Home » სამართალი (page 86)

სამართალი

არ მოვისვენებ, სანამ მის ხელებზე ბორკილებს არ დავინახავ!-დამნაშავე სოფელში ნახეს!

ნანახია: 1 250 დავით ცხვარაძე ”ძებნაში მყოფ პოლიციელის დაკავებას ყოფილი კოლეგები აჭიანურებენ”- ვერსიები თუ სად იმალება პოლიციელი. პროკურორი გიორგი ცხოვრებაძე:- ”დღეიდან გოდერძი თევზაძეზე ძებნა გამოცხადდა” სამართალდამცავი, რომელიც თავად გახდაა სამართალდამრღვევი ინსპექტორ გამომძიებელი, პოლიციის მანდატ შეჩერებული, უკვე ბრალდებული, ძებნაში მყოფი გოდერძი თევზაძის დაკავებას საკუთარი უწყება თავს არიდებს, ამას გარდაცვლილი სტურას ოჯახისწევრები აცხადებენ და ამბობენ რომ თევზაძის დაკავების პროცესს საკუთარი უწყება მიზნობრივად აჭიანურებეს, ...

Read More »

ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც კანონს დაარღვევენ, ხელს არ დავაფარებთ!

ნანახია: 1 135 შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი გარდაცვლილ დემურ სტურუას საქმეში ბრალდებულ პოლიციელზე საუბრისას ამბობს, რომ უწყება არც ერთ იმ თანამშრომელს არ დააფარებს ხელს, რომელიც კანონს დაარღვევს.  მისივე თქმით, პოლიციელისთვის ბრალის წაყენება მოხდა მას შემდეგ, რაც გამოძიებამ საკმარისი მტკიცებულებები შეაგროვა. “თუ არ იქნებოდა სასამართლო განჩინება, ამ პირის დაკავება ვერ მოხდებოდა. დაგვიანებული იყო თუ არ იყო ამას ვერ ვიტყვი. შემიძლია ...

Read More »

გარდაცვლილის ახლობლები და თანასოფლელები დამნაშავე პოლიციელის სავარაუდო ადგილსამყოფელზე საუბრობენ

ნანახია: 1 100       დავით ცხვარაძე   შსს-ს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გოდერძი თევზაძე, რომელსაც დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურამ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა, მიმალვაში იმყოფება. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, საგამოძიებო უწყება კვალს ჯერ ვერ დაადგა, ოჯახის ახლობლების და თანასოფლელების ინფორმაციით, ბრალდებული თევზაძე სკუთარ სოფელში, სამტრედიის რაიონის სოფელ წიაღუბანში იმყოფება.  თევზაძეს, დემურ სტურუას გარდაცვალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ბრალი ...

Read More »

გოდერძი თევზაძეს საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს

ნანახია: 1 046 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ სამართალდამცავს გოდერძი თევზაძეს საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს. გოდერძი თევზაძე, რომელსაც პროკურატურამ ბრალი რამდენიმე საათის წინ წაუყენა, ამ დრომდე დაკავებული არ არის. დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე, პროკურატურა გამომძიებელ გოდერძი თევზაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. უწყების ინფორმაციით, გოდერძი თევზაძე თავს არიდებს გამოძიებას. საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ დემურ სტურუას ...

Read More »

ვინაიდან, გოდერძი თევზაძე თავს არიდებს გამოძიებას, დაუსწრებლად გამოტანილია დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ

ნანახია: 1 156 პროკურატურის ინფორმაცია დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების შესახებ საქართველოს პროკურატურამ ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გამოიტანა დადგენილება  შსს-ს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპეტორ-გამომძიებლის გოდერძი თევზაძის ბრალდების შესახებ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 115-ე მუხლით.  ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 7 ...

