Home » უცხოეთი (page 7)

უცხოეთი

დიალოგი ავიასალონში ნაყინის თანხლებით დახურულ ფორმატში

ნანახია: 738 თურქეთის პრეზიდენტი რუსეთში ჩაფრინდა და პუტინთან ერტად ავიასალონი “მაკსი” გახსნა. პრეზიდენტებმა რუსული ახალი წარმოების გამანადგურებელი Су-57 და სამგზავრო ლაინერი МС-21 დაათვალიერეს. პუტინმა ტრადიციულად ნაყინი შეჭამა და თავად უყიდა ერდოღანსაც ერთი ცალი. სალონში კი ორი ქვეყნის პირველ პირს შორის დიალოგი დახურულ ფორმატში გაიმართა.

Read More »

მოსკოვის ცენტრში ღვთისმშობლის დედათა მონასტერში ხანძარი გაჩნდა

ნანახია: 412 მოსკოვის ცენტრში ღვთისმშობლის დედათა მონასტრის ერთ-ერთ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. მოსკოვის საგანგებო სამსახურების წარმომადგენლების თქმით,  ხანძარი შეეხო ორსართულიანი კორპუსის სახლს, რომელიც მდებარეობს როჟდესტვენკასთან, სახლი 20-ში. ხანძარი 400 კვადრატულ მეტრზე მოედო სამშენებლო მოედანს. წინასწარი მონაცემებით, ხანძარი ლოკალიზებულია, ინციდენტის მსხვერპლი არ არის.  

Read More »

პასუხისმგებლობა”ღილაკზე დაჭერის” და სხდომებზე არყოფნის გამო – ზელენსკი კანონებს ამკაცრებს

ნანახია: 579 ვლადიმერ ზელენსკის პარტიამ უკრაინის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა დააანონსა. პრეზიდენტის ოარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დაწესდება   სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა  “ღილაკზე დაჭერის” და სხდომებზე არყოფნის გამო, აგრეთვე დეპუტატებს ჩამოერთმევათ იმუნიტეტი. უკრაინის პრეზიდენტის პარტიის ინიციატივები განიხილება ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე, რომელიც  აგვისტოს ბოლოს შედგება.

Read More »

აშშ-ში ჰომოსექსუალების სერიული მკვლელი სიკვდილით დასაჯეს

ნანახია: 546 57 წლის გერი რეი ბოულზი ჰომოსექსუალების მკვლელობის გამო სეკვდილით დასაჯეს. როგორც დადგინდა, სერიული მკვლელი თავად იყო დაკავებული პროსტიტუციით, რაშიც ფულს იღებდა, თუმცა 32 წლის ასაკში, როცა მისგან ფეხმძიმედ მყოფმა ქალმა ყველაფერი გაიგო, მიატოვა და აბორტი გაიკეთა, გერიმ მთელი აგრესია კლიენტებისკენ მიმართა. მანიაკის ზედმეტსახელი “მკვლელი I-95” იყო, რადგან მსხვერპლს სულ ერთ ადგილას უსაფრდებოდა. მას როგორც პოლიცია ამბობს 9 ჰომოსექსუალი ...

Read More »

ეს არ არის კადრი ფილმიდან, ეს სამწუხარო რეალობაა!!!

ნანახია: 773 დედამიწის ფილტვები – ამაზონის ჯუგლები იწვის – ბრაზილიის კოსმოსის კვლევის სააგენტოს და NASA-ს მიერ გადაღებული სატელიტური სურათების მიხედვით მხოლოდ უკანასკნელი კვირის მანძილზე ამაზონის ჯუნგლებში 9,500-მდე ხანძრის კერა გაჩნდა. NASA-ს ნფორმაციით,  საერთო ჯამში მიმდინარე წელს ამაზონის ჯუნგლებში ხანძრების მაჩვენებელი ბოლო 15 წლის მანძილზე დაფიქსირებულ საშუალოზე დაბალია, თუმცა რონდონიას და ამაზონის შტატებში საშუალოს აღემატება. ამაზონის ტყეში ამჟამად მძვინვარე ხანძარს დიდი ...

