Home » რეგიონი (page 4)

რეგიონი

შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ნანახია: 328 შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-107კმ-ზე, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ინტენსიური თოვის გამო, ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

Read More »

სოფელ მგლიაანის ტყეში ხანძარს ებრძვიან

ნანახია: 233 დუშეთის რაიონის სოფელ მგლიაანის ტყეში ხანძარია. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო ბრიგადები. მათი განცხადებით ხანძარს მალე ჩააქრობენ. ხანძარი ტყეში მინდვრებიდან გავრცელდა.

Read More »

გახარიამ ბათუმში პოლიციელებს ბინები გადასცა

ნანახია: 193 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ბათუმში  რამდენიმე პოლიციელის ოჯახს ბინები გადასცა და სიტყვის მიმართა: “თითოეულ  მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენი ქვეყნის მშვიდი განვითარება დგას თქვენზე.  თუ ქვეყანაში არ იქნება სიწყნარე, სიმშვიდე და რაც მთავარია, სამართლიანობის შეგრძნება, ვერცერთ სფეროში  არანაირი წარმატება არ იქნება მიღწევადი დაწყებული განათლებიდან, ეკონომიკით დამთავრებული, ტურიზმით და კიდევ ბევრი მიმართულებით გაგრძელებული.  ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის პოლიციელები, რომლებმაც გაიღეს ...

Read More »

გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

ნანახია: 168 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე  ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე გაიზარდა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

Read More »

ოკუპანტების მიერ ქართულწარწერებიანი მედიკამენტების აკრძალვაზე სალომე ზურაბიშვილი დიპლომატებს რეაგირებას სთხოვს

ნანახია: 168 მარიონეტული რეჟიმის მიერ ცხინვალის რეგიონში ქართულწარწერიანი მედიკამენტების აკრძალვასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციებს წერილებს უგზავნის. სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარსა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც საქართველოს პრეზიდენტი წერილებში აღნიშნავს, გარდა იმისა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მედიკამენტების გავრცელება აიკრძალა, ასევე  ჩაკეტილია ...

Read More »

ხმაურია აჭარის ტელევიზიაში

ნანახია: 153 აჭარიის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სხდომა დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ახლად შექმნილ  ალტერნატიული პროფკავშირების წევრები მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლას აპირებდნენ,  თუმცა ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ გიგო ჩხარტიშვილმა მათ  ამის უფლება არ მისცა, რასაც ხმაური  მოჰყვა. ალტერნატიული პროფკავშირების წევრები ამბობენ, რომ ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებში ხელისუფლებაა ჩარეული და მიმდინარეობს კონკრეტული ადამიანების დევნა. არხის თანამშრომლები აცხადებენ,  რომ ახლად ...

Read More »

ჭიათურაში მოსახლეობამ მაღაროს შესასვლელი ჩაკეტა

ნანახია: 162 ჭიათურაში, სოფელ შუფუთის მოსახლეობამ მაღაროს შესასვლელთან კარავი გაშალა და მუშებს სამუშაოების შესრულების უფლებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეთა  განცხადებით,   “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ მაღაროებში მადნის მოპოვების სამუშაოების დროს  მათ საცხოვრებელ სახლებს ბზარები გაუჩნდათ, საკარმიდამო მიწები კი დაიმეწყრა. ადგილობრივები მაღაროს  მფლობელებისგან დაზიანებული სახლების სანაცვლოდ კომპენსაციას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერნამენტული აქციებს აპირებენ.

Read More »

სოფელ კისისხევში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

ნანახია: 162 სოფელ კისისხევში მსუბუქი ავტომობილი დაიწვა. თელავის რაიონში, სოფელ კისისხევში, მერსედესის მარკის მსუბუქ ავტომობილს მოძრაობის დროს მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა. ავტომანქანა გურჯაანის მიმართულებით გადაადგილდებოდა.  მძღოლმა აალებული ავტომანქანიდან გადასვლა მოასწრო. მისი თქმით, მანქანა ტექნიკურად გამართული იყო, თუმცა მოულოდნელად აალდა. ხანძრის შედეგად  ავტომანქანა მთლიანად დაიწვა. ადგილზე სახანძრო- სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. ხანძრის გაჩენის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

Read More »

კოდა-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

ნანახია: 156 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ქარბუქი და დაბალი ხილვადობა), შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ 94-კმ 105 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია 20:00 სთ-დან  08:00 სთ-მდე, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში თავისუფალია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის  მოძრაობა თავისუფალია. ფოტო მასალა

Read More »

აშშ-ს საელჩომ თელავის ანსამბლს ვიზაზე უარი უთხრა

ნანახია: 199 საქართველოში აშშ-ს საელჩომ თელავის ქორეოგრაფიულ ანსამბლს ჰოლივუდში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად ვიზაზე უარი  უთხრა. “მუხამბაზის”  სამხატვრო ხელმძღვანელის, ლელა ხუციშვილისთვის  უარის მიზეზი გაუგებარია. “შესარჩევ ტურში გავიმარჯვეთ, ამხელა შრომა გავწიეთ, უკვე ნომრებს ვამზადებდით და  ასეთი დარტყმა მივიღეთ. ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურის პოპულარიზაცია.  ამერიკის კონსულმა საუკეთესო მასპინძლის წოდებაც კი მომანიჭა, რადგან რამდენიმე ამერიკულ ოჯახთან ვმეგობრობ.  ყველა სახელმწიფი უწყებას მივმართავ, ...

Read More »