Read More »

გარდაცვლილი დემურ სტურუას ოჯახმა ექსპერტიზის პასუხი მიიღო

ნანახია: 1 213 სამტრედიაში გარდაცვლილი დემურ სტურუას ოჯახის წევრები და საზოგადოების დიდი ნაწილი მოუთმენლად ელოდა ექსპერტიზის პასუხს, რომელიც  დღეს გახდა ცნობილი. ინფორმაციას ოჯახის წევრები ადასტურებენ. მათი თქმით მიღებულ დასკვნაში წერია, რომ   სტურუა თვითმკვლელობამდე ნაწამებია. ”ექსპერტიზის პასუხი დღეს გახდა ჩვენთვის ცნობილი. როგორც გვეუბნებიან, გარდაცვლილს ფეხზე და ენაზე აქვს წამების ნაკვალევი. ასევე დადასტურდა დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე დაწერილი წერილის ავთენტურობაც. ამიტომ ვითხოვთ წერილში ნახსენები ...

Read More »

პაპუაშვილი: დღეს სასამართლოზე ზეწოლის უპრეცედენტო შემთხვევაა!

ნანახია: 1 489 საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი სასამართლოზე ზეწოლაზე საუბრობს და განცხადებას ავრცელებს: “ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების მხრიდან უკანასკნელ პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოსა და ცალკეულ მოსამართლეებზე განხორციელებულმა შეტევამ საგანგაშო ხასიათი მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლიან ისტორიაში ეს არის სასამართლოზე ზეწოლის უპრეცედენტო შემთხვევა. პოლიტიკური ლიდერები თავს უფლებას აძლევენ, უხეშად ჩაერიონ სასამართლოს საქმიანობაში. ეწევიან საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციის მიზანმიმართულ კამპანიას. ხელისუფლების წარმომადგენლების ...

Read More »

პროკურატურა წითელაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

ნანახია: 1 334 პროკურატურის განცხადება ტ. წითელაშვილის მიერ თავდაცვის სამინისტროს ობიექტებზე უნებართვოდ შესვლის ფაქტზე   გვსურს საზოგადოებას  ვაცნობოთ, მედიასაშუალებებში მოქალაქე ტრისტან წითელაშვილის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ობიექტებზე უნებართვოდ შესვლის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.  საქართველოს პროკურატურის მიერ 2016 წლის 2 აგვისტოს, თავდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი იქნა სამსახურებრივი შემოწმების მასალები, რომელთა შესწავლით დადგინდა, რომ თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ 2015 ...

Read More »

ნანა ჯოჯუა: ჩემ შვილს ამოვთხრი და პოლიციასთან მივიტან!

ნანახია: 1 501 სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში 7 აგვისტოს 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, გარდაცვალებამდე წერილი დაწერა, სადაც სამტრედიის რაიონული პოლიციის თანამშრომელი გოდერძი თევზაძე თვითმკველელობამდე მიყვანაში ადანაშაულებდა. საქმეს დასავლეთ საქართველოს პროკურატურა უკვე მე-16 დღეა იძიებს. გარდაცვლილის დედა  ნანა ჯოჯუა  გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ თუ 24 აგვისტოს, 15:00 საათზე ექსპერტიზის პასუხი ცნობილი არ იქნება ...

Read More »

კობაიძე: მღებრიშვილს არ ჰყოფნის გამბედაობა, სახელმწიფო კი დუმს!

ნანახია: 1 145 21 აგვისტოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა შსს-სთან საპროტესრო აქცია –„ძალადობა უნდა დაისაჯოს“გამართეს. მათ სამი დღე მისცეს შსს-ს, რათა რეაგირება მომხდარიყო. აქცია 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტს ეხებოდა. -„ ვადა მივეცით 3 დღე და თუ არაფერი შედეგი არ იქნება, აუცილებლად დავიყწბთ შიმშილობის აქციას. მოვუწოდეთ შინაგან საქმეთა მინისტრს პირად კონტროლზე აიყვანოს აღნიშნული საქმე, რათა უსწრაფესად იქნეს გამოძიებული, აგრეთვე მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სამტრედიის ...

Read More »