Home » სამართალი (page 50)

სამართალი

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა

ნანახია: 1 260 შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო ბიუროსა და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, N3 სამმართველოს (წითელი ხიდი) N9 სასაზღვრო სექტორის (ვახტანგისი) დასაცავ მონაკვეთზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. გამოძიება საქართველოს ...

Read More »

გივი მაჩაიძის მკვლელობის საქმეზე თურქეთში ქართველი დააკავეს

ნანახია: 1 685 როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, დღეს გავრცელებული ინფორმაციით თურქეთში, ბაირამ ფაშაში ქართველი ემიგრანტი მოკლეს.  ინფორმაცია Facebook-ზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ემიგრანტთა იმედის“ ხელმღვანელმა შოთა სიხარულიძემ გაავრცელა. იხ. ლინკი https://www.facebook.com/photo.php?fbid=461378984232715&set=a.136922103345073.1073741828.100010818515954&type=3&theater უკვე ცნობილია, რომ გივი მაჩაიძის მკვლელობის საქმეზე თურქეთში საქართველოს მოქალაქეა დაკავებული. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. ამ ეტაპზე უცნობია მკვლელობის მოტივი, თუმცა სავარაუდოდ, მკვლელობა უერთიერთშელაპარაკებას უკავშირდება. არსებული ინფორმაციით, გაუჩინარებამდე მაჩაიძე საქართველოს მოქალაქესთან ერთად ...

Read More »

ომბუდსმენი: სასამართლომ წულუკიანი და 10 სსიპ-ის ხელმძღვანელი სამართალდამრღვევად ცნო

ნანახია: 1 289 სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო სასამართლომ იუსტიციის მინისტრი და სამინისტროს 10 სსიპ–ს ხელმძღვანელი სამართალდამრღვევად სცნო 2017 წლის 20–22 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი გივი აზაურაშვილი, სსიპ საკანონმდებლო მაცნეს დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე იოსებ ბაღათურია, სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი გვენეტაძე, სსიპ ...

Read More »

გამამტყუნებელი განაჩენი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე

ნანახია: 1 270 თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის  333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა,  რომ 2011-2012 წლებში, შს სამინისტროს  კონსტიტუციურიუსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ვ.ლ.-ს ორგანიზებითა და დავალებით, ამავე დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს  თანამშრომლები მაკომპრომატირებელი მასალის შეგროვებისმიზნით, ახდენდნენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირების და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების უკანონოთვალთვალს და მათი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვებას. სასამართლოში საქმის მრავალთვიანი განხილვის მანძილზე, დაიკითხა ბრალდების ასამდე მოწმე, გამოკვლეული იქნა 11 ტომი ...

Read More »

ჩხვირკიას და ღოღობერიძის საქმის არსებითი განხილვა 12 საათზე დაიწყება

ნანახია: 1 479 ბათუმში 11-12 მარტს განვითარებული მოვლენების ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის საქმის არსებითი განხილვა 12 საათზე დაიწყება. ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ პროკურატურამ მოწმეებიც წარმოადგინოს. მანამდე კი მხარეები შესავალ სიტყვებს იტყვიან. მერაბ ღოღობერიძის ადვოკატის, პაატა შავაძის განცხადებით, მის დაცის ქვეშ მყოფს ხელს 6 პირი ადებს. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე შავაძე არ გამორიცხავს, რომ სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლბით კვლავ მიმართოს. მისი თქმით, ბრალდებას ...

Read More »

ზაზა ხატიაშვილი CCBE-ის ადამიანის უფლებათა საპატიო ჯილდოს 2017 წლის მფლობელი გახდა

ნანახია: 1 935 უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ზაზა ხატიაშვილს ჯილდოს მიღებას ულოცავს და ამბობს: -„ვულოცავ ზაზა ხატიაშვილს, და მთელ ადვოკატთა კორპუს ამ დიდ აღიარებას და წარმატებას. ვულოცავ ადვოკატებსაც. ბრიუსელში, CCBE-ის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, CCBE-ის ადამიანის უფლებათა ძალზედ საპატიო ჯილდოს 2017 წლის მფლობელად დაასახელა ზაზა ხატიაშვილი,  ზაზას წარმოუდგენელი გამარჯვება!“

Read More »

ლეკვებს პნევმატური იარაღით მიაყენა ჭრილობები…ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა

ნანახია: 1 250 რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ცხოველის  მიმართ  სასტიკი მოპყრობის ორ ფაქტზე  რ. მ.-ს წარუდგინა ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259–ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიებით დადგინდა, რომ 2017  წლის 25 და 27  ივნისს,  რ. მ.-მ ქალაქ  რუსთავში მდებარე გ.თ.-ს კუთვნილი საცხოვრებელი ბინის წინ არსებულ შემოღობილ ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელის   ცხოველებს – ლეკვებს პნევმატური იარაღით  მიაყენა ჭრილობები, რამაც ერთი ცხოველის  სიკვდილი გამოიწვია.   ...

Read More »

დეკანოზის საქმეზე დღეს პროკურატურის მოწმეები დაიკითხებიან

ნანახია: 986 ე.წ. დეკანოზის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდება. ბრალდებულ გიორგი მამალაძის პროცესი 11:00 საათზე დაიწყება. მოსამართლე საქმეში არსებულ მტკიცებულებების გამოკვლევას გააგრძელებს. დახურულ სხდომაზე პროკურატურის ერთი ან რამდენიმე მოწმე დაიკითხება. ჯერ უცნობია, თუ ვის წარმოადგენს სახელმწიფო ბრალდება. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არც ადვოკატები ფლობენ. სახელმწიფო ბრალდებას 120 მოწმე ჰყავს, მათ შორის არიან შორენა თეთრუაშვილი, სოსო ოხანაშვილი და სასულიერო პირები. ...

Read More »

საგამოძიებო სამსახურს მოტივირებული და მცოდნე ახალგაზრდები სჭირდება

ნანახია: 1 479 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების პროგრამის მესამე ეტაპი – გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან სტაჟიორების მეორე ნაწილმა გაიარა, რითაც, დასრულდა პროექტის პირველი შესარჩევი კონკურსი. უახლოეს მომავალში კონკურსის საბოლოო შედეგები გახდება ცნობილი,  რის შემდეგაც, უკვე შერჩეული 40 სტაჟიორი  პროგრამის ფარგლებში  ექვსთვიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლების  კურსს გაივლის ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში და საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურულ დანაყოფებში. „საგამოძიებო სამსახურისთვის სტაჟირების პროგრამა მნიშვნელოვანი ...

Read More »

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი მდივანი ცვლილებებს გეგმავს

ნანახია: 1 082 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ მდივნად გიორგი მიქაუტაძე აირჩიეს – 4 წლის ვადით. ის ლევან მურუსიძეს შეცვლის. საერთო სასამართლოების შესახებ კანონის მიხედვით, გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან უკვე გადადგა. იუსტიციის საბჭოში ცვლილებებს აანონსებს. მისი თქმით სასამართლოები საქმეებით გადატვირთულია და პირველ რიგში მის განტვირთვას გეგმავს.

Read More »