Home » პოლიტიკა (page 523)

პოლიტიკა

„ეს არის სრულიად ახალი ნაბიჯი ახალი საქართველოსკენ და ეს არის ახალი ქართული ეკონომიკა“

ნანახია: 1 243 საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სიცოცხლისუნარიან სექტორს – მაღალ ტექნოლოგიებზე და ინოვაციებზე დაფუძნებულ ეკონომიკას, 9 სრულიად ახალი იდეა და დაფინანსებული ბიზნესი შეემატა – „სტარტაპ საქართველოს“ პროექტის მეორე ეტაპის კონკურსში გამარჯვებული პროექტების ავტორები დღეს დააჯილდოვეს. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. სრულიად ახალი ნაბიჯი ახალი საქართველოსკენ და ახალი ქართული ეკონომიკა –  ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა პროექტი „სტარტაპ საქართველო“. „ეს არის ეკონომიკის ტრანსფორმაცია ...

Read More »

43.95 მილიონი ევრო ევროკავშირისგან საქართველოს

ნანახია: 1 222 ევროკავშირმა საქართველოს სხვადასხვა სფეროში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად 43.95 მილიონი ევრო უსასყიდლო გრანტის სახით გამოუყო. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ეს სფეროებია: ვაჭრობისა და ბიზნესის განვითარება, პროფესიული განათლება და დასაქმება, სოფლის მეურნეობა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაცია. ფულადი სახსრების გამოყოფა მოხდა აგრეთვე საქართველოს მართლმსაჯულების სექტორის, საჯარო მმართველობის, საჯარო ფინანსების მართვისა და რეგიონული განვითარების პოლიტიკის მხარდასაჭერად.  თითოეულ სექტორში არსებული მდგომარეობის შეფასების ...

Read More »

მიხეილ ჯანელიძე მედიას შეხვდება და 2016 წელს შეაჯამებს

ნანახია: 1 113 დღეს, NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მედიას შეხვდება და 2016 წელს  შეაჯამებს. შეხვედრის მიმდინარეობისას საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჟურნალისტებს გააცნობს მიმდინარე წლის განმალობაში საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებს და მომავალი წლის პრიორიტეტებს. მიხეილ ჯანელიძე ისაუბრებს სამინისტროს საქმიანობაზე, როგორც ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის მიმართულებით, ყურადღებას გაამახვილებს ორმხრივ და მრავალმხრივ ...

Read More »

საახალწლო კორპორატიული მიღება პარლამენტში (ვიდეო)

ნანახია: 1 347 პარლამენტის სასახლეში, სადღესასწაულო, ყოველწლიური კორპორატიული მიღება გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს და დეპუტატებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. „მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო! პირველად მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ყველას ერთად მოგესალმოთ და ყველას ერთად მოგმართოდ – საქართველოს პარლამენტის წევრებს, საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს. ძალიან მიხარია, რომ ამ განსაკუთრებულ დღეს მაქვს ამის შესაძლებლობა – ყველა ერთად, წინასწარ, აღვნიშნავთ ...

Read More »

“მემარცხენე ალიანსმა” ყაჩაღური საპროცენტო განაკვეთების წინააღმდეგ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა

ნანახია: 1 217  „მემარცხენე ალიანსმა“ წლის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა და  ყაჩაღური საპროცენტო განაკვეთების საკითხზე საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა “მემარცხენე ალიანსის” თავმჯდომარე კახა ძაგანიამ თანაგუნდელებთან ერთად პარტიის ცენტრალურ ოფისში დღეს გასული წლის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. პარტიამ ყაჩაღური საპროცენტო განაკვეთების წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა. „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარემ საქართველოს მოსახლეობას პარტიის მიერ განხორციელებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინიციატივისა და მიღწეული შედეგების შესახებ მოკლე ...

