Home » რეგიონი (page 2)

რეგიონი

ლაფანყურში კარვები გაშალეს (ვიდეო)

ნანახია: 189 მდინარე ლოპოტაზე დაგეგმილ ჰესის მშენებლობას სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა ეწინააღმდეგება. გუშინ საპროტესტო აქციები დაიწყო. საღამოს კი ახალგაზრდების ჯგუფმა მორიგეობა დააწესა. “ჩვენი ინტერესია ლოპოტის ხეობა ჰესის გარეშე…”-ლაფანყურში მორიგეობა დაიწყო დღეს კი ადგილზე კარვები გაიშალა. ადგილიდან მასალა “სამოქალაქო მოძრაობის” კახეთის რეგიონის ხელმძღვანელმა,  ნინო გოგოლაშვილმა მოგვაწოდა.

Read More »

“ჩვენი ინტერესია ლოპოტის ხეობა ჰესის გარეშე…”-ლაფანყურში მორიგეობა დაიწყო

ნანახია: 220 მდინარე ლოპოტაზე დაგეგმილ ჰესის მშენებლობას სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა ეწინააღმდეგება. დღეს მათ საპროტესტო აქცია გამართეს ვრცლად ლოპოტაზე დაგეგმილ ჰესის მშენებლობას ლაფანყურის მოსახლეობა ეწინააღმდეგება ამ წუთებში ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ ადგილზე რცებიან ახალგაზრდები და კარვების გაშლას აპირებენ. მათი თქმით დილის 0 საათზე მთელი სოფლის მობილიზება მოხდება, რადგან ვარაუდობენ, რომ სწორედ დილით შევა ტექნიკა. GMTV-ს ლაფანყურის მკვიდრი, აქციის ერთ-ერთი მონაწილე ბექა ბაიაშვილი ესაუბრება. ...

Read More »

ლოპოტაზე დაგეგმილ ჰესის მშენებლობას ლაფანყურის მოსახლეობა ეწინააღმდეგება

ნანახია: 159 მდინარე ლოპოტაზე დაგეგმილ ჰესის მშენებლობას სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა ეწინააღმდეგება. დღეს მათ საპროტესტო აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შემთხვევაში მდინარე ლოპოტა მილებში მოექცევა, რაც ფლორას და ფაუნას მთლიანად გააანადგურებს. მათი აზრით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში შეექმნებათ სარწყავი სისტემების პრობლემა. აქციის მონაწილეები წინააღმდეგობის მთავარ არგუმენტად მოსალოდნელ ეკოლოგიურ კატასტროფას ასახელებენ.

Read More »

ოკუპანტების მიერ სოფელ წნელისში საგუშაგოს გახსნას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება

ნანახია: 106 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბოლო დროს საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო დროს საოკუპაციო ხაზთან განვითარებული უკანონო და პროვოკაციული მოვლენების ფონზე, როგორიც იყო ხელოვნური ბარიერების აღმართვა საქართველოს მოქალაქეების დაკავება, თუ საოკუპაციო ხაზთან ძალების მობილიზება, რასაც თან სდევდა ულტიმატუმების წაყენება და უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ, საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს განსაკუთრებულ შეშფოთებას საოკუპაციო რეჟიმის ...

Read More »

ფერმერები ხელისუფლებას ორდღიან ვადას აძლევენ და მასობრივი აქციებით იმუქრებიან

ნანახია: 528 ყვარლის მუნიციპალიტეტში ყურძენზე ფასის გაზრდის მოთხოვნით აქცია გაიმართა. ოთხი სოფლის: გავაზის, ჭიკაანის, ზინობიანისა და ახალსოფლის მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლებას ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან შუამდგომლობას სთხოვს. მევენახეები ამბობენ, რომ 1 კგ რქაწითელის ჯიშის ყურძნის ფასი 70 თეთრი მიზერულია და მისი ღირებულება ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. ფერმერები ხელისუფლებას ორდღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასობრივი აქციების გამართვით იმუქრებიან.

