Home » უცხოეთი (page 10)

უცხოეთი

Bella Ciao და მუსიკალური პროტესტი შვეიცარიის პარლამენტში

ნანახია: 439 შვეიცარიის პარლამენტში Klimastreik-ის მოძრაობის აქტივისტებმა მუსიკალური პროტესტი მოაწყვეს. სხდომაზე მათ გიგანტური პლაკატი გაშალეს და ლეგენდარული იტალიური სიმღერა Bella Ciao იმღერეს.  ამ ფორმით ახალგაზრდებმა კანონმდებლებს კლიმატის ცვლილების პრობლემასთან აქტიური ბრძოლისკენ მოუწოდეს. პარლამენტის სპიკერის მოთხოვნას, პერფორმანსი შეეწყვიტათ, აქტივისტები არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც ისინი დარბაზიდან იძულებით გაიყვანეს.  

Read More »

იაპონიაში ქალაქ ნაგოიას მერმა ქართველ მორაგბეებს უმღერა

ნანახია: 532 მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე იაპონიის ყველა მასპინძელ ქალაქში სხვადასხვა საზეიმო ღონისძიება იმართება, რომლებშიც ტურნირის მონაწილე გუნდები არიან ჩართულნი. საქართველოს ნაკრების წევრებს ნაგოიაში ოფიციალური დახვედრა მოუწყვეს, სადაც მსოფლიო თასის ოფიციალური კეპების გადაცემის ცერემონია გაიმართა. ღონისძებას მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე ბილ ბომონტი და ქალაქის მერი ტაკაში კავამურაც დაესწრნენ. მათ გარდა, სტუმრებს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემაც მიმართა. ღონისძიებაზე ქართველი სუმოისტის ...

Read More »

სკოლა-ინტერნატში ხანძრის შედეგად ათეულობით ბავშვი დაიღუპა

ნანახია: 461 ლიბერიაში, სკოლა-ინტერნატში ხანძრის შედეგად სულ მცირე 23 ბავშვი დაიღუპა. „ბიბისის“ ცნობით, შენობას, რომელიც მეჩეთის გვერდით იდგა ცეცხლი მაშინ გაუჩნდა, როდესაც ბავშვებს ეძინათ. პოლიცია ჯერ კიდევ ცდილობს, დამწვარ შენობაში ცხედრების პოვნას. მომხდარის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.  

Read More »

კიევში ხიდის აფეთქების მსურველის ვინაობა დადგინდა

ნანახია: 543 «112.ua».-ს ინფორმაციით,  კიევში, შეიარაღებული მამაკაცი,  მეტროპოლიტენის ხიდის აფეთქებით იმუქრება. ადგილობრივი მედიის განცადებით, ის ჰაერში ისვრის. ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ მამაკაცი არის სამხედრო ალექსეი ბელკო. მას სამხედრო კომუფლაჟი აცვია და ცისფერი ბერეტი ახურავს. „დედაქალაქის პოლიციის გამომძიებლები ფაქტს ტერაქტის მზადებად აფასებენ“ – განაცხადეს პოლიციაში. ამ დროისთვის ხიდი გადაკეტილია.  

Read More »

იერუსალიმში არსებულ ბირ-ელ-ყუტის მონასტერში საქართველოს ისტორიული კვალის შესწავლა დაიწყო

ნანახია: 552 იერუსალიმის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბირ-ელ-ყუტის მონასტერში ქართულ-პოლონურ-ისრაელის სამეცნიერო ჯგუფების მიერ საქართველოს ისტორიული კვალის შესწავლის სამომავლო გეგმა მხარეთა თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე წარიმართება. თანამშრომლობის მემორანდუმს დღეს გეგუთის სასახლის არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწერა ხელი. დოკუმენტი  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ და ისრაელის არქეოლოგიური ლიცენზირების დეპარტამენტის დირექტორმა პროფ. ჯონ სელინგმანმა გააფორმეს. სამუშაო ვიზიტით ისრაელის სიძველეთა დეპარტამენტი სრული შემადგენლობით  საქართველოში არსებულ არქეოლოგიურ ობიექტებს, უძრავ ძეგლებს ...

