You are here
ჯაბა ჯიშკარიანმა ყოფილ თანაგუნდელებს გაფრთხილება მისცა მთავარი პოლიტიკა 

ჯაბა ჯიშკარიანმა ყოფილ თანაგუნდელებს გაფრთხილება მისცა

საკრებულოს სხდომაზე  ჯაბა ჯიშკარიანმა განცხადება გააკეთა და ყოფილ თანაგუნდელებს გაფრთხილება მისცა. მისი თქმით ჯიშკარიანის ყოფილი კოლეგები მთაწმინდაზე მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ის “ნაციონალური მოძრაობის” წევრია. ჯაბა ჯიშკარიანმა “ქართული ოცნების” წევრებს მიმართა და განაცხადა, რომ თუ მსგავსი ხმების გავრცელება გაგრძელდება, ის თითოეულ მათგანს პასუხს გასცემს. ნანახია: 78

Read More
​პრეზიდენტმა 8 თავისუფლებააღკვეთილი და 3 პირობით მსჯავრდებული შეიწყალა მთავარი პოლიტიკა 

​პრეზიდენტმა 8 თავისუფლებააღკვეთილი და 3 პირობით მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს. ამის გარდა, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 3 პირობით მსჯავრდებული (მათ შორის 1 ქალი), რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან. ნანახია: 143

Read More
კანონი სექსუალურ შევიწროებაზე და ქალების ეკონომიკური გაძლიერება მთავარი პოლიტიკა 

კანონი სექსუალურ შევიწროებაზე და ქალების ეკონომიკური გაძლიერება

გენდერული თანასწორობის საბჭომ დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილა, მათ შორის იყო: პარლამენტის მიერ სექსუალური შევიწროების შესახებ მიღებული კანონმდებლობა, ანაზღაურების სხვაობის (Pay Gap) თემატიკა, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხები. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, პარლამენტის მიერ სულ ცოტა ხნის წინ მიღებულ სექსუალური შევიწროების შესახებ კანონმდებლობაზე გენდერული თანასწორობის საბჭომ საკმაოდ ბევრი იმუშავა. „მინდა გენდერული თანასწორობის საბჭოს მივულოცო ამ გადაწყვეტილების მიღება. ეს ჩვენი ერთობლივი მუშაობის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. ამ კანონმდებლობის იმპლემენტაცია დამოკიდებულია…

Read More
“პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს” მთავარი პოლიტიკა 

“პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს”

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტისა და გაფიცვის საკითხის ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს: “პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს. ამავე დროს მიმაჩნია, რომ ხაზი უნდა გაესვას ევროპული სტანდარტის დანერგვის აუცილებლობას და პირველ რიგში, როცა ეს ეხება შრომის უსაფრთხოებას, რომელიც მაღაროებში ძალიან აქტუალურია. თანამედროვე ევროპული საქართველო თავის მოსახლეობას ისეთ სამუშაო გარემოს უნდა უქმნიდეს, რომ ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და ჯანმრთელობა ეფექტურად იყოს დაცული”- წერს საქართველოს პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ დილიდან აქციას უამრავი ადამიანი შეუერთდა. გაფიცულებს სოლიდარობას ჭიათურის მცხოვრებლებიც უცხადებენ. „მაღაროელების გაფიცვით კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ყოველდღე მილიონი ლარით ზარალდება, ქვეყნისთვის…

Read More
თბილისის მერი საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა მთავარი პოლიტიკა 

თბილისის მერი საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად, ჩრდილოეთ საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის (პარიზის რეგიონის) ვიცე-პრეზიდენტს, ჟერომ შარტიეს შეხვდა. თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საქალაქო ტრანსპორტისა და ნარჩენების მართვის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე. თბილისის მერმა ვიცე-პრეზიდენტს ამ მიმართულებით თბილისში არსებული გამოწვევები, ასევე,  განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო. კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის პოლიტიკის  მნიშვნელოვან  პრიორიტეტებად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზაცია,  მეტროსადგურების სრული რეაბილიტაცია და ნარჩენების მართვა დაასახელა. დედაქალაქის მერმა ფრანგულ მხარესთან წარმატებული თანამშრომლობის მაგალითად ფრანგული კომპანია „სისტრა“ დაასახელა.  როგორც კახა კალაძემ აღნიშნა,  თბილისისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის…

Read More
“ტექინსპექტირებაში პრობლემებია, სერვისი არ მიეწოდება მუნიციპალიტეტებს…” მთავარი პოლიტიკა 

“ტექინსპექტირებაში პრობლემებია, სერვისი არ მიეწოდება მუნიციპალიტეტებს…”

ტრანსპორტის და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ამბობს, რომ ტექინსპექტირებაში პრობლემებია და ეკონომიკის მინისტრს მოუწოდებს, დროულად დანიშნოს აკრედიტაციის სააგენტოს დირექტორი. „დღემდე ტექინსპექტირების სერვისი არ მიეწოდება შემდეგ მუნიციპალიტეტებს: ქედა, შუახევი, ხულო, ადიგენი, ასპინძა, ყაზბეგი, თიანეთი, მესტია, ცაგერი, მარტვილი, ლენტეხი. პრობლემა არის, რომ ბიზნესინტერესის გამო, ალბათ, კომპანიებს ურჩევიათ, რომ ასეთი სერვისი მიაწოდონ ქალაქის ცენტრებში, მაგრამ ეკონომიკის სამინისტროს ის დანაპირები, რომ ეს იქნებოდა გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი, სამწუხაროდ, არ არის შესრულებული“ – აცხადებს მესხიშვილი. მისი თქმით, საქართველოს ბევრ მუნიციპალიტეტს ავტომობილების ტექინსპექტირების სერვისი არ მიეწოდება, მაშინ როდესაც ეკონომიკის სამინისტრო საუბრობდა, რომ ახალი რეფორმა გეოგრაფიულად ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა….

