ აფხაზეთში სიტუაცია თანდათან იძაბება.  ე. წ. ოპოზიციამ აქციები ისევ დააანონსა. მათ დილიდან რამდენიმე ადგილას გზა გადაკეტეს. ისინი ამჯერად პრეზიდენტ ხაჯიმბას გადადგომას მოითხოვენ. გასულ ღამეს ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვისას მათ ხელისუფლების ყურადღების მიპყრობა სცადეს. “ჩვენ მთავარი გზის დაბლოკვით მთავრობას დავანახეთ რომ სიტუაცია ძალიან სერიოზულია და თუ ხალხის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისევ გაგრძელდება მთავარი გზის გადაკეტვა.” ცოტა ხნის წინ დეფაქტო აფხაზეთის ოპოზიციამ პრეზიდენტობის კანდიდატის ასლან ბჟანიას მოწამვლის შესახებ განგაში ატეხა. მათ განაცხადეს, რომ ბჟანიას ორგანიზმში ლაბორატორიული კვლევის შედეგად  ვერცხლისწყლის მაღალი დოზა დაფიქსირდა. მარიონეტული რეჟიმის ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე საპრეზიდენტო არჩევნების ივლისიდან შემოდგომაზე გადატანას…

Read More
გაფიცულები ხელფასის მომატებას და 8-საათიან სამუშაო რეჟიმს მოითხოვენ მთავარი რეგიონი 

გაფიცულები ხელფასის მომატებას და 8-საათიან სამუშაო რეჟიმს მოითხოვენ

როგორც საზოგადოებამ იცის, მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ. 150 ადამიანი ხელფასის მომატებას და 8-საათიან სამუშაო რეჟიმს მოითხოვს. მეტალურგიულ ქარხანასთან დღეს დილი 8 საათიდან ისევ შეიკრიბა საზოგადოება. მოთხოვნები უცვლელი რჩება. ნანახია: 54

Read More
“დღეს საწარმოს ღობეს ვანგრევთ, მაგრამ 19-ში ივანიშვილის ხროვას დავანგრევთ…” მთავარი რეგიონი 

“დღეს საწარმოს ღობეს ვანგრევთ, მაგრამ 19-ში ივანიშვილის ხროვას დავანგრევთ…”

სოფელ ტყაიაში სანდრა რულოვსის მხარდაჭერის და მისი პლაკატების საწარმოს ღობეზე გაკვრის გამო, მცირე მეწარმეს, დემურ ფიფიას როგორც თავად ამბობს, ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნით ღობის აღება მოუხდა. დემურ ფიფია -დღეს მცირე საწარმოს ღობეს ვანგრევთ, მაგრამ 19-ში ივანიშვილის ხროვას დავანგრევთ. აი ასე უწყობს მთავრობა ხელს მცირე მეწარმეობას. 5-6 ადამიანი ვმუშაობდით აქ, ნახეთ რა დღეში ვართ! 2-ჯერ ჯარიმა გამომიწერეს და მაინც ვერ შემაშნეს, ახლა დამანგრევინეს. ასე უნდა საოკუპაციო ზოლთან ადამიანებზე ზეწოლა?!.” ვრცლად იხ. http://www.gmtv.ge/58377-2/   ნანახია: 121

Read More
ზეწოლა სოფელ ტყაიაში – ღობე სანდრას პლაკატების გამო დაშალეს (ვიდეო) მთავარი რეგიონი 

ზეწოლა სოფელ ტყაიაში – ღობე სანდრას პლაკატების გამო დაშალეს (ვიდეო)

თეონა ჭალიძე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი თეონა ჭალიძე ამბობს, რომ ზუგდიდში ზეწოლა ხდება სანდრა რულოვსის ამომრჩევლებზე. ამ წუთებში კი ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა სოფელ ტყაიაში. https://www.facebook.com/teona.chalidze/videos/2295635127124541/ -ეს ღობე  რამდენიმე წელია დემურ ფიფიას -ს სახლის წინ აქვს შემოკავებული სოფელ ტყაიაში 70 კვადრატული იქნება სულ და თავისუფალ დროს ფუტკრების სკისთვის საჭირო ჩარჩოებს ამზადებს, ახლა სანდრას პლაკატები რომ გააკრა და ზოგადად გაერთიანებული ოპოზიციის #ძალაერთობაშია მხარდასაჭერად გააქტიურდა და ვერანაირად ვერ გადაიბირეს,შეტევაზე გადავიდნენ – არჩევნებამდე ორი კვირით ადრე დაადგნენ და მოშალე ღობე ან დაგაჯარიმებთო 3000 ლარით. ასე ცდილობენ ადამიანის დასჯას! არადა ამ სოფელში, რომელიც საოკუპაციო ხაზის პირასაა…

