You are here
ჭადრაკის ქართველი დედოფალი იუბილარია-ვულოცავთ! მთავარი სპორტი 

ჭადრაკის ქართველი დედოფალი იუბილარია-ვულოცავთ!

ქართველი მოჭადრაკე, რომელმაც ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ ასახელა ქვეყანა და მსოფლიო აალაპარაკა, მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე იუბილარია. დაიბადა ქუთაისი 1961 წლის 17 იანვარს. ჭადრაკის თამაში 8 წლის ასაკიდან დაიწყო. მისი დებიუტი ბრასოვის ქალთა საერთაშორისო ტურნირზე გაიმართა 1974 წელს, 13 წლის ასაკში. 1976 წელს საბჭოთა კავშირის გოგონათა ჩემპიონატში გაიმარჯვა. 1977 წელს მას საერთაშორის ქალთა გროსმაისტერის ტიტული მიენიჭა. 1978 წელს ჩიბურდანიძემ მოქმედი ჩემპიონის, ნონა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ ითამაშა. ჩიბურდანიძემ მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა ანგარიშით 8½-6½. ჩიბურდანიძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 17 წლის ასაკში და ის ყველაზე ახალგაზრდა ქალი იყო, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა 2011…

Read More
როგორ შეეძლება საქართველოს მოქალაქეს მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრება? მთავარი პოლიტიკა სპორტი ყველა სიახლე 

როგორ შეეძლება საქართველოს მოქალაქეს მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრება?

საქართველოს მოქალაქეები რუსეთში გასამართ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე სავარაუდოდ დასწრებას შეძლებენ, ამისთვის კი აუცილებელია, მათ რუსეთში შესვლამდე მატჩის ბილეთი წარმოადგინონ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ, რუსულ გამოცემა «Независимая газета»-სთან ინტერვიუში ისაუბრა. „რაც შეეხება ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც მიმდინარე წელს რუსეთში უნდა გაიმართოს, როგორც ვიცი, თუ მოქალაქეს მატჩის ბილეთი ექნება, მას რუსეთში შესვლის ნებას მისცემენ. ჩვენ განზრახული გვაქვს ამ საკითხში დეტალები უახლოეს ხანში დავაზუსტოთ“-განაცხადა აბაშიძემ.     ნანახია: 145

Read More
ქართველი ვეტერანების გამარჯვება და კახი კალაძის ბენეფისი საზოგადოება სპორტი ყველა სიახლე 

ქართველი ვეტერანების გამარჯვება და კახი კალაძის ბენეფისი

2018 წლის “ზამთრის თასის გათამაშების” მთავარი ტურნირი საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ქართველმა ფეხბურთელებმა ფინალში ესპანეთი 6:3 დაამარცხეს. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად უეფას გუნდის წევრი, სლოვენიელი მილენკო აჩიმოვიჩი დასახელდა. საუკეთესო ბომბარდირი კი კახა კალაძე გახდა.   ნანახია: 48

Read More
ქართული ფეხბურთის ლეგენდა – „ფეხბურთის აკადემიკოსი“ მთავარი სპორტი 

ქართული ფეხბურთის ლეგენდა – „ფეხბურთის აკადემიკოსი“

ქართველი ფეხბურთელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი მიხეილ მესხი 1937 წლის 12 იანვარს, თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის №35 საფეხბურთო სკოლა. თბილისის „დინამოს“ რიგებში პირველი შეხვედრა 17 წლის ასაკში ჩაატარა და ამ კლუბის ღირსებას 15 წელი იცავდა. 356 ჩატარებული მატჩიდან 76-ჯერ აიღო მეტოქის კარი. ცნობილმა ქართველმა მწვრთნელმა ანდრო ჟორდანიამ მიხეილ მესხს „ფეხბურთის აკადემიკოსი“ უწოდა. მიხეილ მესხის ლეგენდარული ფინტი ნანახია: 651

Read More
რატომ შეწყვიტა თავდაცვის სამინისტრომ რაგბის კლუბ “არმიას” დაფინანსება… მთავარი სამხედრო საქმე სპორტი 

რატომ შეწყვიტა თავდაცვის სამინისტრომ რაგბის კლუბ “არმიას” დაფინანსება…

თავდაცვის სამინისტრო სარაგბო კლუბ “არმიას” დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: მოგახსენებთ, რომ ეროვნული თავდაცვის აკადემიის ა(ა)იპ “სპორტული კლუბი არმიას” ხელმძღვანელობა, ჯერ კიდევ 2017 წლის 5 მაისიდან ინფორმირებული იყო, რომ 2018 წლიდან დაფინანსება შეუწყდებოდა. საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მას ოფიციალურად აცნობა.   შესაბამისად, განცხადებები იმის შესახებ, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ინფორმაცია არ ჰქონდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ამას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ეროვნული თავდაცვის აკადემიისთვის 2017 წლის ბოლოს ბიუჯეტის პროექტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო განაკვეთი არ წარუდგენია. 2017 წლის განმავლობაში ეროვნული თავდაცვის აკადემიის ფინანსების მართვის სამმართველოს არაერთხელ ჰქონდა…

Read More
ფეხბურთის ფედერაციაში წლის შემაჯამებელი ღონისძიება და დაჯილდოვება გაიმართა მთავარი სპორტი ყველა სიახლე 

