Home » სამართალი (page 21)

სამართალი

პოლიციამ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებზე თავდამსხმელი 1 პირი განყოფილებაში გადაიყვანა

ნანახია: 759 თავდასხმა “კურიერის” გადამღებ ჯგუფზე – წყალტუბოში “კურიერის” გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ედიშერ მუშკუდიანს და ბაკურ ჩიხლაძეს თავს 5-ზე მეტი პირი დაესხა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც “კურიერის” ჟურნალისტები პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. გადამღები ჯგუფი წყალტუბოში, იმ გოგონას ოჯახში იმყოფებოდა, რომელიც 7 თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული. დაკავებულის ახლობლებმა და მეზობლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს, მას შემდეგ კი როდესაც ედიშერ მუშკუდიანი და ...

Read More »

ხორავას ქუჩის საქმე – ცრუ ინფორმაციის მიწოდება და ცრუ ჩვენების მიცემა

ნანახია: 662 სასამართლომ ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და ცრუ ჩვენების მიცემაში არასრულწლოვანი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  დ.ღ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. გამოძიებით და სასამართლო განხილვის შედეგად დადგინდა, რომ  დ.ღ-მ ჩაიდინა ხორავას ქუჩაზე ორი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეში ცრუ ინფორმაციის მიწოდება და ცრუ ჩვენების ...

Read More »

უზენაესმა გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა

ნანახია: 869 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განაჩენზე, რომლითაც  ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ცნობილი იყო  დამნაშავედ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით) და სასჯელის ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, განსაზღვრული ჰქონდა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის ...

Read More »

16 წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედება და თვითმკვლელობამდე მიყვანა

ნანახია: 746 ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილ ქმედებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში  ბრალდებული მ.თ.  დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ    მ.თ.-მ 2018 წლის მარტში სოციალური ქსელითარასრულწლოვანი გოგონა გაიცნო, რომელსაც სოციალურ ქსელ ,,FACEBOOK“-ის პირად პროფილზე შიშველი ფოტოები გადააგზავნინა, შემდეგ კი არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედება განახორციელა. ასევე მ.თ.-ს მოთხოვნით გოგონამ ინტიმური ფოტო-ვიდეო ფაილებიგადაიღო და მ.თ-ს გადაუგზავნა. 2018 წლის აგვისტოში მ.თ. სოციალური ქსელით ისევ დაუკავშირდა არასრულწლოვანს და  მუქარით და იძულებით ინტიმური ხასიათისვიდეოს გადაღება მოსთხოვა. მ.თ.-ს მხრიდან განხორციელებული მუქარის, სასტიკი მოპყრობის, მისი პატივის და ღირსებისსისტემატური დამცირების გამო არასრულწლოვანმა გოგონამ 2018 წლის 15 აგვისტოს  საცხოვრებელი სახლის აივანზე  თავიჩამოიხრჩო. სამართალდამცველებმა მ.თ. 2018 წლის 17 აგვისტოს ქ.ოზურგეთში დააკავეს.   მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლისკოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედება) და  115-ე მუხლით  (თვითმკვლელობამდე მიყვანა)  წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მ.თ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლითთავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

Read More »

საგანგებო ბრიფინგი შსს-ში

ნანახია: 618 შინაგან საქმეთა სამინისტროში არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის ბრიფინგი გაიმართა. როგორც ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, ადმინისტრაციული წესით, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის სამართალდამცველების მიერ დაკავებულია 5 პირი, ხოლო გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 2 საქმეზე. „როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, დღეს პოლიციის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. სწორედ ამ მიზნით, საპოლიციო ...

Read More »

პროკურატურის შუამდგომლობით კიდევ ორი პოლიტპატიმარი გამართლდა

ნანახია: 684 საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით,  სააპელაციო სასამართლომ ორი პოლიტპატიმრის მერაბ რატიშვილის და ჯონი ბაბილოძის მიმართ, რომლებსაც გაყალბებული მტკიცებულებების და ცალმხრივი, არასრულყოფილი გამოძიების საფუძველზე წარუდგინეს ბრალი, გამამართლებელი განაჩენები დაადგინა. ბიზნესმენი მერაბ რატიშვილი ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციურ მოძრაობას აფინანსებდა და ხელისუფლების მოქმედებებს აქტიურად აპროტესტებდა.  სწორედ მისი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, დასჯის და პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოცილების მიზნით,  ...

Read More »

ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ნანახია: 708 ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ გელა კვარაცხელიას, რომელსაც 14 მაისს გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსსა და მის თანმხლებ პირებზე თავდასხმა ედება ბრალად, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გელა კვარაცხელიას პროცესზე ადვოკატი არ ჰყავდა და მან თავად მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, თუმცა მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა.  

Read More »

“ექვს საათზე მივიდეთ ფეოდალის სასახლესთან და ეს ძალადობა გავაპროტესტოთ!”

ნანახია: 881 ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი ყველას მოუწოდებს, დღეს, 6 საათზე პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან შეიკრიბონ და გააპროტესტონ ის უსამართლობა და უპრეცედენტო ძალადობა, რაც ბოლნისის პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვანი პირის მიმართ მოხდა. “საღამოს ექვს საათზე ყველანი უნდა მივიდეთ ფეოდალის სასახლესთან და ეს ძალადობა გავაპროტესტოთ. მივიდეთ შუშის სასახლესთან და მოვითხოვოთ შინაგან საქმეთა მინისტრის და გენერალური პროკურორის გადადგომა. ჩვენ იქიდან არ ...

Read More »

სახელმწიფო დაცვის ყოფილ უფროსს ბრალი წარუდგინეს

ნანახია: 706 საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე ბრალი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ოთარ ქველიძესაც წარუდგინეს. პროკურატურა მას მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას მსგავსად, ქვეყნის ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება. საქმე ეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან რვა მილიონი ლარის გაფლანგვას. ბრალდების მტკიცებით, ეს თანხა 2009 -2013 წლებში არამიზნობრივად იყო გახარჯული, მათ შორის თანხა უცხოეთში ვიზიტებისას ყოფილი პრეზიდენტის სასტუმროების, სტილისტების, მასაჟისტის, მზარეულის და ავტომანქანების ...

Read More »

პროკურატურამ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

ნანახია: 608 2019 წლის 14 მაისს  სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში  გამოძიება დაიწყო სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გასულ,  სავარაუდოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით. ასევე,  ამავე მუხლით  დაიწყო გამოძიება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე,  ლევან ხაბეიშვილის მიერ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან  დაკავშირებით.  

Read More »