ესაუბრა დავით დოლიძე “ცუდი ტრადიცია იყო, რომ აღდგომის დღესასწაულს ადამიანები მიცვალებულებსუკავშირებდნენ, მაგრამ ჩვენი პატრიარქის დიდი ძალისხმევითა და შემწეობით, სწორი დასაბამიდაედო აღდგომის სწორად აღნიშვნას საქართველოში, რომ აღდგომას არ გავიდეთ საფლავზე”, – ამბობს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი, მამა პეტრე კოლხი, რომელსაცკონკრეტულად ამ საკითხზე ვესაუბრეთ – ქრისტეს აღდგომის შემდეგ, როდის უნდა გავიდეთმიცვალებულთა საფლავებზე. ჩვენ აგრეთვე დავინტერესდით მისაღებია თუ არა ეკლესიისთვის სასაფლაოზე ღრეობა. – აღდგომა არა მიცვალებულების, არამედ, ცოცხლების დღესასწაულია, ანუ სიკვდილი დათრგუნადა ქრისტე აღდგა. მაგრამ ჩვენში არაერთი ეკლესია სასაფლაოსთან მდებარეობს და აღდგომასქრისტიანები ერთმანეთს შეძახილებით, – “ქრისტე აღდგა!” ეგებებიან. შემდგომ ტაძრის გარშემოშემოტარება ხდება და იმ დროს სიმბოლურად საფლავებზეც დადებენ ხოლმე კვერცხს, შეძახილებით: ქრისტე აღდგა! ანუ იმის შესახსენებლად, რომ აღდგება თითოეული ადამიანი. ესტრადიცია არ არის ცუდი და აქ არც არაფერი შეზღუდვაა იმაში, რომ საფლავთან არ მიხვიდე, მაგრამუპირველესად უნდა გააცნობიერო, რომ რადგანაც ქრისტე აღდგა – ეს სიცოცხლის სიკვდილზეგამარჯვების დღესასწაულია და არა გლოვისა და მწუხარების. – ადრე ეშლებოდათო, მგონი, ეს დღესაც ეშლებათ… – ძირითადად აღარ ეშლებათ, მაგრამ მათ, ვისაც ეს ჯერ კიდევ გაცნობიერებული არ აქვს, საჭიროაშეხსენება, რომ აღდგომა მიცვალებულების დღე არ არის და ამ პერიოდში საფლავზე გლოვა არშეიძლება. თუ მაინცდამაინც მივლენ, საფლავს უნდა შეუძახონ, რომ ქრისტე აღდგა! რითაც დიდისიხარული შემოდის. მოკლედ, ამ ყველაფრისთვის უწმინდესმა დააწესა ასეთი დღესასწაულიკალენდარში, აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი, რომელსაც საფლავთა კურთხევის დღე, დიდუბობაჰქვია. შემდგომ კი კვირაცხოვლის სამშაბათი, ანუ თომას კვირის შემდეგ არის მიცვალებულთამოსახსენიებელი დღე. – წელიწადში მიცვალებულთა რამდენი მოსახსენიებელი დღე არსებობს? – შვიდი და მათგან კვირაცხოვლის სამშაბათია ერთ-ერთი, როცა ხდება მიცვალებულთაპანაშვიდების გადახდა. – ისე, საფლავზე გასვლის რიტუალიც საკმაოდ დამახინჯებულია. აღდგომის დღესასწაულზესაფლავზე შამფურებითა და 20 ლიტრიანი ბოცითაც მინახავს ადამიანები მისულები… – ეს სირცხვილია. საერთოდ, არა მარტო საფლავებზე ღრეობა, არამედ ღრეობა ოჯახებშიც. ეკლესიაგამიჯნულია ამ ქმედებისგან, მიუხედავად იმისა, რომ ტრაპეზი, ქართული სუფრა ღმერთისგანნაკურთხია. ეს ყველაფერი ძალიან მოზომილად უნდა მოხდეს. თან, ერთბაშად ადამიანი არშეიძლება ასე ხარბად შეექცეოდეს, რაც ხშირად ქართველებს გვახასიათებს. ყანწებს ვცლით, ლიტრობით ღვინოს ვსვამთ. თუ თითოეული ადამიანი ამას დააკვირდება, მიხვდება, რომ ამითუპირველესად მის ჯანმრთელობას ვნებს, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ. ზოგადად, სამწუხაროა, როცა ქრისტიანი ადამიანი მოუწესრიგებელია, არ აქვს მაღალი შეგნება. არ შეიძლება ადამიანიქრისტიანს უწოდებდეს საკუთარ თავს და აბინძურებდეს საფლავებს იქ მიტანილი საკვებისნარჩენებით. ზოგადად, არ უვლიდეს მიცვალებულთა საფლავებს და მინდობილი იყოს მხოლოდ იქმომსახურე პერსონალზე. ეს ყველაფერი ცოდვაა და ადამიანის უკიდურესი გაუკუღმართება. ქრისტე ასეთი არ იყო და ამას არ მოუწოდებდა სხვებს. ჰიგიენა და წესრიგი, სისუფთავის დაცვა, სასაფლაოს მოვლა რომ აუცილებელი რამ არის, ეს დაუწერელი კანონია. ნანახია: 337
Read More