Home » სამართალი (page 87)

სამართალი

როდის იმსჯელებს პრზიდენტი ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების შეწყალებაზე?

ნანახია: 1 011 შეიწყალებს თუ არა ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულებს პრეზიდენტი? ამ საკითხზე გიორგი მარგველაშვილმა კომენტარი ”კავკასიის” ეთერში, გადაცემა ”ბარიერში” გააკეთა. -„არსებობს კითხვები სასამართლოსთან მიმართებაში, მაგრამ რა არის პასუხი ამ კითხვებზე?! ქართული სასამართლო საერთოდ გავაუქმოთ და პრეზიდენტმა გადაწყვიტოს ხოლმე ვის აქვს მისჯილი სამართლიანად და ვის არა?! თუ არსებობს სასამართლოსთან მიმართებაში კითხვები, პოლიტიკოსებმა უნდა შევეცადოთ და სისტემის რეფორმირებით, უკეთესი მოსამართლეების მეშვეობით ეს ...

Read More »

„ბატონო ბიძინა, სხვას არაფერს ვითხოვ, მხოლოდ ერთს-სამართალმა იზეიმოს!“-4 შვილის დედის მიმართვა

ნანახია: 1 130 დღეს სააგენტოს 4 შვილის დედა, სოციალურად დაუცველი ოჯახის დიასახლისი თეა დემეტრაშვილი დაუკავშირდა და მისი ისტორიის მკითხველამდე და კომპეტენტურ პირებამდე მიტანა ითხოვა, ისიც გვითხრა-„ მედია თვალს ადევნებდა და ასაჯაროვენდა იმ თაღლითობას, რაც თავს გადამხდა, კიდევ იმედი მქონდა, რომ სამართალი იზეიმებდა, მაგრამ ვხედავ ჩემთვის სამართალი ურმითაც არ დადის და ისღა დამრჩენია, ბიძინა ივანიშვილს მივმართო და მასაც გავაგებინო, როგორ სარგებლობენ მისი ...

Read More »

შსს ინფომრმაციით, პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის დროს, მამა გაბრიელ კახელიშვილმა პოლიციის მანქანაში თვითდაზიანებები მიიყენა

ნანახია: 1 144 შინაგან საქმეთა სამინისტრო, ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვარის ბრალდებებთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მამა გაბრიელ კახელიშვილის ბრალდება, რომ მას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ სიმართლეს არ შეესაბამება. უწყების ინფომრაციით, ლანჩუთში, სამართალდამცველებმა დილის 5-დან 6 საათამდე შუალედში, დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომობილი გააჩერეს, რომელსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სასულიერო პირი მართავდა. შსს-ში აცხადებენ, რომ მას საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სახლში გადაყვანა შესთავაზეს, ...

Read More »

“…უმოწყალოდ მცემდნენ, ვერ ვლაპარაკობ, პირიდან სისხლი მომდის!

ნანახია: 1 378 ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გაბრიელი (კახელიშვილი) საპატრულო პოლიციის ათამდე თანამშრომელმა, დღეს, დილით, ჯერჯერობით დაუდგენელ ადგილას, სასტიკად სცემა. ამის შესახებ მამა გაბრიელმა, “რუსთავი 2”-ის გადამღებ ჯგუფს თავად განუცხადა. სასულიერო პირი ამ წუთებში ოზურგეთის “მედალფას” კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება: “მოვდიოდი ქობულეთიდან აცანის მიმართულებით, ლანჩხუთში გამაჩერა საპატრულო ეკიპაჟმა, ვუთხარი რომ ორი ჭიქა არაყი მქონდა მიღებული და ბოდიში მოვუხადე ...

