You are here
მიმართვა წმინდა სინოდის ეპისკოპატს! მთავარი რელიგია 

მიმართვა წმინდა სინოდის ეპისკოპატს!

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი წმინდა სინოდის ეპისკოპატს საჯაროდ მიმართავს: -“მღვდელმთავარი განმღრთობილ ადამიანს მოასწავებს”. წმ. დიონისე არეოპაგელი დიახ, ჩვენ, ეკლესიის რიგითი თუ ნომინალური წევრები ეპისკოპოსთაგან მოვითხოვთ ღვთივსულიერ გულისხმიერებას, მამობრივ ყურადღებას, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, მშობლიურ მზრუნველობას, ობიექტურობასა და თავდადებას, მით უფრო მაშინ, როცა ჩვენის მხრიდან მათდამი (იერარქიის ჯანსაღი ნაწილისადმი) ერთგულება, მხარდაჭერა და გვერდში დგომა არაერთგზის დაგვიფიქსირებია, როგორც წერილობითად, ისე ზეპირი გამოსვლების მეშვეობით მედია სივრცეში, პრესაში, საზოგადოებივ წრეებსა თუ სოციალურ ქსელებში. მათი მხრიდან კი ხშირ შემთხვევაში ვაწყდებით უნდობლობას, იგნორირებას, ეგოიზმს, სიხისტეს, მერკანტილურ დამოკიდებულებასა და უსიყვარულობას, რაც თავის მხრივ ძალზე სამწუხარო და გულდასაწყვეტი მოვლენაა. ჩვენთვის, განსაკუთრებით…

Read More
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მეზვერისა და ფარისევლის კვირას აღნიშნავს მთავარი რელიგია 

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მეზვერისა და ფარისევლის კვირას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მეზვერისა და ფარისევლის კვირას აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა-ლოცვის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ იქადაგა. “მოგვიახლოვდა დიდი მარხვა, მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა. ამ კვირას ეწოდება მეზვერე და ფარისევლის კვირა. მაცხოვარი მოციქულებს და იქ დამსწრეთ ეუბნება – რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს, რომელმაც დაიმდაბლოს თავი თვისი იგი ამაღლდეს. ღმერთმა მოგვცეს თავმდაბლობა, რომ სულიერად ავმაღლდეთ. ტაძარში შევიდა ორი ადამიანი – მეზვერე და ფარისეველი. მეზვერე ის ადამიანია, რომელიც სძულდა ხალხს, რომელიც გადასახადს ართმევდა და ხშირ შემთხვევაში უფრო მეტსაც ართმევდა, ვიდრე კანონი ეუბნებოდა. და მეორე ფარისეველი, რომელიც ასრულებდა კანონებს…

Read More
წმინდა ნინოს მადლი გფარავდეთ! იხარეთ! მთავარი რელიგია 

წმინდა ნინოს მადლი გფარავდეთ! იხარეთ!

ნინოობა ქართველი ერისათვის უდიდესი დღესასწაულია, რადგან წმიდა ნინო ქართველთა განმანათლებელია. საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, როდესაც ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევითა და ვაზის ჯვრის ძალით წმიდა ნინო კაბადოკიელმა ქართლში იქადაგა. ტროპარი: სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. კონდაკი: მოციქული ქრისტესაგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღვთისა განსწავლული მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა დედისა ღვთისა საკუთარი მოწაფე ნინო, შევამკოთ დღეს ყოველთა ძნობითა საღმრთოთა მეოხე მხურვალე, მცველი დაუძინებელი. ნანახია: 207

Read More
„შეგნებული დივერსიაა თუ უმეცრება? ცხუმ-აფხაზეთს მიტროპოლიტობა სად გაქრა?..“ მთავარი რელიგია 

„შეგნებული დივერსიაა თუ უმეცრება? ცხუმ-აფხაზეთს მიტროპოლიტობა სად გაქრა?..“

დეკანოზი ილია ჭიღლაძე -2019 წლის საპატრიარქოს კალენდრის გამომცემლებმა (რედაქტორი გვანცა კოპლატაძე) არ იციან, რომ სრ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უპირატესი კათედრა მცხეთაშია? (მითითებულია მხოლოდ თბილისი), ან ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთს მიტროპოლიტობა სად გაქრა? შეგნებული დივერსიაა თუ უმეცრება? ასევე მსოფლიო პატრიარქის წოდებიდან გამქრალია სიტყვა “ახალი რომის”. ვფიქრობ შემთხვევითი არაა. თუ ირინეოს სერბელის “პეჩის მთავარეპისკოპოსობა და ბელგრად-კარლოვაცის მიტროპოლიტობა” იცი შე დალოცვილი, ის აღარ იცი რომ ილია მეორე ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპილიტია? ესენი ვის ემსახურებიან??? ნანახია: 620

