You are here
არასრულწლოვანზე ძალადობა – პოლიციელი ამოცნობისთანავე დააკავეს მთავარი სამართალი 

არასრულწლოვანზე ძალადობა – პოლიციელი ამოცნობისთანავე დააკავეს

რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქურდობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი თემურ ასლამაზაშვილი ბოლნისის პოლიციაში საშინლად აწამეს. არასწრულწლოვანი სასტიკად სცემეს და ბოთლზე დასმით დაემუქრნენ. შემდეგ კი ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა აქციაც დააანონსა და იმ უპრეცედენტო ძალადობის გაპროტესტება მოითხივა,  რაც ბოლნისის პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვანი პირის მიმართ მოხდა. ვრცლად “ექვს საათზე მივიდეთ ფეოდალის სასახლესთან და ეს ძალადობა გავაპროტესტოთ!” ამ დროისთვის კი, არასრულწლოვანმა, რომელიც სამართალდამცველებს ცემაში და სექსუალური ხასიათის მუქარაში ადანაშაულებდა,  კიდევ ერთი პოლიციელი ამოიცნო. ის ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში ამოცნობისთანავე დააკავეს. მოზარდის მტკიცებით, სწორედ ნიკოლოზ ქოჩიშვილია ერთ-ერთი სამართალდამცველი, ვინც მას ფიზიკურად გაუსწორდა და ხელი მოტეხა. „ბოლნისის რაიონული…

Read More
საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა მთავარი სამართალი 

საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში ბრალდებული გ.ჭ. დამნაშავედ ცნო. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.ჭ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა საბრძოლო მასალა – 23 ცალი, ქარხნული წესით დამზადებული, 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის სამხედრო დანიშნულების ვაზნა, განკუთვნილი 7,62 მმ კალიბრის ,,კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატებისთვის – ,,AK-47“, ,,AKC-47“, ,,AKM“, კარაბინისთვის ,,СКС“, ხელის ტყვიამფრქვევებისთვის ,,РПД“, ,,РПК“ და სხვა., რასაც 2018 წლის 31 აგვისტომდე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ქ.თბილისში მდებარე მის საცხოვრებელ ბინაში. სამართალდამცველებმა გ.ჭ. 2018 წლის 31 აგვისტოს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის…

Read More
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა კანდიდატურები მოხსნეს მთავარი სამართალი 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა კანდიდატურები მოხსნეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლის შესარჩევი კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა, თუმცა საქალაქო სასამართლოში მის უვადოდ გამწესებაზე იმსჯელებენ. ჟურნალისტების შეკითხვაზე, აპირებს თუ არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატობაზე განაცხადის გაკეთებას, მიქაუტაძემ აღნიშნა, რომ ამას არ გამორიცხავს, თუმცა ჯერ განაცხადი არ შეუვსია. გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამმა წევრმა ვასილ მშვენიერაძემ, ირაკლი ბონდარენკომ და რევაზ ნადარაიამ კანდიდატურები მოხსნეს. ნანახია: 183

Read More
პოლიციამ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებზე თავდამსხმელი 1 პირი განყოფილებაში გადაიყვანა მთავარი სამართალი 

პოლიციამ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებზე თავდამსხმელი 1 პირი განყოფილებაში გადაიყვანა

თავდასხმა “კურიერის” გადამღებ ჯგუფზე – წყალტუბოში “კურიერის” გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ედიშერ მუშკუდიანს და ბაკურ ჩიხლაძეს თავს 5-ზე მეტი პირი დაესხა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც “კურიერის” ჟურნალისტები პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. გადამღები ჯგუფი წყალტუბოში, იმ გოგონას ოჯახში იმყოფებოდა, რომელიც 7 თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული. დაკავებულის ახლობლებმა და მეზობლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს, მას შემდეგ კი როდესაც ედიშერ მუშკუდიანი და ბაკურ ჩიხლაძე ავტომობილში სხდებოდნენ, მათ თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. ედიშერ მუშკუდიანი და ბაკურ ჩიხლაძე ამ დროისთვის ქუთაისის “ევექსის” კლინიკაში არიან გადაყვანილი. ედიშერ მუშკუდიანს მრავლობითი მოტეხილობები და თვალის კაკლის დაჟეჟილობა აღენიშნება. ექიმების…

Read More
ხორავას ქუჩის საქმე – ცრუ ინფორმაციის მიწოდება და ცრუ ჩვენების მიცემა მთავარი სამართალი 