Read More
“ჩვენ ავირჩიეთ მუქთახორა მერი!“ – „კალოშების აქცია“ (ვიდეო) მთავარი რეგიონი 

“ჩვენ ავირჩიეთ მუქთახორა მერი!“ – „კალოშების აქცია“ (ვიდეო)

ანაგაში ა/ო „სამოქალაქო მოძრაობის“ კახეთის რეგიონის ხელმძღვანელის  ნინო გოგოლაშვილის ინიციატივით „კალოშების აქცია“ გაიმართა. აქცია დილით დაანონსდა, ვრცლად იხილეთ http://www.gmtv.ge/57653-2/ ანაგელლები სასაფლაომდე მისასვლელ გზას ითხოვენ და ამბობენ, რომ აქციები გაგრძელდება. ნანახია: 787

Read More
დღეს ანაგაში „კალოშების მდუმარე აქცია გაიმართება“ მთავარი რეგიონი 

დღეს ანაგაში „კალოშების მდუმარე აქცია გაიმართება“

ანაგის მოსახლეობა უკვე კარგა ხანია სასაფლაომდე მისასვლელი გზის გაკეთებას ითხოვს. „ხეებზე დატოვებული საპროტესტო გზავნილები…“-ს შემდეგ იხ. http://www.gmtv.ge/57356-2/ დღეს ანაგაში „კალოშების მდუმარე აქცია გაიმართება“. ნანახია: 262

Read More
ბათუმში შიმშილობის აქცია დაიწყო მთავარი რეგიონი 

ბათუმში შიმშილობის აქცია დაიწყო

ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით გადაადგილება აიკრძალა. გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო. საკრებულოს შესაბამისი დადგენილება 2019 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება. ინიციატივის ავტორი “ბათუმის ბულვარია”. “აჭარის ტელევიზიის” ცნობით, იდეის ავტორები ფიქრობენ, რომ ბულვარის ტერიტორიაზე გადაადგილება ბევრად უფრო უსაფრთხო გახდება. ბათუმში ელექტრომობილების მეპატრონეების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო. მათ კარვები ბათუმის ბულვარში გაშალეს. იქვე განათავსეს ელექტრომობილები. ისინი ზღვისპირა პარკში მუშაობის გაგრძელების უფლებას მხოლოდ მიმდინარე წელს ითხოვენ. როგორც მოშიმშილეები, ამბობენ დათმობაზე არ წავლენ. თუმცა, გარკვეულ კომპრომისზე უარს არ ამბობენ. კერძოდ, მზად არიან დაწესდეს რეგულაციები და შემცირდეს ელექტრომობილების რაოდენობაც. ნანახია: 324

Read More
“ახლა უნდა შევჩერდეთ, მერე გავაანალიზოთ…” მთავარი რეგიონი 

“ახლა უნდა შევჩერდეთ, მერე გავაანალიზოთ…”

მოლაპარაკების შემდეგ შს მინისტრი ხალხთან გავიდა. -ახლა უნდა შევჩერდეთ და მერე ცალკე ვისაუბროთ. ამ ჰესის მშენებლები გააგრძელებენ ლაპარაკს თქვენთან და რასაც ადგილობრივები გადაწყვეტენ, ისე გაკეთდება. ქვების სროლა გამოსავალი არ არის. ახლა უნდა გავჩერდეთ. ჰესი მხოლოდ მაშინ აშენდება, თუ მოსახლეობის 90% დაუჭერს მხარს. მე აქ მოვედი იმის გამო, რომ ქვები ესროლეთ პოლიციელებს, თუ თქვენც გყავთ დაზარალებულები, იქაც მივალთ და მივეფერები – მიმართა შს მინისტრმა საზოგადოებას. ნანახია: 217

Read More