“ბაჩოს მიუსაჯეს რუსეთის ჯაშუშების საქმეზე, სადაც მთავარი მოწმე ბედუკაძე იყო…”
პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეში ბრალდებული ნიკოლოზ ძიმცეიშვილიც და მას ოთხი წლით პატიმრობა მიესაჯა. სასამართლო განხილვები ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სასამართლოს განაჩენს ბრალდებული სოციალური ქსელით გამოეხმაურა. -ერთია, როცა დანაშაულს დაგაბრალებენ, მეორეა, როცა ამ სახით აშკარა შეურაცხყოფას გაყენებენ. ეს განაჩენი, ეს სასამართლო, მთლიანად ეს ხელისუფლება დაკავებულია ჩემთვის ისეთი შეურაცხყოფის მოყენებით, რომელმაც სამუდამოდ უნდათ გამანადგუროს მორალურად; მაგრამ ამ შეურაცხყოფაზე ჩემი ერთადერთი პასუხი იქნება ის, რომ რამდენი წელიც არ უნდა დაჭირდეს ყველაფერს…
Read More