ხორავას ქუჩის საქმე – ცრუ ინფორმაციის მიწოდება და ცრუ ჩვენების მიცემა

სასამართლომ ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და ცრუ ჩვენების მიცემაში არასრულწლოვანი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  დ.ღ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. გამოძიებით და სასამართლო განხილვის შედეგად დადგინდა, რომ  დ.ღ-მ ჩაიდინა ხორავას ქუჩაზე ორი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეში ცრუ ინფორმაციის მიწოდება და ცრუ ჩვენების მიცემა.  ბრალდების დადგენილების მიხედვით, დ.ღ-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო და იცოდა რა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებასა და სასამართლოს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით. კერძოდ, გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას დ.ღ-მ მიუთითა, რომ…

Read More
უზენაესმა გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა მთავარი სამართალი 

უზენაესმა გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განაჩენზე, რომლითაც  ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ცნობილი იყო  დამნაშავედ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით) და სასჯელის ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, განსაზღვრული ჰქონდა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჩამორთმეული ჰქონდა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლის და ექვსი თვის ვადით. ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე ახალი გარემოებების გამორკვევა და მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალდების გამოტანა მოხდასაქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული განახლებული გამოძიების ფარგლებში. მას სტრასბურგის სასამართლოსგადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ზედამხედველობას უწევდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი სტრასბურგის ადამიანისუფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელმაც განმარტა შემდეგი: „სასამართლოგაოგნებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებები – შსს, გამოძიების საწყის სტადიაზე დაშვებულიდარღვევებით; პროკურატურა, გამოძიების შემდგომ ეტაპზე დაშვებული სხვა დარღვევებით; სასჯელაღსრულების დეპარტამენტი,მსჯავრდებულების ერთ საკანში უკანონოდ მოთავსებით; შიდა სასამართლოები, არასრულფასოვანი სასამართლო განხილვებითა დამსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებით; საქართველოს პრეზიდენტი, მსჯავრდებულების მიმართ გაუმართლებელილმობიერების გამოვლენით, და ა.შ. – ყველა ერთად, ხმაშეწყობილად მოქმედებდა იმ მიზნისთვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობისსაქმეზე როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება.“ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ  2006 წლის 27 იანვარს, 23:00 საათისთვის ქ.თბილისში,კაფე „შარდენში“ იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე – თ.მ., შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციურიუსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი – დ.ა., ამავე დეპარტამენტის თანამშრომელი – ო.მ., შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურიინსპექციის უფროსი – ვ.ს., შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი – გ.დ. და  მათთან დაახლოებული პირები ა.კ. და თ.მ. ამავე ბარში, მოგვიანებით მივიდა თ.მ.-სთან ახლო ურთიერთობაში მყოფი ალექსანდრე გირგვლიანი, მეგობარ ლ.ბ.-სთან ერთად. ალექსანდრე გირგვლიანსა და თ.მ.-ს შორის პირად საკითხებზე გაიმართა დაძაბული საუბარი, რა დროსაც ალექსანდრე გირგვლიანმაუცენზურო სიტყვებით მოიხსენია თ.მ.-ს სუფრის წევრები. აღნიშნულის გამო, დ.ა.-ს დავალებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისსამმართველოს  უფროსმა გ.ა.-მ და მასთან ერთად მყოფმა ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა – ა.ღ.-მ და დ.ქ.-მ, ქუჩაში მყოფიალექსანდრე გირგვლიანი და ლ.ბ. ძალის გამოყენებით  ავტომანქანაში ჩასვეს და  ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზეგაიტაცეს, სადაც ალექსანდრე გირგვლიანის გვამი მრავლობითი დაზიანებებით  იქნა  ნაპოვნი 2006 წლის 28 იანვარს. ალექსანდრე გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყებისთანავე, შს მინისტრმა, ი.მ.-მდადასტურებულად იცოდა, რომ დანაშაულში იმხილებოდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი, ამავედეპარტამენტის თანამშრომლები: გ.ა., ა. ღ., მ.ბ., ა.ა. და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლები; მისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ  „შარდენ ბარში“, სადაც ი.მ.-ს დაქვემდებარებაში მყოფი უწყების თანამშრომლებთან ერთად  იმყოფებოდა  მისი მეუღლე, ალექსანდრე გირგვლიანსა და დ.ა.-ს მაგიდის წევრებს შორის მოხდა  ინციდენტი,  რაც გახდა ალექსანდრე გირგვლიანის მიმართანგარიშსწორების მოტივი; დ.ა. წარმოადგენდა ალექსანდრე გირგვლიანის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულის ინიციატორს;  ამდანაშაულის აღსრულებაში მონაწილეობდა ოთხზე მეტი პირი და ყველა მათგანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცერი….