Read More »

პროკურატურა ეროსი კიწმარიშვილის ოჯახს პასუხობს

ნანახია: 1 211 პროკურატურა: სახეზე არ არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, სახეზეა თვითმკვლელობა. გვინდა გამოვეხმაუროთ ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრის და მისი ადვოკატების მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას. პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, ოჯახის წევრების და მათ მიერ მოწვეული ექსპერტების აქტიური მონაწილეობით ჩატარდა უპრეცედენტო მასშტაბის გამოძიება, რომელმაც პასუხი გასცა ყველა კითხვას, რომელიც ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას უკავშირდება. განცხადებაში მოყვანილ კითხვებს ...

Read More »

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულს შინაპატიმრობა შეეფარდა

ნანახია: 1 184    ოკუპირებული აფხაზეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ე.წ. სამხედრო პროკურატურის შუამდგომლობა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე და მას შინაპატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას აფხაზური მედია ოკუპირებული რეგიონის სამხედრო პროკურორ ადგურ აგრბას განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.   სამხედრო პროკურორის თქმით, შუამდგომლობა პატიმრობის შეფარდების თაობაზე სამხედრო პროკურატურამ დააყენა, რადგან რაშიდ კანჯი-ოღლის წინააღმდეგ არანაირი აღკვეთი ღონისძიება არ იყო გამოყენებული.

Read More »

ე.წ. კანონიერი ქურდი დავით გერლიანი დააკავებულია

ნანახია: 1 098 ე.წ. კანონიერი ქურდი დავით გერლიანი იგივე სვანი დააკავებულია. ქართველმა სამართალდამცავებმა გერლიანი საქართველო-სომხეთის საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს. ამის შესახებ დღეს შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. გერლიანის დეპორტაცია უკრაინიდან რამდენიმე დღის წინ მოხდა, თუმცა ე.წ “კრიმინალური ავტორიტეტის” დაკავება აეროპორტში არ განხორციელებულა, რის გამოც საქართველოს ძალოვანი უწყებები ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს.

Read More »

23 ივნისს კიწმარიშვილის ოჯახი საპასუხო ბრიფინგს გამართავს

ნანახია: 1 015 ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი არ ეთანხმება პროკურატურის დასკვნას. 23 ივნისს,  კიწმარიშვილის ოჯახი საპასუხო ბრიფინგს გამართავს, სადაც მათი თქმით, ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლეობის შესახებ, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები გაბათილდება. შეგახსენებთ, რომ პროკურატურის დასკვნით კიწმარიშვილმა თავი მოიკლა. ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის არ მიუყვანია და არავის არ მოუკლავს მან თავი მოიკლა, რადგან კონკრეტული გარემოებების არსებობის მხედველობაში მიღებით შეუძლებელია მკვლელობა იყოს ჩადენილი რომელიმე ...

Read More »

სამუშია: ე.წ. კაბელების საქმეზე პროკურატურა სასჯელის გამკაცრებას ითხოვს!

ნანახია: 983    ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატი ლევან სამუშია ამბობს, რომ პროკურატურას სურს დაფაროს კავშირი მოსამართლე ბუგიანიშვილთან და ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს მსჯავრდებულებზე, რის გამოც პროკურატურა მსჯავრდებულებისთვი სასჯელის ზომის გაზრდას ითხოვს და ამ მოთხოვნით ბრალდების მხარემ უკვე მიმართა სააპელაციო სასამართლოს. -“სასაცილო ფაქტია,მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გადახედვა სასჯელის ნაწილში და ითხოვს სასჯელის გამკაცრებას. ...

Read More »

პროკურატურა: კიწმარიშვილმა თავი მოიკლა, გამოძიება შეწყდა

ნანახია: 927 საქართველოს მთავარ პროკურატურაში  სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. გაცნობებთ რომ, საქართველოს პროკურატურამ დაასრულა გამოძიება ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით. საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება გაგაცნოთ გამოძიების შედეგები. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქმის მსვლელობის დროს მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე შეიქმნა ვიდეომასალა, რომელშიც დეტალურად არის გადმოცემული ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ამსახველი ფაქტები. აღნიშნული მასალა ბრიფინგის დასრულებისთანავე გამოქვეყნდება ...

Read More »