Home » პოლიტიკა (page 6)

პოლიტიკა

“ქართული მარში” “პატრიოტთა ალიანსის” აქციას უერთდება

ნანახია: 85 “ქართული მარში” საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებს და ხვალ “პატრიოტთა ალიანსის” მიერ დაგეგმილ აქციას უერთდება. ამის შესახებ განცხადება “ქართული მარშის” სახელით სანდრო ბრეგაძემ გააკეთა. ბრეგაძე აცხადებს, რომ მარშელები არ უერთდებიან, იმავე დღეს, მოძრაობა “სირცხვილიას” და სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილ აქციას და ამ აქციის ორგანიზატორების მიმართ სიძულვილის ენა და ჰომოფობიური ლექსიკაა გამოყენებული.

Read More »

გერმანულ მოდელზე მსჯელობა შეუძლებელია სამართლებრივი მიზეზით

ნანახია: 84 ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ე.წ. გერმანული მოდელი, კონსტიტუციურ მოცემულობასთან თავსებადი არ არის. ამის შესახებ მან განცხადება უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. “რაც შეეხება გერმანულ მოდელს, ამაზე 2016 წელსაც იყო საუბარი. გერმანული მოდელი არ არის თავსებადი იმ კონსტიტუციურ მოცემულობასთან, რომელიც არის ჩამოყალიბებული. ანუ, კონსტიტუციასთან არ არის თავსებადი. აქედან გამომდინარე, ამაზე მსჯელობა არის შეუძლებელი სამართლებრივი მიზეზით,” – ამბობს ირაკლი კობახიძე.

Read More »

“ოცნების” ოფისში უმრავლესობის შეხვედრამ ხმაურის ფონზე ჩაიარა

ნანახია: 124 “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის შეხვედრა დასრულებულია. შეხვედრამ ხმაურიანი აქციისა და შეხლა-შემოხლის ფონზე ჩაიარა. უმრავლესობის საგანგებო შეკრების პარალელურად, ქართული ოცნების” ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, სადაც მოქალაქეებმა შენობის პიკეტირება რამდენჯერმე სცადეს. ამის საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. დაპირისპირებისას სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის, რამდენიმე პირიც დაშავდა. საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, თუკი სადმე დაფიქსირდება რაიმე სახის ძალადობა, ამას შესაბამისი რეაგირება ...

Read More »

სტაბილურობის შენარჩუნება არის ჩემი მთავარი საზრუნავი და ხალხის მოთხოვნა

ნანახია: 108 საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს: -პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობიდან და პოლარიზაციიდან გამომდინარე, ჩვენი ერთობლივი მონაპოვრის – სტაბილურობის შენარჩუნება არის ჩემი მთავარი საზრუნავი და ხალხის მოთხოვნა. ამ მოთხოვნას ყველამ პატივი უნდა ვცეთ. ჩვენი საზოგადოება გადაიღალა მუდმივი სკანდალებითა და კრიზისებით. მას სჭირდება პერსპექტივის დანახვა და არა დაუსრულებლად, ...

Read More »

რეალურად რა მოქმედებს ლარზე ნეგატიურად!..

ნანახია: 364 რატი აბულაძე ეკომომიკის დოქტორი რეალობა რთულია. ზოგიერთი მაკროეკონომიკური ინდიკატორი აჩვენებს დადებით ტენდენციას (ეკონომიკური ზრდა, საგარეო ვაჭრობა უცვლელი სასაქონლო ჯგუფის სტრუქტურით, შემოსავლები ტურიზმიდან), ხოლო დანარჩენი ინდიკატორი – უარყოფითს (პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, დასაქმება და უმუშევრობა). მდგომარეობას ამძიმებს გაცვლითი კურსის გაუფასურება, მაღალი ინფლაცია და საგარეო ვალი. პრაქტიკულად, ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ პოლიტიკას აქვს ეკონომიკის მოკლევადიანი სტიმულირების ეფექტი და არ გააჩნია გრძელვადიანი ...

Read More »

„ვებრძოდით სააკაშვილის რეჟიმს და მივიღეთ მას დამსგავსებული, ახალი სახედაკარგული ოცნება“

ნანახია: 1 075 ეკა ბესელია -მინდა მივმართო მათ, ვინც ახლა ცდილობს გაამართლოს ,, ქართული ოცნება” და მისი ლიდერი. საკუთარი ამომრჩეველი, მომხრე, თანამებრძოლი მოატყუა, გააბითურა, დაცინა მმართველმა პარტიამ და მისმა ლიდერმა! ჯერ წარსული ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედებს, ჯალათ მოსამართლეებს გაუხსნა გზა და უვადოდ აღაზევა, ახლა მთავარი დანაპირები უკან წაიღო! რა განსხვავებაა წინა რეჟიმსა და ამ მოქმედებებს შორის. ვებრძოდით წლები სიცოცხლის რისკის ფასად სააკაშვილის ...

Read More »

პროტესტი უნდა იყოს მწვავე! – ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა

ნანახია: 194 „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. ოპოზიცია შეთანხმდა, რომ დაიწყონ ერთობლივი აქციები და აიძულონ ხელისუფლება ვადამდელი პროპორციული არჩევნები ჩატარდეს. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება.

Read More »

დაკავებულ ექიმს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ნანახია: 228 9 და 11 ნოემბერს ახმაჯისა და ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. სოფელ კოდისწყაროს მკვიდრები, რამაზ ზადიშვილი და ზურაბ ტუხიაშვილი და გრემისხევის მკვიდრი დავით მიშელაშვილი ე.წ. სასამართლომ ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა. რაც შეეხება ვაჟა გაფრინდაშვილს, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალგორის დეფაქტო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

Read More »

თალაკვაძე ოპონენტებს – კარგად მოემზადეთ არჩევნებისთვის…

ნანახია: 147 არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხვალ, 16 ნოემბერს 11 საათზე უმრავლესობის სხდომა გაიმართება. მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ოპონენტებს მოუწოდა “კარგად მოემზადონ არჩევნებისთვის”. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ოცნების ოფისში არჩილ თალაკვაძე მედიის კითხვებს პასუხობს. საგანგებო ბრიფინგი “ოცნებაში” (პირდაპირი)

Read More »

საგანგებო ბრიფინგი “ოცნებაში” (პირდაპირი)

ნანახია: 184 პარლამენტის თავმჯდომარე ბრიფინგს მართავს. არჩილ თალაკვაძის ბრიფინგი Gepostet von ქართული ოცნება / Georgian Dream am Freitag, 15. November 2019

Read More »