Home » რეგიონი (page 3)

რეგიონი

ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები დაიკეტება

ნანახია: 324 ქუთაისსა და ზესტაფონში ყველა სასაფლაოს დაკეტვაა დაგეგმილი. აღნიშნულის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა განაცხადა. ზვიად შალამბერიძის განცხადებით ქუთაისში 13 და ზესტაფონში სამი სასაფლაო დაიკეტება და ასევე მათთან მისასვლელი გზებიც გადაიკეტება. “ამ დღეებში დავაზუსტებთ, თუ რამდენი დღით დაიკეტება და ზუსტად ეცნობება მოსახლეობას, რომელი დღიდან იქნება ეს შეზღუდვები დაწესებული” – განაცხადა შალამბერიძემ.

Read More »

აჭარის ბლოკპოსტზე ზომები გამკაცრდება

ნანახია: 357 აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს საღამოს განსაკუთრებით გამკაცრდება ზომები ყველა ბლოკპოსტზე. თორნიკე რიჟვაძის თქმით, შეზღუდვა პირველ რიგში მოქალაქეების უსაფრთხოების გამო დაწესდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მკაცრი ზომები მხოლოდ ფიზიკურ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შეეხება, რათა შეიზღუდოს ინტენსიური გადაადგილება. მისი თქმით, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება ტვირთბრუნვა, როგორც სარფის საბაჟოდან სახმელეთო გადაზიდვების ნაწილში, ასევე ბათუმის პორტში

Read More »

ჰერეთის ტაძრებში აღდგომას არ აღნიშნავენ (ვიდეო)

ნანახია: 296 სპეციალურად GMTV-თვის ილია მარტყოფლიშვილი აზერბაიჯანული წყაროების მონაცემებით, ქართველებით დასახლებულ ისტორიულ ჰერეთში ამ დროისთვის კორონავირუსის ოთხი შემთხვევაა დადასტურებული. სამი ზაქათალის, ერთი კი კახის რაიონში. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უკვე რამდენიმე დღეა საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს აზერბაიჯანშიც. ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიაში აცხადებენ, რომ წელს პირველად, ისტორიულ მხარეში მცხოვრები ქრისტიანები აღდგომას ვერ აღნიშნავენ, რადგან იქ მოქმედი კანონით ყველა სახის რიტუალი აკრძალულია. მეუფე ...

Read More »

ზუგდიდის ბაზარი 12 აპრილიდან ნაწილობრივ ამუშავდება

ნანახია: 353 ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას განცხადებით, ზუგდიდის ბაზარში მოვაჭრეების ნაწილი ხვალიდან მუშაობას განაახლებს. საუბარია მთავარ შენობასა და ფართზე, სადაც ხილ-ბოსტნის რეალიზაცია ხდება. როგორც მერმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა,  ბაზრის ადმინისტრაციისთვის მიცემული რეკომენდაციები შესრულებულია. შენგელიმ ასევე განმარტა, რომ ბაზარში შესვლაც შეზღუდული იქნება და ის გაკონტროლდება. გარდა ამისა, მოვაჭრეები სრული ეკიპირებით იქნებიან აღჭურვილნი.

Read More »

“უფასო პური” ქუთაისში – 6 აპრილიდან 22 აპრილამდე – “მომავლის ფონდის” მაშტაბური აქცია

ნანახია: 433 “მომავლის ფონდი” მაშტაბურ საქველმოქმედო აქციას ახორციელებს. ფონდი განცხადებას ავრცელებს: ქვეყანაში შექმნილი მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე, რასაც თან ერთვის საგანგებო მდგომარეობაც, ‘მომავლის ფონდი’ მოსახლეობის გაჭირვებული ნაწილისათვის (სამწუხაროდ ასეთი მოქალაქეების რაოდენობა იმაზე მეტია ვიდრე წარდმოგიდგენიათ) ახორციელებს უფასო პურის მიწოდების პროგრამას . 6 აპრილიდან 22 აპრილამდე ჯამში რამოდენიმე ასეული ადამიანი შეძლებს ყოველდღიურად უფასო პურის მიღებას. ჯერჯერობით პროექტი ხორციელდება სუპერ მარკეტ დინმარტში ( ...

Read More »

ცაგერსა და ლენტეხში საკონტროლო გამშვები პუნქტები ამოქმედდა

ნანახია: 245 შსს-ს ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გაძლიერებული კონტროლის მიზნით, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში საკონტროლო გამშვები პუნქტები ამოქმედდა. მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, შსს-ს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში ადგილზე განახორციელებენ არსებული შეზღუდვების კონტროლს. ასევე, მონიტორინგს გაუწევენ აღნიშნული მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების ...

Read More »

აგარარული ბაზრები ზუგდიდში, თელავსა და გურჯაანშიც დაიხურა

ნანახია: 226 შიდა ქართლის შემდეგ აგრარული ბაზრები დაიხურა ზუგდიდში, თელავსა და გურჯაანშიც. რამდენიმე დღის წინ რაიონების ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ სავაჭრო ობიექტებზე ჯანდაცვისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებს არ ითვალისწინებდნენ, და  ერთმანეთს შორის დისტანციას არ იცავდნენ. ასევე ხშირად ხდებოდა ჰიგიენური წესების დარღვევა. ბაზრის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ობიექტების დახურვა გაუფრთხილებლად მოხდა. მათ დიდი რაოდენობით მალფუჭებადი პროდუქტი აქვთ უკვე შეძენილი და მიღებული გადაწყვეტილებით ...

Read More »

ცხელების ცენტრები სამეგრელოში

ნანახია: 254 ცხელების ცენტრები სამეგრელოში – 7 სამედიცინო დაწესებულება გაიხსნა ფოთში, აბაშაში, მარტვილში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ხობსა და სენაკში. ცხელების ცენტრი მზადდება მესტიის საავადმყოფოში. კლინიკებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს.

Read More »

შიდა ქართლის მასშტაბით არსებული 6 აგრარული ბაზრის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს

ნანახია: 438 გიორგი ხოჯევანიშვილის ხელმძღვანელობით, შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური შტაბის სხდომა გაიმართა შეხვედრაზე შტაბის წევრებმა შიდა ქართლის მასშტაბით არსებული 6 აგრარული ბაზრის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. სავაჭრო ობიექტების დაკეტვა მიზნად ისახავს კორონავირუსის გავრცელების რისკების მაქსიმალურად შემცირებას. შტაბის სხდომას ვაიდეოკონფერენციის საშუალებით პრემიერ-მინისტრი ჩაერთო, რა დროსაც გიორგი გახარიამ რეგიონების ხელმძღვანელ პირებთან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულება განიხილა.

Read More »

გუდაური-კობის მონაკვეთი ინტენსიური თოვის გამო ჩაკეტილია

ნანახია: 233 გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

Read More »