You are here
კანონპროექტი „სამხედრო ვალდებულებისა და სამსახურის შესახებ“ მთავარი პოლიტიკა სამხედრო საქმე 

კანონპროექტი „სამხედრო ვალდებულებისა და სამსახურის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტის “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ ინიცირება დღეს ბიუროს სხდომაზე მოხდება. სესიაშვილი ამბობს, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული  კორექტივები მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე არ გავრცელდება. კანონპროექტის მიხედვით, უნდა გაუქმდეს ის ნორმა, რომლის მიხედვითაც, პირები, ვინც მღვდელმსახურები არიან ან სასულიერო სასწავლებელში სწავლობენ, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ. ამ ცვლილებებით კონკრეტდება, რომ პირებს, რომლებიც უარს განაცხადებენ, სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდაზე სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების მოტივით, ეკისრებათ ვალდებულება, ალტერნატიული შრომითი სამსახური გაიარონ.   ნანახია: 87

Read More
“არავის მივცემთ უფლებას, რომ იმიჯს და ინსტიტუციურ განვითარებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდეს“ მთავარი სამხედრო საქმე 

“არავის მივცემთ უფლებას, რომ იმიჯს და ინსტიტუციურ განვითარებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდეს“

ლევან იზორია: „ჩვენ  ვამაყობთ  ჩვენი წარმატებებით  და  არავის მივცემთ უფლებას, რომ თქვენს იმიჯს, თქვენს ინსტიტუციურ განვითარებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდეს“ „განცხადებები თითქოს ამ დანაშაულმა სისტემური ხასიათი მიიღო, ღიმილის მომგვრელია პირველ რიგში მათთვის, ვინც წლების განმავლობაში აქ მსახურობდა და იციან,  რა პრობლემები არსებობდა ჯარში,“- ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“  წვევამდელებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებს. „ჩვენი „კეთილმოსურნეები” ხშირად ამბობენ, თითქოს არის ინსტიტუციური პრობლემები. მინდა მათ გასაგონად ვთქვა, რომ ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარმატებებით და არავის მივცემთ უფლებას, რომ ჯარის იმიჯს, ინსტიტუციურ განვითარებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდეს. რა თქმა…

Read More
სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა, წვევამდელი კი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო მთავარი სამხედრო საქმე 

სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა, წვევამდელი კი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა. საქმე ეხება მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში” სავალდებულო სამხედრო მოსამხურეთა შორის მომხდარ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტს. დაკავება განხორციელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე. უახლოეს საათებში ბრალდებულებს ჩადენილი დანაშაულისათის წარედგინებათ ბრალი, ხოლო მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე. რაც შეეხება წვევამდელი ქაზიმ გახრამანოვს, ის პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. ახალგაზრდას საქმის მასალები ოფიციალურად ვაზიანის სამხედრო პოლიციაში გააცნეს. ნანახია: 612

Read More
თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოების სფეროში მთავარი სამხედრო საქმე 

თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოების სფეროში

საქართველოსა და ლიეტუვას თავდაცვის მინისტრებმა კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ განზრახულობათა დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ლიეტუვას რესპუბლიკაში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვას  ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრში გაიმართა. “ამ სფეროში როგორც ნატომ, ისე მისმა პარტნიორმა ქვეყნებმა კიბერუსაფრთხოება აიყვანეს  ოპერატიული განზომილების სივრცეში და ის, როგორც ხმელეთი და ზღვა, განიხილება ახალ ოპერატიულ განზომილებად.  ჰიბრიდული საფრთხეებიდან გამომდინარე, ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას კიბერშემოტევების შედეგად შეიძლება გარკვეული საფრთხეები შეექმნას. ამ ინციდენტების პრევენციისა და მათზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, აუცილებელია ჩვენი ეროვნული ძალისხმევის გაძლიერება, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო სწავლებების ჩატარება“, –…

Read More
დაღუპული ჯარისკაცების დედებს 3 მარტი შვილის მეგობრებმა მიულოცეს (ვიდეო) მთავარი საზოგადოება სამხედრო საქმე 

დაღუპული ჯარისკაცების დედებს 3 მარტი შვილის მეგობრებმა მიულოცეს (ვიდეო)

„გილოცავთ დედის დღეს! თქვენ ყველაზე ძლიერი და ღირსეული დედა ბრძანდებით, რადგან ჩვენი სამშობლოს დასაცავად ყველაზე ძვირფასი გაიღეთ. სწორედ თქვენი და თქვენნაირი ქალბატონების გმირობისა და გამძლეობის მაგალითია საქართველოს მთელი ისტორია“… – ასე მიულოცეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებსა თუ საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების დედებს  შვილის თანამებრძოლებმა დედის დღე. დაღუპული სამხედროების მეგობრები მათ მშობლებს  საქართველოს მასშტაბით  ყველა ქალაქსა თუ სოფელში მოულოდნელად ესტუმრნენ და დედის დღის აღსანიშნავად სიმბოლურად ყვავილების თაიგული გადასცეს. „ფორმიან ბიჭებს რომ გხედავთ, ჩემი შვილი მაგონდება“… – ასეთი იყო დაღუპული შვილების თანამებრძოლებთან თვალცრემლიანი დედების მისალმება. დედებმა ჯარისკაცებთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს…