Read More »

“”ნუ შემოიკრებთ გარს ჩანთის დამჭერებს…გარეთ მიაბრძანეთ მლიქვნელი მღვდლები…”

ნანახია: 638 პაპი ფრანცისკე ახალ ეპისკოპოსებს: “ნუ შემოიკრებთ გარს ჩანთის დამჭერებსა და ‘დიახ მეუფეო’-ებს, გარეთ მიაბრძანეთ მლიქვნელი მღვდლები… ნუ დაიმალებით საწერი მაგიდების უკან… ნუ იუკადრისებთ მათგან თანხმობის მიღებას, ვინც თქვენგავე საჭიროებს თანხმობას… არავის სჭირდება ეპისკოპოსები, რომლებიც კმაყოფილდებიან ოფიციალური შეხვედრებითა და სამუშაო დიალოგებით… გამოხდილი წყალივით გამოპრანჭულნი, რომლებმაც არაფერი იციან, არამედ საჭირონი არიან მოციქულები, რომლებმაც იციან მოსმენა, მათ შორის იმისაც, რაც არ ...

Read More »

თითო ნარმანია ყველა ქვეყანას – დანიაში მილიონი ხის დარგვას გეგმავენ

ნანახია: 419 დანიაში მილიონი ხის დარგვას გეგმავენ. როგორც გამოცემა „გარდიანი“ წერს, 14 სექტემბერს დანიაში გაიმართება ტელემარათონი, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში მილიონი ხის დასარგავად თანხის შეგროვება არის დაგეგმილი. ღონისძიება სახელწოდებით „დანია ხეებს რგავს“ ნაციონალური ტელეკომპანიის „ტივი2-ის“ ეთერში ორ-ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდება. იდეის ინიციატორები ამბობენ, რომ ხეების დარგვა ქვეყანაში ნახშირორჟანგის დონის შემცირებას და კლიმატურ პრობლემასთან გამკლავებაში დაეხმარება. ღონისძიება კოპენჰაგენის მახლობლად ტყეში გაიმართება, რა ...

Read More »

ღაზის სექტორში ომი შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს

ნანახია: 400 ღაზის სექტორში ომი შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. გამოცემა „უპის“ ინფორმაციით, სამხედრო კონფლიქტის დაწყების ალბათობა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე არსებობს. ისრაელში არჩევნები 17 სექტემბერს არის დაგეგმილი. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, არჩევნების თარიღი არავითარი ფაქტორი არ იქნება. მიმდინარე კვირაში ისრაელის არმიას და რადიკალურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის ურთიერთობა კიდევ ერთხელ დაიძაბა. სასაზღვრო ზონაში იყო შეიარაღებული ...

Read More »

ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებსაც უყვართ რუსეთი, ჩვენთან ასეთ ადამიანებს დასცინიან – ფინეთის პრეზიდენტი

ნანახია: 381 ფინეთისა და რუსეთის ურთიერთობების ხანგრძლივი და რთული გამოცდილება რუსული პროპაგანდის მიმართ იმუნიტეტს უზრუნველყოფს, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ კიევში მიმდინარე „იალტის ევროპული სტრატეგიის“ ფორუმზე განაცხადა. „როგორც იცით, ჩვენ რუსეთთან ურთიერთობების საკმაოდ ხანგრძლივი და ხშირ შემთხვევაში, რთული გამოცდილება გვაქვს. რაც შეეხება, რუსეთის ამჟამინდელ ზეწოლას, კერძოდ, დემოკრატიაზე ჰიბრიდულ თავდასხმებს, ამისთვის ჩვენი იარაღი ერთიანი საზოგადოებაა. დიახ, ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებსაც ...

Read More »

უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა თუ როგორ აპირებს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას

ნანახია: 402 უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დონბასში მშვიდობისმყოფელების განთავსების საკითხს სიფრთხილით ეკიდება, რადგან იქ აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის სცენარის გამეორება არ სურს. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა კიევში მიმდინარე „იალტის ევროპული სტრატეგიის“ ფორუმზე განაცხადა. ზელენსკის თქმით, ის თანახმაა, რომ მშვიდობისმყოფელები რუსეთ-უკრაინის საზღვარზე განთავსდნენ. „მე სიფრთხილით ვეკიდები დონბასში მშვიდობისმყოფელების განთავსების თემას. ვიცი, რომ წინა ხელისუფლება ამ საკითხს განიხილავდა. არ მინდა, დონბასში ...

Read More »