Home » უცხოეთი (page 116)

უცხოეთი

თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა

ნანახია: 1 096 თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სამხედროები გადატრიალების მოწყობას შეეცადნენ, თუმცა ამჟამად სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. უფრო ადრე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ათათუქრის აეროპორტში ტანკები გადაიყვანეს. ფოტო ტვიტერზეც გავრცელდა.

Read More »

ნიცაში ტერაქტის მომწყობის ნათესავები ჟურნალისტებს იარაღით ემუქრებიან

ნანახია: 965 ნიცაში, ტერაქტის სავარაუდოდ ჩამდენის, მუჰამედ მუხლელის ძმას არ სჯერა, რომ ტერორისტი ნამდვილად თავისი ძმაა და ამბობს, რომ შესაძლოა ეს სულ სხვა ადამიანია, მისი მოსახელე და მოგვარე. მისივე თქმით, მუხამედი არ იყო მორწმუნე და არც კი ლოცულობდა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერაქტის მომწყობის ნათესავები ჟურნალისტებს იარაღით ემუქრებიან.  

Read More »

ნიცას აეროპორტი მუშაობის ჩვეულ რიტმს უბრუნდება

ნანახია: 965 ნიცას აეროპორტში სიტუაცია რეგულირდება. მგზავრებს უკვე უშვებენ დარბაზში. -„როცა ბარგი პატრონის გარეშე რჩება, ჩვენ მისგან ვთავისუფლდებით და დღესაც ჩვეულებრივი მოქმედება განხორციელდა. აეროპორტი მუშაობის ჩვეულ რიტმს უბრუნდება“-განაცხადა აეროპორტის წარმომადგენელმა ჟერალდინ ჟირომ. აეროპორტი „ნიცა-ლაზურის სანაპირო“ ინგლისურ სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს, სადაც ტერაქტი განხორციელდა.

Read More »

საფრანგეთი დაღუპულებს გლოვობს, საგანგებო მდგომარეობა კიდევ სამი თვით გახანგრძლივდა

ნანახია: 1 192 საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ეროვნული გლოვა 16 ივლისიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მანუელ ვალსი ავრცელებს. საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საგანგებო მდგომარეობა კიდევ სამი თვით გახანგრძლივდა.    

Read More »

ნიცაში ტერაქტის მომწყობი ამოცნობილია

ნანახია: 1 216 ტელეარხის BFM-ის ინფორმაციით, ნიცაში ტერაქტი პოლიციისთვის ცნობილმა პირმა მოაწყო. ტერაქტის შემსრულებელი ამოიცნეს დოკუმენტებით, რომლებიც თან ჰქონდათ. ეს არის 1985 წელს დაბადეული ტინისელი წარმოშობის ფრანგი, რომელიც ადრე შემჩნეული იყო იარაღის უკანონო ტარებაში და სხვა დანაშაულებებში, მაგრამ არც ერთი არ იყო კავშირში ტერაქტთან. სატვირთო, რომლითაც დანაშაული იქნა ჩადენილი, დაქირავებული ჰქონდა, ტერორისტს თან აღმოაჩნდა პირადობის მოწმობა, იარაღი და ყუმბარა. სანაპიროზე მომხდარი ...

Read More »

ნიცაში ტერაქტის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა(ვიდეო)

ნანახია: 1 138 ნიცაში, ცნობილ ინგლისის სანაპიროზე მოსეირნე საზოგადოებაში უცნობი პირები მანქანით შევადრნენ, შემდეგ კი ცეცხლი გახსნეს. ზოგიერთი თვითმხილველის ინფორმაციით, ეს იყო თეთრი ფერის მიკროავტობუსი, სხვები კი ამბობენ, რომ ხალხში სატვირთო მანქანა შეიჭრა. მანქანის მძღოლი ლიკვიდირებულია. BFMTV-ის ინფორმაციით ტერაქტის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა.  

Read More »

ტეტჩერის მერე მეორე ქალი ბრიტანეთის პრემიერად

ნანახია: 989 დიდ ბრიტანეთს მეორე ქალი პრემიერი ეყოლება. მარგარეტ ტეტჩერის შემდეგ, ტერეზა მეი მეორე ქალი იქნება, ვინც ბრიტანეთის პრემიერი გახდება. დევიდ ქემერონს მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე შინაგან საქმეთა მინისტრი ტერეზა მეი შეცვლის. ის მოვალეობის შესრულებას ხვალიდან შეუდგება. ტერეზა მეის წინ რთული ამოცანა ელის – მან დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან უნდა გაიყვანოს.

Read More »

თვითმკვლელმა ტერორისტმა მეჩეთთან ახლოს თავი აიფეთქა

ნანახია: 1 035 საუდის არაბეთის ქალაქ მედინაში თვითმკვლელმა ტერორისტმა მეჩეთთან ახლოს თავი აიფეთქა. აფეთქების შედეგად ორი სამხედრო დაიღუპა. პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია. Al Arabiya ავრცელებს ინფორმაციას, რომ აფეთქება მოხდა ქალაქ ჯიდაშიც და ელ-კატიფშიც. ტელეარხის ცბობით, ამ ორ ქალაქშიც აფეთქებები მეჩეთთან ახლოს მოხდა.

Read More »

ისრაელი: Facebook გადაიქცა მონსტრად!

ნანახია: 1 187 სააგენტო  Re/Code-ს ინფორმაციით, ისრაელის უშიშროების მინისტრი გილად ერდანი პალესტინის მოსახლეობასთან შეტაკებაში Facebook-ს ადანაშაულებს. -„მსხვერპლის სისხლი Facebook-ის ხელზეა. Facebook  გადაიქცა მონსტრად! პალესტინელი ახალგაზრდები წაქეზდებიან და მერე ჩადიან მკვლელობებს Facebook-ის ხელმძღვანელობასთან დისკუსიებით“-აცხადებს ერდანი. მინისტრის განცხადებას უპასუხეს Facebook-ის წარმომადგენლებმა და განაცხადეს, რომ ისინი აქტიურად თანამშრომლობენ უსაფრთხოების სტრუქტურებთან და სოციალური ქსელი კრძალავს ყოველგვარი ძალადობის მოწოდებას. მათი თქმით Facebook-ზე არ ხდება ძალადობის და ...

Read More »

პუტინის პირადი არმია-მოქალაქეები ამბობენ, რომ რუსეთში 1937 წელი ბრუნდება

ნანახია: 1 238 ჯერ კიდევ აპრილში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ეროვნულ გვარდიას შექმნიდა, რომელსაც განუსაზღვრელი უფლებები ექნება. რუსეთის მოსახლეობამ მაშინვე განაცხადა, რომ მათთან 1937 წელი ბრუნდება. დღეს კი რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „ეროვნული გვარდიის“ შესახებ კანონს ხელი მოაწერა. უკვე დანამდვილებით ცნობილია, რომ გვარდია უშუალოდ პრეზიდენტს დაემორჩილება. კანონის თანახმად, ეროვნული გვარდიის, როგორც სახელმწიფო სამხედრო ორგანიზაციის დანიშნულება სახელმწიფოებრივი ...

Read More »