Read More
სამუშაო შეხვედრა DIBS-ში მთავარი სამხედრო საქმე 

სამუშაო შეხვედრა DIBS-ში

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS)   თემაზე „თაღლითობისა და რისკების შეფასება“  სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს.   რეგიონული  მასშტაბის სამუშაო შეხვედრა  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ინიციატივით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროსთან პარტნიორობის ფარგლებში  იმართება. ორდღიან შეხვედრას   ბრიტანელი ექსპერტები  უძღვებიან, რომლებიც ქართველ და სომეხ კოლეგებს დიდი  ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში  თაღლითობასთან  ბრძოლის კუთხით  არსებულ გამოცდილებას უზიარებენ.  სამუშაო  შეხვედრა მიზნად ისახავს   თაღლითობისა და რისკების შეფასების ინსტრუმენტების შემუშავებას,  რომელიც თავდაცვის სამინისტროში, მათ შორის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში,  გათვალისწინებული და გამოყენებული იქნება.   შეხვედრაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები, როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო, მენეჯერულ  და  არამენეჯერულ პოზიციებზე  დასაქმებული  პირები…

Read More
ეროვნულმა ბიბლიოთეკამ IV მექანიზებული ბრიგადას საჩუქრად 400 წიგნი გადასცა მთავარი სამხედრო საქმე 

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ IV მექანიზებული ბრიგადას საჩუქრად 400 წიგნი გადასცა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ IV მექანიზებული ბრიგადას საჩუქრად 400 წიგნი გადასცა. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და მისმა მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მოსამსახურეების შესახებ ლექცია წაუკითხეს. ღონისძიებაზე, 98 წლის წინ, თებერვალში საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ გმირულად მებრძოლი სამხედრო მოსამსახურეების შესახებ ფოტო და ბიოგრაფიული მასალაც იყო გამოფენილი. თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2017 წელს გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, ბიბლიოთეკამ თავდაცვის ძალების რამდენიმე სამხედრო ბაზას  წიგნები საჩუქრად უკვე გადასცა, წიგნის კუთხე მოეწყო ავღანეთში, თავდაცვის ძალებში დასაქმებულმა ბიბლიოთეკარებმა კი, კვალიფიკაციის ამაღლების კურსები გაიარეს. მემორანდუმის მიზანი…

Read More
თავდაცვის სამინისტრო თინა ხიდაშელის გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს მთავარი სამხედრო საქმე 

თავდაცვის სამინისტრო თინა ხიდაშელის გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო  თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ხიდაშელის მინისტრობის დროს „ნიუ ატლასთან“ მხოლოდ ერთი კონტრაქტი გაფორმდა ნიჩბოსნურ ტრენაჟორზე უარყოფს და აცხადებს:       როგორც თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, 2016 წლის 21 მარტს, ხიდაშელის მინისტრობის პერიოდში, 35 346 ლარიანი ხელშეკრულება დაიდო. დოკუმენტის თანახმად, თავდაცვის სამინისტრომ კომპანიისგან 411 ცალი მაღალყელიანი ფეხსაცმელი შეიძინა. თითოეულის ფასი 86 ლარი იყო. მიწოდების ვადა კი, კომპანიას 2016 წლის 24 მარტის ჩათვლით ჰქონდა.       თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ შეიარაღებული ძალებისთვის მაღალყელიანი ფეხსაცმელების შეძენის ტენდერში კომპანია „ნიუ ატლასს“ ლობირებს….

Read More
თავდაცვის მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება მთავარი სამხედრო საქმე 

თავდაცვის მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ბრიუსელის ვიზიტის შემდეგ მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად გაემგზავრა. საქართველოს დელეგაციას საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უხელმძღვანელებს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ოფიციალური გახსნის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელთან, პატრიკ შანაჰანთან გამართავენ შეხვედრას. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ერთობლივ ღონისძიებაში ნატო-ს გაფართოების თემატიკაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერი გახსნიან. კონფერენციის პარალელურად დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ბრიტანელ, შვედ და ლატვიელ კოლეგებთან. ღონისძიების მეორე დღეს ლევან იზორია გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ურსულა…

Read More
„წერილები ჯარისკაცებს“ (ვიდეო) მთავარი სამხედრო საქმე 

„წერილები ჯარისკაცებს“ (ვიდეო)

„როდის გადაწყვიტეთ ჯარისკაცები გამხდარიყავით? ძნელია თუ არა ოჯახებიდან და სამშობლოდან შორს ყოფნა? საქართველოსთვის თავს თუ გაწირავდით?…“ – და კიდევ ბევრი მსგავსი შეკითხვა დაუსვეს ბავშვებმა სამხედრო მოსამსახურეებს პროექტის „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში. ამჯერად პროექტს თბილისის ქართველ იუნკერთა სახელობის 52-ე საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებმა უმასპინძლეს და საქართველოს თავდაცვის ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამხედრო მოსამსახურეებს ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელებისთვის დაწერილი წერილები გადასცეს. სკოლიდანვე განხორციელდა ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის ბაზაზე დისლოცირებული IV მექანიზებული ბრიგადის ასეულის სამხედროებთან ბავშვების ტელეხიდით ჩართვა. ამ ეტაპზე ავღანეთში 2400 წერილი იგზავნება, რომელიც დანაშაულის პრევენციის ცენტრმა საქართველოს მასშტაბით…

Read More