Read More
“საქართველოს ეკლესია თუ აღმოჩნდა „ახალი“ ცენტრის ორბიტაზე, ქართულ სახელმწიფოსაც სავალალო ბედი ელის” მთავარი რელიგია 

“საქართველოს ეკლესია თუ აღმოჩნდა „ახალი“ ცენტრის ორბიტაზე, ქართულ სახელმწიფოსაც სავალალო ბედი ელის”

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ ახლა მართლმადიდებლურ სამყაროში მიმდინარეობს ახალი (ანუ, მეორე) ცენტრის ჩამოყალიბების პროცესი და საქართველოს ეკლესია თუ აღმოჩნდა ამ „ახალი“ ცენტრის ორბიტაზე, ქართულ სახელმწიფოსაც სავალალო ბედი ელის.მისივე თქმით, ქართველი პოლიტიკური ლიდერების მხრიდან მათი უკრაინელი კოლეგებისა და ხალხის მიმართ მილოცვაზე თავის შეკავება, არსებული ისტორიული და პოლიტიკური რეალობის პირობებში, ნამდვილად გულდასაწყვეტია და არ წარმოადგენს განსაკუთრებულ შორსმჭვრეტელურ გადაწყვეტილებას. -„უკრაინისთვის მისი ეროვნული ეკლესიის არსებობა არ არის მხოლოდ რელიგიური მნიშვნელობის მოვლენა, ისევე როგორც თავის დროზე, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვება (V ს.) არ გახლდათ მხოლოდ რელიგიური აქტი; და არც ავტოკეფალიის…

Read More
“საუბედუროდ დიდი ხანია რაც კრემლის სამარცხვინო საეგზარქოდ ვიქეცით!” მთავარი რელიგია 

“საუბედუროდ დიდი ხანია რაც კრემლის სამარცხვინო საეგზარქოდ ვიქეცით!”

გიორგი ტიგინაშვილი თეოლოგი საქართველოს საპატრიარქოში გლოვა აქვთ გამოცხადებული არაკვალიფიციურ და რენეგატ კოლეგიას უკრაინის ავტოკეფალიის გამო. ახლა სამდივნო იმ მაგალითებს მოიხმობს, სადაც მოწინააღმდეგეთა ბანაკის პოზიციებია დაფიქსირებული (ანტიოქია (სირია), სერბეთი, ჩეხეთ-სლოვაკეთი, პოლონეთი) და არა იმათ რომელთაც გაიზიარეს უკრაინის კანონიკური ზეიმი და ისტორიული სამართლიანობის აღდგენა! სულ მალე უნისონში აღმოვჩნდებით მოსკოვთან – მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის დემონიზაციის პროცესში. რუსული პროპაგანდა, რომლის მიხედვითაც ამჯერად “ბართლომეოსის ერეტიკოსობა” უნდა დამტკიცდეს, ჩვენთანაც გაფაციცებით იქნება ატაცებული მარგინალური ჯგუფების მხრიდან რომელნიც საქართველოს საპატრიარქოს ექვემდებარებიან. ისინი ეცდებიან კონსტანტინეპოლის დისკრედიტაციას ყველაზე ბინძური ხერხებით. საუბედუროდ დიდი ხანია რაც კრემლის სამარცხვინო საეგზარქოდ ვიქეცით! ასე თუ…

Read More
ეს უნდა იცოდეთ და განსაკუთრებით იმათ, ვინც კატეგორიულად ემიჯნება 25 დეკემბრის შობას მთავარი რელიგია 

ეს უნდა იცოდეთ და განსაკუთრებით იმათ, ვინც კატეგორიულად ემიჯნება 25 დეკემბრის შობას