Read More
16  წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედება და თვითმკვლელობამდე მიყვანა მთავარი სამართალი 

16 წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედება და თვითმკვლელობამდე მიყვანა

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილ ქმედებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში  ბრალდებული მ.თ.  დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ    მ.თ.-მ 2018 წლის მარტში სოციალური ქსელითარასრულწლოვანი გოგონა გაიცნო, რომელსაც სოციალურ ქსელ ,,FACEBOOK“-ის პირად პროფილზე შიშველი ფოტოები გადააგზავნინა, შემდეგ კი არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედება განახორციელა. ასევე მ.თ.-ს მოთხოვნით გოგონამ ინტიმური ფოტო-ვიდეო ფაილებიგადაიღო და მ.თ-ს გადაუგზავნა. 2018 წლის აგვისტოში მ.თ. სოციალური ქსელით ისევ დაუკავშირდა არასრულწლოვანს და  მუქარით და იძულებით ინტიმური ხასიათისვიდეოს გადაღება მოსთხოვა. მ.თ.-ს მხრიდან განხორციელებული მუქარის, სასტიკი მოპყრობის, მისი პატივის და ღირსებისსისტემატური დამცირების გამო არასრულწლოვანმა გოგონამ 2018 წლის 15 აგვისტოს  საცხოვრებელი სახლის აივანზე  თავიჩამოიხრჩო. სამართალდამცველებმა მ.თ. 2018 წლის 17 აგვისტოს ქ.ოზურგეთში დააკავეს.   მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლისკოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედება) და  115-ე მუხლით  (თვითმკვლელობამდე მიყვანა)  წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მ.თ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლითთავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ნანახია: 157

Read More
საგანგებო ბრიფინგი შსს-ში მთავარი სამართალი 

საგანგებო ბრიფინგი შსს-ში

შინაგან საქმეთა სამინისტროში არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის ბრიფინგი გაიმართა. როგორც ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, ადმინისტრაციული წესით, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის სამართალდამცველების მიერ დაკავებულია 5 პირი, ხოლო გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 2 საქმეზე. „როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, დღეს პოლიციის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. სწორედ ამ მიზნით, საპოლიციო ძალები გადავანაწილეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასევე, არაერთხელ მოვუწოდეთ ყველას, მათ შორის კოორდინატორებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და მხარდამჭერებს, რომ დაეცვათ კანონი და საფრთხე არ შეექმნათ არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებისთვის”, – განაცხადა მეზვრიშვილმა. შს მინისტრის…

Read More
პროკურატურის შუამდგომლობით კიდევ ორი პოლიტპატიმარი გამართლდა მთავარი სამართალი 

პროკურატურის შუამდგომლობით კიდევ ორი პოლიტპატიმარი გამართლდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით,  სააპელაციო სასამართლომ ორი პოლიტპატიმრის მერაბ რატიშვილის და ჯონი ბაბილოძის მიმართ, რომლებსაც გაყალბებული მტკიცებულებების და ცალმხრივი, არასრულყოფილი გამოძიების საფუძველზე წარუდგინეს ბრალი, გამამართლებელი განაჩენები დაადგინა. ბიზნესმენი მერაბ რატიშვილი ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციურ მოძრაობას აფინანსებდა და ხელისუფლების მოქმედებებს აქტიურად აპროტესტებდა.  სწორედ მისი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, დასჯის და პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოცილების მიზნით,  იგი 2007 წლის 26 ოქტომბერს, „სოდ“ – ის თანამშრომლებმა თბილისში, ქიაჩელის ქუჩაზე  დააკავეს, რა დროსაც ავტომანქანასა და საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკული საშუალება ,,მეტადონი“ ჩაუდეს. გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე მერაბ რატიშვილი   დამნაშავედ იქნა ცნობილი დიდი…

Read More
ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა მთავარი სამართალი 

ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ გელა კვარაცხელიას, რომელსაც 14 მაისს გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსსა და მის თანმხლებ პირებზე თავდასხმა ედება ბრალად, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გელა კვარაცხელიას პროცესზე ადვოკატი არ ჰყავდა და მან თავად მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, თუმცა მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა.   ნანახია: 139

Read More