Home » პოლიტიკა (page 658)

პოლიტიკა

საქართველომ კარგად იშრომა და ეს მალე უნდა იქნას აღიარებული

ნანახია: 1 058 საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი ამბობს, რომ საქართველომ დააკმაყოფილა ყველა პირობა ვიზალიბერალიზაციისთვის. -„ნათელი იყო ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსთვის, რომ ეჭვგარეშეა, საქართველომ დააკმაყოფილა ყველა პირობა… და ახლა ეს საკითხი ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანამ – ჰოლანდიამ უნდა ჩართოს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (COREPER II) უახლოეს სხდომაზე… თუმცა ყველა წევრმა სახელმწიფომ ნათლად აღიარა ფაქტი, რომ საქართველომ წარმოუდგენლად ...

Read More »

„თავისუფალი დემოკრატები“-ხელისუფლების მხრიდან არის ხელის შეშლის მცდელობა!

ნანახია: 1 116 „თავისუფალი დემოკრატები“ განცხადებას ავრცელებენ. -„უახლოეს დღეებში სამეგრელოს რეგიონში პარტია ‘’თავისუფალი დემოკრატები’’ წარადგენს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს. შესაბამისად ყველა რაიონში მიმდინარეობს საარჩევნოს შტაბების ჩამოყალიბება და პარტიული ორგანიზაციების ახალი წევრებით შევსების პროცესი. ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციის გზით მუდმივად არის მცდელობა ხელი შეეშალოს ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ მუშაობას. ‘’თავისუფალი დემოკრატები’’ მოვუწოდებთ ხელისუფლებას იყოს საკუთარი განცხადებების ერთგული, ვგულისხმობთ თავისუფალი არჩევნების დემოკრატიულ, სამართლიან გარემოში ჩატარების ქცევის კოდექსის ...

Read More »

ქცევის კოდექსის განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება

ნანახია: 1 139 საქართველოს პრემიერის საგანგებო განცხადებას უმრავლესობის  ლიდერი, ზვიად კვაჭანტირაძე ეხმიანება და ამბობს, რომ უმრავლესობა ეთანხმება კვირიკაშვილის განცხადებას და მომავალი კვირიდან ქცევის კოდექსის განხილვა დაიწყება. -„მივესალმები პრემიერის გადაწყვეტილებას. იგი აბსოლუტურად ეხმიანება უმრავლესობის პოზიციას. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა და უკვე მომავალი კვირიდან, აუცილებლად განვიხილავთ ქცევის კოდექსს. ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩართულია წინასაარჩევნო პროცესში, უნდა იყოს პასუხისმგებელი ამ პროცესის ხარისხზე” – ...

Read More »

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა 26 ივნისს ჩატარდება

ნანახია: 1 251 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა 26 ივნისს 17:00 საათზე, ახალ სპორტის სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩა #2), გაიმართება.        

Read More »

ჯოზეფ დოლი საქართველოს მთავრობას მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ნანახია: 1 072 “ევროპის სახალხო პარტიის” პრეზიდენტი ჯოზეფ დოლი საქართველოს მთავრობას ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ჯოზეფ დოლი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს. “ევროპის სახალხო პარტია სთხოვს საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის მერაბიშვილი, შემოდგომას დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე”, – წერს დოლი. “ევროპის სახალხო პარტიის” პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ ვანო მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივება უკანონო იყო. “პოლიტიკურად ...

Read More »

პრემიერის საგანგებო განცხადება

ნანახია: 880 საქართველოში საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი საგანგებო განცხადებით მიმართავს პოლიტიკურ ძალებს, სახელმწიფო უწყებებსა და საზოგადოებას. “უპირველეს ყოვლისა, მოვუწოდებ ყველას, უმოკლეს დროში მივიღოთ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ ძალთა ქცევის კოდექსი, რომელსაც, იმედი მაქვს, ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა შეუერთდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაშია აღნიშნული. ცნობილია, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო უკვე იხილავს ამ საკითხს, რაც უდავოდ მისასალმებელია, თუმცა ...

Read More »

კახა კოჟორიძე: კანონპროექტი ჩიხური მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეს

ნანახია: 1 157 ტელეკომპანიების წარმომადგენლები წინასაარჩევნოდ უფასო სარეკლამო დროსთან დაკავშირებულ კანონპროექტზე უკმაყოფილებას გამოხატავენ და კანონპროექტზე ვეტოს დადებას ითხოვენ, თუმცა პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე იმედოვნებს, რომ საქმე აქამდე არ მივა. როგორც კახა კოჟორიძემ ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სამუშაო შეხვედრა შედგა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ საკითხზე მუშაობას გააგრძელებს. „მინდა მოვუწოდო საქართველოს პარლამენტს, გამონახოს ყველა გზა და საშუალება იმისთვის, რომ კანონპროექტი ჩიხური მდგომარეობიდან ...

Read More »

სავჩენკო: არავის ვუსურვებ ასეთ მეზობლობას!..

ნანახია: 1 022 ჩვენ და საქართველოს საერთო მტერი გვყავს, ეს ჩვენი საერთო მეზობელია,- ამის შესახებ უკრაინელმა სამხედრო მფრინავმა და  რადას დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ სტრასბურგში, ჟუნრალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ევროპამ, უკრაინასა და საქართველოს, კონკრეტული ქმედებებით მხარი უნდა დაუჭიროს. “არავის ვუსურვებ ასეთ მეზობლობას. ევროპამ უნდა გააცნობიეროს, რომ ასეთი მეზობლის ყოლა ადვილი არ არის და თუკი ჩვენ საზღვარს ბრძოლით ვიცავთ, მათ მხარი უნდა დაგვიჭირონ თანმიმდევრულობით და კონკრეტული მხარდამჭერი ქმედებებით”- განაცხადა ...

Read More »

არავითარი ინტერესი გარდა ქვეყნის ინტერესისა, არ გამაჩნია

ნანახია: 1 034    კონფერენციაზე ”საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო” , ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში პირადი ბიზნესი არ აქვს და არავითარი ინტერესი გარდა ქვეყნის ინტერესისა, საქართველოში არ გააჩნია. -„არავითარი ინტერესი გარდა ქვეყნის ინტერესისა, არ გამაჩნია. თანამდებობის ძიებაში მე არა ვარ, არც ბიზნესს ვაკეთებ საქართველოში და ამას მინდა, ხაზი გავუსვა. ჩემი როლი არ არის დღეს ბიზნესში პირადული, რადგან პირადი ბიზნეს ინტერესები საქართველოში ...

Read More »

კირვალიძე ივანიშვილს: დღეს მკითხაობას რაღა აზრი აქვს?!.

ნანახია: 1 241 პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ბიძინა ივანიშვილის იმ სიტყვებს ეხმიანება, რომელიც მან მედიასთან შეხვედრის დროს ვლადიმერ პუტინთან მიმართებაში გააკეთა: –„რას გადაწყვეტს პუტინი და როგორ მოიქცევა ჩვენ არ ვიცით. ჩვენ ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ქვეყანა გავაერთიანოთ. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ივანიშვილს ჯერ კიდევ პრემიერმინისტრობის რანგში ყოფნისას უნდა გაერკვია, რას გადაწყვეტდა პუტინი და როგორ მოიქცეოდა. -„ივანიშვილისგან ამ ...

Read More »