Home » სამართალი (page 40)

სამართალი

ხორავას ქუჩაზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნანახია: 1 130 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 1 დეკემბერს თბილისში, აკ. ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც გ.ბ.-მ არასრულწლოვან ლ.დ.-ს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ.დ. ...

Read More »

51-ე სკოლის დაჭრილი მოსწავლე გარდაიცვალა

ნანახია: 1 166 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, 14:10 საათზე შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა. მიღებულ შეტყობინებაზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ოპერატიულად მივიდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს ორი არასრულწლოვანი, ...

Read More »

ესპერტიზისა და დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ ლიკვიდირებულთა შორის ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია

ნანახია: 1 070 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამერიკელი კოლეგების დახმარებით და ესპერტიზისა და დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ ლიკვიდირებულ პირებს შორის ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია. სპეციალური ბრიფინგში ამ თემაზე უწყებაში რამდენიმე წუთის წინ გაიმართა. “დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მათი მაიდენტიფიცირებელი არანაირი დოკუმენტი არ ჰქონიათ. აღნიშნული პირების იდენტიფიკაციის პროცესში ჩართული არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. გამოძიების ფარგლებში დგინდება, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული პირები საქართველოში და დგინდება მათი შესაძლო კავშირი ...

Read More »

ვინ იყო ხორვატი გენერალი, რომელმაც ჰააგის ტრიბუნალის სხდომაზე თავი მოიკლა

ნანახია: 1 489 29 ნოემბერს, ხორვატიის არმიის გენერალმა სლობოდან პრალიაკმა თავი მოიკლა. მან ჰააგის ტრიბუნალის სხდომაზე საწამლავი დალია. საერთაშორისო ტრიბუნალმა ყოფილი იუგოსლავიის საქმეზე აპელაციის განხილვისას გენერლის ბრალი დაადასტურა. მას ბოსნიელი მუსლიმების წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში სდებდნენ ბრალს. თვითმკვლელობის შემდეგ ნიდერლანდების პოლიციამ სასამართლოს დარბაზი დანაშაულის ადგილად გამოაცხადა. ის მსახურობდა ხორვატიის შეიარაღებულ ძალებში, ასევე ხორვატიის თავდაცვის საბჭოში – ბოსნია-ჰერცეგოვინის ხორვატთა შეიარაღებულ ორგანიზაციაში. საბჭო იუგოსლავიის დაშლის შემდეგ შეიქმნა და 1995 წლამდე ...

Read More »

ესპანეთში ქართველები დააკავეს

ნანახია: 1 094 ესპანეთის სამართალდამცავებმა 20 ქართველი დააკავეს. მასშტაბური ოპერაცია ქართული დაჯგუფების წევრებზე მადრიდსა და კატალონიაში დღეს გამთენიისას განხორციელდა. როგორც ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, დაკავებულთა შორის არის კანონიერი ქურდის, კახაბერ შუაშანაშვილის მეუღლეც. დაკავებულებს ყაჩაღობასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ.

Read More »

შს მინისტრის ახალი მოადგილე და სამინისტროს საპარლამენტო მდივანი

ნანახია: 975 შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ თავის მოადგილედ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივნად ნათია მეზვრიშვილი დანიშნა. იგი სამართლის მაგისტრია. 2007-2009 წლებში ნათია მეზვრიშვილი ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი იყო. 2009-2013 წლებში კი საქართველოს მთავარ პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, კერძოდ: საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი, ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი, შს სამინისტროს რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო ...

Read More »

ვის სურს მოსამართლეობა – სია ცნობილია

ნანახია: 1 016 იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი 23 ოქტომბერს გამოაცხადა, რომელზეც განცხადებების მიღება 13 ნოემბერს დასრულდა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების სია გაასაჯაროვა, რომლებიც კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდნენ. სიაში სულ 82 კანდიდატია. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როდის დაიბარებენ საბჭოს წევრები კანდიდატებს გასაუბრებაზე. საბჭომ კანდიდატებიდან 52 ვაკანტური თანამდებობისთვის უნდა შეარჩიოს მოსამართლეები.

Read More »

ადვოკატი: სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქეა

ნანახია: 1 085 სპეცოპერაციის დროს დაკავებულის ადვოკატმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი რუსეთის მოქალაქეა. ადვოკატმა დაკავებულის ვინაობა არ გაამხილა. ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სპეცოპერაციის დაწყებამდე დააკავეს. გავრცელებული ცნობით, დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ. სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს საღამოს დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა ...

Read More »

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს

ნანახია: 1 297 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად თეიმურაზ კუპატაძე წარადგინა. მინისტრის განცხადებით, საპატრულო პოლიცია შსს-ის უმნიშვნელოვანესი ქვედანაყოფია, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხოებას ყოველთვის იცავს. თეიმურაზ კუპატაძე კი აცხადებს, ის მზად არის დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება.

Read More »

დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ლიკვიდირებულია 3

ნანახია: 997 ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განხორციელებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართა. სუს-ის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არ იყვენნ საქართველოს მოქალქეები და მათზე დაკვირვება რამდენიმე კვირის განმავლობაში ხორციელდებოდა. როგორც სუს-ის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო გიორგობიანმა განაცხადა, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი. ლიკვიდირებულია 3. გარდაცვლილია სპეცრაზმელი.

Read More »