გიორგი ტიგინაშვილი ივრისპირელი მოგეხსენებათ, რომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ევქარისტიული კავშირი აქვს ყველა ოფიციალურ, ადგილობრივ, ავტოკეფალურ თუ ავტონომიურ ეკლესიასთან. მსოფლიოში სულ 15 ავტოკეფალური ეკლესიაა: 1) კონსტანტინოპოლი, 2) ალექსანდრია, 3) ანტიოქია, 4) იერუსალიმი, 5) რუსეთი, 6) საქართველო, 7) სერბეთი, 8) რუმინეთი, 9) ბულგარეთი, 10) კვიპროსი, 11) საბერძნეთი, 12) ალბანეთი, 13) პოლონეთი, 14) ჩეხეთი და სლოვაკეთი, 15) ამერიკა და კანადა. ავტონომიური ეკლესიებია: 1) სინას მთისა და რაითის (იერუსალიმის იურისდიქცია) 2) ფინეთის (კონსტანტინეპოლის იურისდიქცია) 3) იაპონიის (მოსკოვის იურისდიქცია) 4) უკრაინის (მოსკოვის იურისდიქცია) 5) მოლდავეთის (მოსკოვის იურისდიქცია) 6) ესტონეთის (კონსტანტინოპოლის) მოცემული ოფიციალური ეკლესიებიდან,…

Read More
წმიდა ნიკოლოზის მადლი გფარავდეთ! – იხარეთ! მთავარი რელიგია 

წმიდა ნიკოლოზის მადლი გფარავდეთ! – იხარეთ!

გილოცავთ ნიკოლოზობას! ტროპარი: კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათჳს ჭეშმარიტებით, ამისთჳსცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმინდაო მღვდელთმთავარო ნიკოლაოს, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს. კონდაკი: მირონით გამო, წმიდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახიერებაჲ აღასრულე, და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა, და იხსენ უბრალონი სიკვდილისაგან, ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღმრთისა. ნანახია: 220

Read More
გილოცავთ! გფარავდეთ! მთავარი რელიგია 

გილოცავთ! გფარავდეთ!

წმინდა ბარბარეს მადლი გფარავდეთ! გილოცავთ! ტროპარი: ქალწულებითა განშვენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, დიდო ქალწულმოწამეო ბარბარე, მეოხ გვეყავ ჩუენ ცოდვილთა. სხვა ტროპარი: ბარბარესა წმიდასა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ მტერისა საფრხენი შემუსრნა, და ვითარცა სირი განერა მახისაგან შეწევნითა და საჭურველითა პატიოსნისა ჯუარისათა. კონდაკი: სამებასა წმიდასა სარწმუნოებით თაყვანის-ეც და შეუდეგ შენ მსგავსად ბრძანებისა მისისა პატიოსანო მოწამეო, და კერპთა საზორველი დაამხვენ, და შორის მათსა იღვაწე წმიდაო ბარბარე, მძლავრთა სიცბილნი და შინებანი შეურაცხ-ჰყუენ, და ხმა მაღლად ღაღადებდ: სამებასა წმიდასა ვესავ, და ერთ ღმრთაებით ვადიდებ. ნანახია: 257

Read More
გფარავდეთ! – ტაძრად მიყვანება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა მთავარი რელიგია 

გფარავდეთ! – ტაძრად მიყვანება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა

4 დეკემბერი (ახ. სტ.) – ტაძრად მიყვანება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა წმინდა იოაკიმემ და წმინდა ანამ ორმოცდაათი წელი იცხოვრეს ერთად, მაგრამ შვილი არ მიეცათ, რის გამოც კაცთაგან უამრავ შეურაცხყოფას ითმენდნენ. ერთხელ მღვდელმთავარმა იოაკიმეს მსხვერპლიც კი არ მიიღო – უთხრა, ეტყობა ბევრი დაფარული ცოდვა გაქვს, რაკი ღმერთი შვილს არ გაძლევსო. დიდმა მწუხარებამ მოიცვა მართალი ცოლ-ქმარი. წმინდა ანამ გოდებით აღუთქვა უფალს, რომ თუ წყალობას მოიღებდა და შვილს აჩუქებდა, მასვე შესწირავდა. უფალმა შეისმინა ანას ლოცვა – ქალს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ ეყოლებოდა ასული – მარიამი, რომლის წიაღიდანაც ქვეყნიერებას მაცხოვარი მოევლინებოდა. ცხრა თვის თავზე…

Read More