Home » სამართალი (page 5)

სამართალი

SOS!!! N8 პენიტენციური დაწესებულებიდან მირეკავენ პატიმრები და შველას ითხოვენ!

ნანახია: 735 ალექსანდრე კობაიძე ადვოკატი SOS.. N8 პენიტენციური დაწესებულებიდან მირეკავენ პატიმრები და შველას ითხოვენ! პირადად სიცხიანმა პატიმარმა დამირეკა, რომელმაც განმიცხადა, რომ მის საკანში, ასევე არის სიცხიანი და არც მას აქცევენ სათანადო ყურადღებას იმ მოტივით, რომ წამლები არა აქვთ, არც ტაიქოლდი და არც პირველადი მიღების ანტიბიოტიკები. ძალიან შეშინებულები და ძალიან გაბრაზებულები არიან. P.S. მივმართავ შესაბამის ორგანოებს: პატიმრები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ...

Read More »

20 ივნისის საქმეზე მსჯავრდებულები გათავისუფლდნენ

ნანახია: 301 20 ივნისის საქმეზე მსჯავრდებულები სასამართლო დარბაზიდან ბრალის აღიარების შემდეგ გაათავისუფლეს. თუმცა, როგორც პროცესიდან გამოსულმა ზურაბ ბუდაღაშვილმა განაცხადა, ის თავს დამნაშავედ არ სცნობს და ბრალი ფორმალურად აღიარა. მისი თქმით, ციხეში ყოფნამ პოლიტიკური ელფერი მიიღო და აზრი აღარ ჰქონდა იქ ჯდომას. იგივე საქმეზე მსჯავრდებულებმა კახაბერ კუპრაშვილმა და  ცოტნე სოსელიამ კი დანაშაული “გულწრფელად” აღიარეს.  სამივე მათგანი სასამართლო დარბაზიდან 2 ათას ლარიანი ...

Read More »

ზურაბ ადეიშვილს “იბერიის” იძულებით დახურვის საქმეზე პატიმრობა მიესაჯა

ნანახია: 307 ზურაბ ადეიშვილი  ტელეკომპანია “იბერიის” დახურვისა და ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის გამო საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად დამნაშავედ სცნო და  ერთი წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მის მოადგილეს გიორგი ლაცაბიძეს კი 40 ათასიანი ჯარიმა დაეკისრა. ორივე მათგანს გარკვეული დროის მანძილზე,  (ორი წლით და სამი თვის ვადით),   ეკრძალებათ  თანამდებობის დაკავება.  როგორც არსებულ საქმეშია ნათქვამი, არსებობდა ნასყიდობის ხელშეკრულების ფიქტიური გადაფორმების წერილობითი დოკუმენტები, ...

Read More »

შსს-მ კუპრავას მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ნანახია: 597 შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სამართალდამცველთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. თავად ზვიად კუპრავა ამბობს, რომ ორი უცნობი ფიზიკურად გაუსწორდა. ინციდენტი მის სახლთან მოხდა. კუპრავას დაზიანებები სახისა და თავის არეში აქვს მიყენებული  

Read More »

“ვიდრე სისხლიანი ადამიანები პოლიტიკაში არიან, ჩვენ დემოკრატიაზე ვერ ვისაუბრებთ”

ნანახია: 312 ორგანიზაცია “შევინარჩუნოთ სიცოცხლეს” წევრები ახალ გენერალურ პროკურორს მუხლოვანის სპეცოპერაციის დროს დაღუპული გია კრიალაშვილის  საქმის  გამოძიებას სთხოვენ. “ვანო მერაბიშვილს პოლიტიკაში მშვიდად ყოფნის საშუალებას არ მივცემთ, ის აუცილებლად უნდა გასამართლდეს გია კრიალაშვილის საქმეზე.  ჩვენ მის წინააღმდეგ აუცილებლად გავმართავთ აქციებს.  ის არის მკვლელი, რომელმაც მოკლა უდანაშაულო მოქალაქე და აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მთავარ პორკურატურას, თაროზე შემოდებული საქმე ...

Read More »

მელიას განაჩენი არ იყო საბოლოო და გასაჩივრებას ექვემდებარებოდა

ნანახია: 332   ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების  საქმეზე განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს დაიწყო. როგორც ბრალდებული აცხადებს, “ქართული ოცნების დეპუტატების მიერ მისთვის უფლებამოსილების შეჩერება უკანონოა, რადგან ჯერ სასამართლოს ყველა ინსტანციამ უნდა დაადგინოს ის დანაშაული, რის გამოც მას დეპუტატის მანდატი ჩამოერთვა.  “საინტერესოა რა დოზით არის შემოსული საკონსტიტუციო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის გავლენა.” – აცხადებს მელია. ნიკა მელიას ადვოკატი ამბობს, რომ პარლამენტმა უკანონო ...

Read More »

“უგულავას მომხრეებმა განაჩენი სტრასბურგში გაასაჩივრონ”

ნანახია: 351 პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გიგი უგულავას მომხრეებს მოუწოდებს მისი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრონ. “წლების განმავლობაში უგულავამ პირველი და მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება სტრასბურგში არ გაასაჩივრა, რითაც ალბათ, არაპირდაპირ აღიარა დანაშაული.  მე დარწმუნებული ვარ, მათი ეჭვი გაქარწყლდება სტრასბურგოს სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში. კანონის უზენაესობის აღსრულებას წინ ვერც ერთი პოლიტიკური პროცესი ვერ დაუდგება.” – განაცხადა სესიაშვილმა. სესიაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ინტერესია, ...

Read More »

უმრავლესობა იმედოვნებს, რომ შოთაძეს პარლამენტი მთავარ პროკურორად დაამტკიცებს

ნანახია: 560 მიმდინარე კვირაში, პარლამენტს პროკურორობის კანდიდატი, ირაკლი შოთაძე ოფიციალურად წარედგინება. არსებული ინფორმაციით, მის კანდიდატურას ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ, შემდეგ კი კენჭს სესიაზე უყრიან. ოპოზიცია შოთაძეს მხარს არ უჭერს. უმრავლესობას კი იმედი აქვს, რომ მას პარლამენტი მთავარ პროკურორად დაამტკიცებს. საპროკურორო საბჭომ ირაკლი შოთაძე ფარული კენჭისყრით 12-დან 11 ხმით აირჩია.

Read More »

არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

ნანახია: 552 შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი დააკავეს. არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებული არიან 2003 წელს დაბადებული ვ.ქ. და მისი ბიძაშვილი – 2001 წელს დაბადებული რ.ქ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.ქ.-მ, თანამზრახველ რ.ქ.-სთან ერთად, მიმდინარე წლის 5 ...

Read More »

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა აარჩია

ნანახია: 506 საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა აარჩია. მან 12-დან 11 ხმა მიიღო. ფარული კენჭისყრის შედეგად არჩეულ კანდიდატს საპროკურორო საბჭო განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნის. გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები ხმათა უმრავლესობით აირჩევენ.

Read More »