Read More »

განათლების რეფორმა იწყება

ნანახია: 1 172 საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი-განათლების რეფორმა იწყება. რეფორმის პრეზენტაციას, მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა ღონისძიების დამსწრეთ- პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებს, უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და მათ, როგორც რეფორმის მონაწილეებს, წარმატებები უსურვა. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, განათლების რეფორმა მთლიანად ორიენტირებულია ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე. “განათლება არის თავი და თავი განვითარებისა და პროგრესის. განათლების სისტემის მნიშვნელოვანი ...

Read More »

„გვახსოვდეს, ერთმანეთის გაძლიერებით, ერთმანეთის გვერდში დგომით ჩვენ თვითონაც ვძლიერდებით“

ნანახია: 1 450 გიორგი მარგველაშვილიდა მაკა ჩიჩუა  აქციას  – “იყიდე ქართული“ შეუერთდნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქციის ფარგლებში, პრეზიდენტმა და პირველი ლედიმ საახალწლოდ ოჯახისთვის ავლაბრის ბაზარში,  სასურსათო მაღაზიაში ქართული წარმოების პროდუქტები და მაღაზია „იმერში“ ქუთაისის ფაბრიკაში შეკერილი სამოსი შეიძინეს. საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი მოუწოდებენ საზოგადოებას, შეუერთდნენ აქციას და შეიძინონ ქართული პროდუქცია. დღესვე საქართველოს პრეზიდენტი მეორე აქციასაც შეუერთდა. გიორგი მარგველაშვილი ქველმოქმედ აკა ...

Read More »

კვიციანის ბრალდება, სესიაშვილის პასუხი და არჩეული აბესაძე

ნანახია: 1 394 თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ირაკლი აბესაძე აირჩიეს. ირაკლი აბესაძე კომიტეტის თავმჯდომარედ ოპოზიციის კვოტით იყო წარდგენილი. ირაკლი აბესაძის კანდიდატურას 12-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. აღნიშნულ საპარლამენტო თანამდებობაზე „პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან წარდგენილი იყო ემზარ კვიციანი, თუმცა კვიციანის კანდიდატურა კენჭისყრაზე არ დამდგარა, რადგან კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, “პატრიოტთა ალიანსის“ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის სამივე კვოტა აქვს ...

Read More »

გამზარდიას წინასაახალწლო რჩევები პრემიერს, თუ სურს 2017 წლის ბოლოსაც პრემიერის რანგში შეხვდეს…

ნანახია: 1 342 არჩილ გამზარდია წინასაახალწლო რჩევები წინასაახალწლო რჩევები პრემიერს თუ სურს 2017 წლის ბოლოსაც პრემიერის რანგში შეხვდეს – მაქსიმალურად იმუშაოს საკადრო და ადამიანური რესურსების საკითხებზე. კვირიკაშვილის შეუპოვრობამ აღმასრულებელ ხელისუფლებაში სიახლე არ შეეტანა, ფაქტია რომ ვერ გაამართლა: აუცილებლად და სასწრაფოდ არის მინისტრთა კაბინეტიც გადასახალისებელი; ასევე უწყებათა ხელმძღვანელების მოადგილეების კუთხით (მიბაძონ სხვა მინისტრებმაც მღებრიშვილს მოადგილეებთან მიმართებაში); ძალიან ბევრ რეგიონში აუცილებლად გადასახალისებელია ადგილობრივი ...

Read More »

30-წლიანი პაუზის შემდეგ, კურორტი მიტარბი სრულიად ახალ სიცოცხლეს იძენს

ნანახია: 1 251 30-წლიანი პაუზის შემდეგ, კურორტი მიტარბი სრულიად ახალ სიცოცხლეს იძენს, – კურორტი ოფიციალურად დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად, გახსნა. სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ახალი, საქართველოში უპრეცედენტო მოდელი – ასე შეაფასა მთავრობის მეთაურმა 150-მილიონიანი ინვესტიციის განაწილება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის, რომლის შედეგად, სახელმწიფომ ააშენა საბაგირო გზა, გაარემონტა გზები, ხოლო კერძო კომპანია “ჯიარდისი” ახორციელებს ინვესტიციებს ...

Read More »