Home » პოლიტიკა (page 667)

პოლიტიკა

ენმ-ის საარჩევნო შტაბს ნიკა მელია უხელმძღვანელებს

ნანახია: 1, 251    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბს ნიკა მელია უხელმძღვანელებს.  საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დავით ბაქრაძემ წარადგინა.    -„იყო საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იმ გუნდის, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, არის ძალიან საპასუხისმგებლო. ჩვენ გვჭირდება ბევრი ახალი ენერგია გარედან, ბევრი ახალგაზრდა და არა მხოლოდ ახალგაზრდა, რომელიც ჩაებმება იმ ფერხულში, რომელსაც  ქვეყნის განვითარება ჰქვია“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

Read More »

ლადო ბედუკაძე პოლიტიკაში წავიდა

ნანახია: 1, 167 პოლიტიკური გაერთიანების „ცენტრისტების“ თავმჯდომარემ თემურ ხაჩიშვილმა დღეს მედიას და საზოგადოებას გაერთიანების ლიდერი ლადო ბედუკაძე წარუდგინა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ახალი პარტია არჩევნებში მონაწილეობისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.  

Read More »

თემურ ხაჩიშვილი: ივანიშვილის მტრები ჩემთან ნუ მოხვალთ!

ნანახია: 1, 242 პოლიტიკური გაერთიანების „ცენტრისტების“ თავმჯდომარემ თემურ ხაჩიშვილმა დღეს მედიას პარტიის მიზნები და ამოცანები გააცნო. მან აქვე გააკეთა ხაზგასმა იმაზე, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დიდი სიტყვა სთქვა ბიძინა ივანიშვილმა, ხაჩიშვილის თქმით მის პარტიაში ივანიშვილის მტრებს არაფერი ესაქმებათ. -„ბიძინა ივანიშვილის მტრები ჩემთან ნუ მოხვალთ!“-განაცხადა ხაჩიშვილმა.

Read More »

მანუჩარ მაჩაიძე: ასეთ ხალხთან პარტიაში ვერ ვიქნები!

ნანახია: 1, 081    „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, თბილისის საკრებულოს  დეპუტატმა მანუჩარ მაჩაიძემ დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ის პარტიას ტოვებს. -„ჩემთვის მიუღებელია „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიაში იყოს რუსთავი 2-ის ტელეწამყვანის, დიანა ჯოჯუას მეუღლე ნიკოლოზ რამიშვილი. ასეთ ხალხთან პარტიაში ვერ ვიქნები. რამიშვილის კანდიდატურას პარტიის პოლიტაბჭომ მხარი დაუჭირა, სწორედ ეს გახდა ჩემი პარტიის დატოვების მიზეზი“-განაცხადა ბრიფინგზე მაჩაიძემ. ცნობილი გახდა ისიც, რომ ...

Read More »

“თავისუფალი დემოკრატები”-ს მორიგი საპროტესტო აქცია

ნანახია: 1, 154 “თავისუფალი დემოკრატები” ე.წ. “კაბელების საქმეზე დაკავებული პირების მხარდასაჭერად 16 ივნისს მორიგ საპროტესტო აქციას სააპელაციო სასამართლოსთან გამართავენ. აქცია 14:00 საათზე დაიწყება.

Read More »

ზაზა ხატიაშვილი: ფეოდალური სახელწმიფო ხარო, გვითხრეს…

ნანახია: 1, 388    ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი, ლევან მურუსიძის ფაქტორიდან გამომდინარე, ხელისუფლების მხრიდან გირგვლიანის საქმეზე აპელირებას “სირცხვილს” უწოდებს და იუსტიციის მინისტრს აკრიტიკებს. ამის შესახებ განცხადება ხატიაშვილმა გადაცემა არჩევანში გააკეთა. „ყოფილ პრემიერს ჯემპრი ჩამოაცვეს თავზე და გაიყვანეს ისე მთავარ პროკურორთან იმიტომ, რომ ქვეყნის ფაქტიურ მართველ ვიღაც ფეოდალს ასიამოვნონ. თავად ივანიშვილმა კი თქვა, რომ მერე რა, რომ გაიყვანესო. ეს არის სისხლის ...

Read More »

მარინა ჩაჩუა: სულ ახლახანს გავაცნობიერე 1978 წელს დაშვებული ჩვენი შეცდომა

ნანახია: 1, 343     პროგრესულ – დემოკრატიული მოძრაობის, დევნილთა ორგანიზაციის აფხაზეთის სექტორის კურატორი მარინა ჩაჩუა აცხადებს, რომ პრობლემა მხოლოდ პაატა ზაქარეიშვილში არ არის და „პრობლემა ის გძლევადიანი პროექტია, რაც შეპარვით შემოგვიგდეს და ჩანერგეს, პროექტის რეალიზაცია გრძელდება თავისი დამცავი მექანიზმებით, პაატა კი შესანიშნავი შემსრულებელია, ანუ პაატა – შედეგია“.  დევნილ ქალბატონს შედეგებთან ბრძოლა  წყლის ნაყვად მიმაჩნია. -„დიდი ისტორიკოსი მე არა ვარ, მაგრამ უახლესი ისტორიაც ...

Read More »

26 მაისი გამოძიებული არ არის ბოლომდე და მერაბიშვილს პოლიტპატიმრად გვიცხადებენ

ნანახია: 1, 339    „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ვანო მერაბიშვილის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ბრიფინგს ესწრებოდნენ 2011 წლის 26 მაისის მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა ნაწილი, რომლებიც სისხლიანი სადამსჯელო სპეცოპერაციის დროს იქნენ ნაწამები და შემდეგ დაპატიმრებულები. „უპირველეს ყოვლისა მინდა აღშფოთება გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ამ ადამიანის საქმე პრაქტიკულად, რომელიც ეხლა ჩემს ზურგს უკან არის, სტრასბურგის სასამართლომ ...

Read More »

ხელისუფლება ნუ გაერთობა 2030 წლისათვის მოვლენების ჭვრეტით!

ნანახია: 1, 684 „ქართული პლატფორმის“ დამფუძნებელი, პროფესორი მიხეილ ჯიბუტი ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაცია „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ რუბიკონად აქცია, როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე „მაპი“. -„ლუქსემბურგში გამართულ ევროპის კავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე (ა.წ. 9 ივნისი), რომელიც მიგრაციულ კრიზისს მიეძღვნა, სხვა საკითხებთან ერთად უმთავრესი ადგილი დაეთმო არალეგალურ მიგრანტებთან მიმართებაში დეპორტაციის მექანიზმის აქტიურად და მაშტაბურად გამოყენების დაწყებასა და ამ ღონისძიებების დაფინანსებას. ამ ...

Read More »

მოხედეთ, ბატონო ბიძინა, ხაშურს, თორემ გაგატანთ ჩვენს თვითდაჯერებულ , პატივცემულ გამგებელს!

ნანახია: 1, 242 ”რეგიონულ ხელისუფლებაში კვალიფიკაციის პრობლემა გვაქვს. ბევრი იყო წინააღმდეგი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის, რომელიც კბილებით გავიტანეთ და ბევრს არ უნდოდა. დღესაც ძალიან ბევრი შფოთავს, რომ გამგებელს ვერაფერს მოუხერხებ, არავის არ ესმის, თან ამ დროს არ იცის, ასეთი შემთხვევები ბევრია. ჩემი პოზიცია უნდა აიტანოთ – თუ გინდა რომ ისწავლო, საიდან გინდა მოიყვანო ამდენი გამგებელი და მცოდნე უეცრად? ეს გამოცდილება რეგიონებში არ ...

Read More »