Read More »

კანადის ულტიმატუმი რუსეთს

ნანახია: 638 უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს შესთავაზა G7-ში დაბრუნება გაცვალოს ყირიმზე. ზელენსკის თქმით, ამ ქმედებით რუსეთი აჩვენებს მსოფლიოს, რომ მზადაა დაიბრუნოს ადგილი ამ ფორმატში. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ რუსეთს G7-ში დაბრუნება შეეძლება მხოლოდ მას შემდეგ, როცა უკრაინას დაუბრუნებს ყირიმს და შეწყვიტავს ომს დონბასში. -“თუ რუსეთს უნდა დაბრუნება, ის უნდა წავიდეს ყირიმიდან და შეწყვიტოს ომი დონბასში”-განაცხადა ფრილანდმა.

Read More »

მერკელი და ჯონსონი რუსეთის G7-ში დაბრუნების წინააღმდეგნი არიან

ნანახია: 503 დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთის G7-ში დაბრუნების წინააღმდეგნი არიან, თუმცა ამბობენ, რომ სამომავლოდ შესაძლებელია ამ საკითხისადმი დაბრუნება, მაგრამ ამ დროისთვის არა. ეს განცხადება მათ ამერიკის პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ გააკეთეს, სადაც ტრამპმა თქვა, რომ ის თანახმაა ფორმატში რუსეთის რეინტეგრაციის. საფრანგეთის პრეზიდენტმა კი რუსეთისთვის დაბრუნების აუცილებელ მოთხოვნად დონბასში ომის შეწყვეტა დაასახელა.

Read More »

მაკრონის პოსტმა უკრაინელი დეპუტატები გააბრაზა

ნანახია: 432 რუსეთისა და საფრანგეთის პირველი პირების შეხვადრამ დიდი რეზონანსი გამოიწვია, მაკრონის რუსულ ენაზე დაწერილმა პოსტმა კი მწვავე კრიტიკაც დაიმსახურა. საკმაოდ მძაფრია რეაქცია კიევშიც. რადის დეპუტატმა  ირინა გარეშენკომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “ევროპელი ლიდერები პუტინს ემლიქვნელებიან და მომავალ წელს სანქციებსაც მოუხსნიან”-ო. დეპუტატის გაბრაზება გამოიწვია იმანაც, რომ მაკრონმა რუსეთს “ღრმა ევროპული ქვეყანა” უწოდა. იდეამ “ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე” გააბრაზა დეპუტატი ვლადიმერ არევი, რომელმაც ...

Read More »

პოლიტიკური კრიზისის გამო იტალიის პრემიერი თანამდებობას ტოვებს

ნანახია: 530 იტალიის პრემიერი თანამდებობას ტოვებს. ქვეყნის ლიდერმა სერჯიო მატარელამ უკვე მიიღო პრემიერის განცხადება გადადგომის თაობაზე. პრემიერმა ჯუზეპე კონტემ 20 აგვისტოს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით პოლიტიკური კრიზისი იტალიას სერიოზული რისკების წინაშე აყენებს და პრემიერი თავს უხერხულად და ამავე დროს ანგარიშვალდებულად გრძნობს. კონტემ გაკაცხადა, რომ სამთავრობო კაბინეტის მუშაობა იყო ნაყოფიერი და წუხს მის დაშლაზე.

Read More »

“არც მერის სავარძელი მჭირდება და არც თანამდებობები…”

ნანახია: 464 112 Украина»-ს ინფორმაციით, კიევის მერი ვიტაი კლიჩკო აცხადებს, რომ სულაც არ უნდა მერის სავარძელი. კლიჩკოს თქმით, მას საერთოდ არ აინტერესებს ხელმძღვანელი ჩინოვნიკის პოსტი, თუმცა ძალიან მოსწონს ქალაქის სახეცვლილებები. -გულახდილად ვიტყვი, მე მერის სავარძელი არ მჭირდება. არც თანამდებობები მჭირდება, მე დიდ სიამოვნებას ვიღებ პროექტების რეალიზაციიდან, რომელიც იწვევს უკეთეს ცვლილებებს კიევში. თუმცა არ გავამართლო კიეველების იმედები და წავიდე თანამდებობიდან არასწორი ...

Read More »