ფეხბურთის ფედერაციაში წლის შემაჯამებელი ღონისძიება და დაჯილდოვება გაიმართა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2017-ზე წლის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა. GFF AWARDS-ის რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა. სპეციალური პრიზები მიიღეს: 2017 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა საბა კვერკველიამ („ლოკომოტივი“, მოსკოვი, რუსეთი) 2017 წლის სეზონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი ნინო სუთიძე („ატაშეჰირ ბელედიესპორი“, თურქეთი) 2017 წლის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე („გენტი“, ბელგია). 2017 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი 2017 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელარუსი) 2017 წლის სეზონის საუკეთესო…

Read More
ხინჩეგაშვილმა საქართველოს ჩემპიონობა ახალ წონაშიც მოიპოვა მთავარი სპორტი ყველა სიახლე 

ხინჩეგაშვილმა საქართველოს ჩემპიონობა ახალ წონაშიც მოიპოვა

ოლიმპიურ ქალაქში მდებარე ფრენბურთის არენაზე ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონები 5 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. 57 კილოგრამში ჩემპიონის ტიტული ოთარ გოგავამ მოიპოვა, რომელმაც ფინალში თეიმურაზ ვანიშვილი დაამარცხა. მსოფლიოს და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ახალ წონაში იასპარეზა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული კარიერაში მეშვიდედ მოიპოვა. 74-ში გამარჯვებული ავთანდილ კენჭაძე გახდა , რომელმაც ზურაბ ერბოწონაშვილის 10:0 მოუგო. 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში სანდრო ამინაშვილმა დავით ხუჩიშვილი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. დღის ბოლო შეხვედრაში ელიზბარ ოდიკაძე ზვიად მეტრეველს შეხვდა , სადაც ჩემპიონი ოდიკაძე გახდა. საქართველოს ჩემპიონატი ხვალ განახლდება და მედლების კომპლექტს 61 ,70 ,79 , 92 და…

Read More
ოლიმპიური თამაშების ცეცხლის ესტაფეტაში რობოტი მონაწილეობდა მთავარი სპორტი უცხოეთი ყველა სიახლე 

ოლიმპიური თამაშების ცეცხლის ესტაფეტაში რობოტი მონაწილეობდა

სამხრეთ კორეის ქალაქ ტეჯონში 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში რობოტი HUBO მონაწილეობდა. HUBO კორეის მოწინავე ტექნოლოგიების ინსტიტუტის ინჟინრებმა შექმნეს. მან ჩირაღდნით 100 მეტრი გაიარა და ოლიმპური ცეცხლი მის შემქმნელს გადასცა. ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში ასევე მონაწილეობდნენ კალიფორნიის უნივერსიტეტის რობოტტექნიკისა და მექანიკის ლაბორატორიის დამაარსებელი, პროფესორი დენის ჰონგი და რობოტი KAIST – ადამიანის მიერ მართული მოდელი FX-2. რობოტი HUBO სწორედ კალიფორნიაში გახდა 2015 წელს ჩატარებული კონკურსის DARPA Robotics Challenge-ს გამარჯვებული. ზამთრის ილიმპიადა სამხრეთ კორეაში 2018 წლის 9-დან 25 თებერვლამდე გაიმართება.   ნანახია: 123

Read More
არგენტინაში ფეხბურთელებს პოლიციამ რეზინის ტყვიები ესროლა მთავარი სპორტი უცხოეთი ყველა სიახლე 

არგენტინაში ფეხბურთელებს პოლიციამ რეზინის ტყვიები ესროლა

არგენტინის ჩემპიონატში, “დეფენსორეს დე არმსტრონგისა” და “სპორტივო დე ლას პარეჰას” შორის გამართული მატჩის დასრულების შემდეგ, პოლიციელებმა ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს რეზინის ტყვიები ესროლეს. ამის შესახებ ადგულობრივი მედია წერს. აღნიშნული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა. მთავარი არბიტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებებით უკმაყოფილო სტუმარმა ფეხბურთელებმა, მატჩის შემდგომ არბიტრს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ახსნა მოსთხოვეს. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ, სიტუაციის “განმუხტვა” სამართალდამცველებმა გადაწყვიტეს. კოშმარული ინციდენტის შედეგად, სტუმართა გუნდის სამმა ფეხბურთელმა საკმაოდ მძიმე დაზიანებები მიიღო. დაზარალებულთა შორის აღმოჩნდნენ გულშემატკივრებიც.     ნანახია: 78

Read More
პირველი ადგილი საერთაშორისო ჩემპიონატში – ვულოცავთ მარიამს! მთავარი სპორტი 

პირველი ადგილი საერთაშორისო ჩემპიონატში – ვულოცავთ მარიამს!

ბაქოში გამართულ ბატუტზე ხტომაში საერთაშორისო ჩემპიონატში პირველი ადგილი მრავალგზის გამარჯვებულმა ქართველმა სპორტსმენმა, მარიამ ეგაძემ მოიპოვა და კიდევ ერთხელ ასახელა საქართველო. ვულოცავთ მარიამს მორიგ გამარჯვებას და კიდევ უფრო ბევრ წარმატებას ვუსურვებთ. დიახ, ეს ის მარიამია, სპორტში რომ ექსტერნი ჰქონდა და გერმანიაში ვერ მიდიოდა შეჯიბრზე, საიდანაც ოქროს მედლით დაბრუნდა. გახსოვთ ეს ისტორია? http://www.gmtv.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%9b%e1%83%94-15-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%a1-%e1%83%94%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%93/ ზოგჯერ როგორ გვეშლება ბევრი რამ ჩვენს მომავალ თაობასთან! ასე რომ მარიამმა ჩვენი იმედები კიდევ ერთხელ გაამართლა და ყველანი გაგვახარა. ნანახია: 749

Read More