Home » სამართალი (page 10)

სამართალი

ზესტაფონის გამგებლის ყოფილი მოადგილე დაკავებულია

ნანახია: 475 სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე პროკურატურამ ზესტაფონის გამგებლის ყოფილი მოადგილე დააკავა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე ხ.გ. დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ გამგებლის მოადგილე ხ.გ.-ს, რომელიც იმავდროულად სახელმწიფო შესყიდვების შესახებ სამუშაოს შესრულების ხელშეკრულებების ინსპექტირების ჯგუფს ხელმძღვანელობდა, სამუშაოების ხარისხის დადგენა, ზედამხედველობის განხორციელება, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება ...

Read More »

მოძალადე დედას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ნანახია: 376 პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი სისტემატური ძალადობისთვის დედას 4  წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა   თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სისტემატური ძალადობისთვის  ბრალდებული ი.კ. დამნაშავედ ცნო. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2016 წლის აგვისტოდან 2018 წლის 10 მაისის ჩათვლით, ქ.თბილისში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ი.კ. სისტემატურად ...

Read More »

სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულებები და გამოუძიებელი საქმეები – საიას კვლევა

ნანახია: 374 “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” საკითხზე – სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულებები და გამოუძიებელი საქმეები, კვლევა ჩაატარა. ორგანიზაციაში 2017-2018 წლებში მომხდარი ფაქტები შეისწავლეს და განაცხადეს, რომ როდესაც საქმე ეხება სამართალდამცველების დანაშაულებებს, გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს, ან საერთოდ არ ხდება საქმის აღძვრა, ან არ დგინდება დამნაშავის ვინაობა. კვლევას საია ექსპერტებთან და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს. „გამოძიების მხრივ, რომ კონკრეტულ შედეგამდე მივიდეს და ...

Read More »

სასამართლომ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა

ნანახია: 403 გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, ენმ-ს წევრი დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნუნუ ნესმიწვერიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეწყვეტის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საქმის არსებით განხილვაზე დაცვის მხარემ 15 ათასზე მეტი მოქალაქის ხელმოწერა წარადგინა, რაც ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეწყვეტის საფუძველი იყო.

Read More »

ზვიად კუპრავა გლდანის მერვე დაწესებულებაშია გადაყვანილი

ნანახია: 379 “სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა დააკავეს – სამართალდამცველები მის ოფისში გამთენიისას მივიდნენ. ზვიად კუპრავა გლდანის მერვე დაწესებულებაშია გადაყვანილი. მისი დაკავების მომენტში ადგილზე იმყოფებოდნენ კუპრავას მეუღლე, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები გაერთიანებული ოპოზიციიდან. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება რამდენიმე თვის წინ სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტს, რომლის გამოც კუპრავას გირაო შეეფარდა, რამდენიმე დღის წინ კი კუპრავას მიერ ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილს ფიზიკური ...

Read More »

სწავლების სრული კურსის გავლის დამადასტურებელი ყალბი სერტიფიკატი

ნანახია: 391 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი პროფესიული სერტიფიკატებისა და ბარათების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ ბათუმში, ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და გაასაღა ელექტრიკოსის სწავლების სრული კურსის გავლის დამადასტურებელი ყალბი სერტიფიკატი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 180-ე მუხლის პირველი ...

Read More »

რვა მოსამართლე უვადოდ დაინიშნა

ნანახია: 377 იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რვა მოსამართლე უვადოდ განაწესა. უვადოდ განწესების მსურველ მოსამართლეებთან დაკავშირებით კენჭისყრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს გაიმართა. კენჭი ეყარა მოსამართლეებს, რომლებსაც სამ წელზე მეტი გამოცდილება აქვთ და თანამდებობაზე სამ წლიანი გამოსაცდელი ვადით იყვნენ დანიშნული. უვადოდ განწესდნენ მოსამართლეები: ნატრული აკობია – ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, 12-ხმით ორის წინააღმდეგ, ეკა არეშიძე – თბილისის საქალაქო სასამართლოში, 14 ხმით,  სრული მხარდაჭერა, გია ბერაია  – ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ...

Read More »

ქუდულ სამყაროსთან ბრძოლის ფარგლებში შსს ინიციტივით კანონში ცვლილებებიც შევიდა

ნანახია: 574 ქუდულ სამყაროსთან ბრძოლის ფარგლებში შსს ინიციტივით კანონში ცვლილებებიც შევიდა. გაფართოვდა ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩამონათვალი. სისხლის სამართლით დასჯადი გახდა” ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა; ქურდული სამყაროს წევრისათვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა; ქურდულ შეკრებაშაში მონაწილეობა; ასევე უკვე ცნობილია, რომ ე.წ. ქუჩური გარჩევები სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება.ქუჩური გარჩევის პრევენციაში ჩართულები იქნებიან მართლწესრიგის ოფიცრები. ის ინსიტუტი, რომლის წარმომადგენლებიც უკვე გამოჩნდნენ ...

Read More »

დავით კირკიტაძე პატიმრობაში რჩება

ნანახია: 355 გურჯანიის სასამართლომ დავით კირკიტაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარის შუამდგომლობა, პოლიტიკოსი გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინა, მოსამართლემ არ გაითვალისწინა. სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის ვერსია, რომ კირკიტაძე შესაძლოა, მიმალულიყო. ადვოკატის განმარტებით კი, მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის სხვა საქმეზე სააპელაციო ინსტანციის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან. დავით კირკიტაძის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის, განცხადებით, თვითონ სასამართლოს განაჩენში წერია, რომ მიმალვის საფრთხე ბრალდების მხარეს სათანადოდ დასაბუთებული არა ...

Read More »

შსს სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელს ამკაცრებს

ნანახია: 438 შინაგან საქმეთა სამინისტრო სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელს ამკაცრებს – საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი უკვე შემუშავებულია გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და პრევენციის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული ძალადობის (მათ შორის სექსუალური ხასიათის ძალადობის) წინააღმდეგ ბრძოლა და ასეთი კატეგორიის დანაშაულების არასრულწლოვანი მსხვერპლების ინტერესებზე მორგებული გამოძიების ...

Read More »