Read More
“ნდობის საკითხს არ სჭირდება კვლევები, ყველაზე კარგი და გამჭვირვალეა არჩევნები” მთავარი პოლიტიკა 

“ნდობის საკითხს არ სჭირდება კვლევები, ყველაზე კარგი და გამჭვირვალეა არჩევნები”

NDI კვლევების მიხედვით, საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის საქმიანობას ძალიან კარგად რესპონდენტთა 3% აფასებს, კარგად 17% , 44% საშუალოდ, 17% – ცუდად. ამ კვლევებს პრემიერი გამოეხმაურა და განაცხადა: -“„რაც შეეხება, ზოგადად, ნდობის საკითხს და ვექტორს, რა ვექტორითაც ჩვენ ვავითარებთ საქართველოს, ამას არ ჭირდება მხოლოდ სოციალური კვლევები, ყველაზე კარგი და გამჭვირვალეა არჩევნები. მოგეხსენებათ, რამდენინე დღის წინ იყო და შედეგი ყველამ დავინახეთ, მადლობას ვუხდი საზოგადოებას ნდობისთვის, კარგად გვესმის ბევრი პრობლემაა, მაგრამ ამავე დროს, ვპირდებით საზოგადოებას, რომ იმ გზებს, რომლითაც წარმოგვიდგენია ამ პრობლემების გადაჭრა, აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე”. მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ქვეყნის განვითარების ვექტორზე მოსახლეობის აზრის…

Read More
„შენების მოძრაობის“ მთავარი ამოცანა, „ოცნების“ დამარცხებაა…” მთავარი პოლიტიკა 

„შენების მოძრაობის“ მთავარი ამოცანა, „ოცნების“ დამარცხებაა…”

„შენების მოძრაობის“ ლიდერი, დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ  „შენების მოძრაობის“ მთავარი ამოცანა, „ოცნების“ დამარცხებაა და მისი მოძრაობის წევრები, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, არანაირი ტიპის აქციაში მონაწილეობას არ გეგმავენ. „ბოლო აქცია, რომელშიც სააკაშვილთან ერთად მივიღე მონაწილეობა, ეს იყო 2003 წლის ნოემბერი, „ვარდების რევოლუცია“ რომ ერქვა. მას შემდეგ 15 წელია მასთან ერთად არანაირ აქციაში მონაწილეობა არ მიმიღია და არც ვგეგმავ“, – აღნიშნა უსუფაშვილმა. ნანახია: 56

Read More
“რაც მეტი ძალაუფლება აქვს ხელისუფლებას, მით უფრო ირყვნება” მთავარი პოლიტიკა 

“რაც მეტი ძალაუფლება აქვს ხელისუფლებას, მით უფრო ირყვნება”

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევებს თბილისის ყოფილი მერი დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ივანიშვილის მიმართ საზოგადოებას ძალიან ბევრი ნეგატივი დაუგროვდა და უარყოფითი რეიტინგიც იმიტომ დაიდო. “არაფორმალური საქმიანობა სძაგს ქართველ ხალხს. ეს ადამიანი მხოლოდ არჩევნების წინ ჩნდება და შემდეგ ისევ იკარგება. ამიტომ ხალხისთვის ივანიშვილი “გადამგდებია” და თაღლითად მიაჩნიათ. რაც შეეხება კახი კალაძეს და სერგეენკოს, რომლებიც რეიტინგის მიხედვით დადებითად შეაფასა მოსახლეობამ, ისინი ასე თუ ისე ჩანს, რომ საქმეს აკეთებენ. თუმცა საყოველთაო ჯანდაცვა თავიდან კარგად დაიწყო და სამწუხაროდ შავ ხვრელად იქცა ბიუჯეტისთვის” – აღნიშნავს უგულავა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენად მოახერხებს მათი პარტიის კანდიდატი…

Read More
“ვისურვებდი ყველა მინისტრი იყოს ჩემზე მაღლა რეიტინგით და გაკეთებული საქმეებით” მთავარი პოლიტიკა 

“ვისურვებდი ყველა მინისტრი იყოს ჩემზე მაღლა რეიტინგით და გაკეთებული საქმეებით”

NDI-ის გამოკითხვის მიხედვით სერგეენკოსა და კალაძეს 40% აქვს, მათ საზპგადოება დადებითად აფასებთ. დედაქალაქის მერი და მმართველი პარტიის გენერალური მდივანი ამბობს, რომ ის მოსახლეობის კეთილგანწყობას ყოველდღიურად გრძნობს და ისურვებდა, მის თანაგუნდელებს მასზე მაღალი რეიტინგი ჰქონდეთ. „ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე ყოველდღიურ რეჟიმში მაქვს შეხვედრა მოსახლეობასთან. ზუსტად ის დამოკიდებულება, რასაც  მე ვგრძნობ ყოველდღიურ რეჟიმში დედაქალაქის მოსახლეობისგან ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ვისურვებდი,რომ ყველა მინისტრი იყოს ჩემზე მაღლა რეიტინგის თვალსაზრისით,გაკეთებული საქმეებით. ეს ჩემთვის, ჩემი გუნდისთვის იქნება დადებითი და პირველ რიგში ქვეყნისთვის,“-აცხადებს კახა კალაძე. ნანახია: 91

Read More