Read More »

ოკუპირებულ აფხაზეთში „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურს რუსი სენატორები დააკვირდებიან

ნანახია: 99 რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ფარიტ მუხამეტშინი და ამავე კომიტეტის წევრი ალექსეი კონდრატიევი აფხაზეთში „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურზე დამკვირვებლები იქნებიან. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტის“ ალექსეი კონდრატიევმა განუცხადა. აფხაზეთში „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური 8 სექტემბერს ტარდება. პირველ ტურში დე ფაქტო „პრეზიდენტმა“ რაულ ხაჯიმბამ 24,84 პროცენტი მიიღო, ალხას კვიწინიამ – 22,91%.  

Read More »

მიწის რეგისტრაციის, აგროდაზღვევისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მოწესრიგება…- მოსახლეობამ პრობლემები დააყენა

ნანახია: 164 ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის, ზემო და ქვემო ალვანისა და ბაბანეულის მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი შეხვდა. შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს განხორციელებული და დაგეგმილი სახელმწიფო პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მოსახლეობამ ძირითადად სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემის მოგვარების, მიწის რეგისტრაციის, აგროდაზღვევისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მოწესრიგების საკითხები დააყენა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი აღნიშნეს, ...

Read More »

“ვვარაუდობთ, ტერმინალის მშენებლობას ჰყავს გავლენიანი მფარველები ხელისუფლებაშიც და ბიზნესშიც”

ნანახია: 667 ბათუმში მოსახლეობამ ქიმიური ტერმინალის მშენებლობა გააპროტესტა. მოქალაქეების ჯგუფმა ბიძინა ივანიშვილს საჯარო წერილი გაუგზავნა. წერილს უცვლელად გთავაზობთ: “პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ბ–ნ ბიძინა ივანიშვილს! ბ–ნო ბიძინა, მოგახსენებთ, რომ ქალაქ ბათუმის ნავსადგურში, ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობის კატეგორიული წინააღმდეგობის მიუხედავად, მიმდინარეობს ქიმიური ტერმინალის მშენებლობა. აღნიშნული ტერმინალი უსაფრთხოების თვალსაზრისით შეიცავს დიდ რისკებს, კერძოდ: 1. ტექნოგენური საფრთხეს, რომელიც შესაძლოა გამოიწვიოს იმ ქიმიური ნივთიერებების აფეთქებამ, ...

Read More »

“რუსებთან მივედი, დაველაპარაკე, რომ ეს არის უკანონობა, ზურგი შემაქციეს, პასუხი არ გამცეს…”

ნანახია: 386 შვებულებიდან დაბრუნებული გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ ესაუბრა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს, თუმცა მათ პასუხი არ გასცეს. „მე მათთან მივედი, დაველაპარაკე, რომ ეს არის უკანონობა და რატომ აკეთებენ ასეთ რამეს ჩვენს მიწაზე, მაგრამ ამაზე მათ პასუხი არ გამცეს, პირიქით, ზურგი შემაქციეს. უბრალოდ, ჩემი მოწოდება ეს იყო, რომ გაეჩერებინათ ახლავე და უკან წაეღოთ ეს, რასაც აკეთებენ. მაგრამ, ისევ ვიმეორებ, ...

Read More »

“ხონელები თავს მიტოვებულად გრძნობენ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან!..”

ნანახია: 712 რამდენიმე ხნის წინ GMTV-მ ხონის რაიონის მაცხოვრებლებისგან წერილი მიიღო. წერილზე ხელმომწერები მათი პრობლემის გასაჯაროვებას და დახმარებას ითხოვდნენ. “დაგვეხმარეთ ხონელებს! აქ ნეპოტიზმი ყვავის და ბახტაძეების “პარადია”! სოციალური ქსელით გავიგეთ, რომ სწორედ ამ დროს ხონში ახალგაზრდა პოლიტიკოსი გიორგი ქაჯაია იმყოფებოდა და ვთხოვეთ თავად გაცნობოდა მდგომარეობას და გადაემოწმებინა წერილში მოყვანილი ფაქტები. რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენ გიორგი ქაჯაიას ისევ დავუკავშირდით. -ხონელები ამბობენ, ...

Read More »